ბიბლიოთეკის პოლიციელი/ The library Policeman

four-past-midnight-audiobook-cover-3

ამ ავტორის რომანების კითხვისას ყოველთვის მებადება ასეთი კითხვა, რომელსაც პასუხი გასცე, არც ისე მარტივია თუ ადამიანთა ბუნებას არ ჩაწვდი. საიდან ამდენი ბოროტება, რომელიც ადამიანის გულში დაუტეველია. როცა ღმერთი სიყვარულია და ჩვენც სიყვარული უნდა გვამოძრავებდეს, ყოველთვის არის ყველა ადამიანში მეორე მხარე, რომელიც იმას გვაკეთებინებს, რაც შეიძლება არ გვინდა, ან არ გვიფიქრია, მაგრამ იმ წამს სწორად მივიჩნევთ და შესაძლოა სხვა მანიპულირებდეს ჩვენზე, ჩვენ კი ამას ვერ ვხვდებით. ხშირად ადამიანს თავისი წარსულის დავიწყება ისე მაგრად სურს, მისკენ ზურგით დგება და გონებაში თითქმის აღარ იტოვებს ნარჩენებსაც კი, უბრალოდ ივიწყებს.

სტივენ კინგი მკითხველებს გვემუქრება და გვაშინებს. შესაძლოა ზოგს ბიბლიოთეკის, ან ბიბლიოთეკარის შიშიც გაუჩნდეს და მითუმეტეს აღარ მიეკაროს ბიბლიოთეკას. ბიბლიოთეკის ხშირი სტუმარი არც მე გახლავთ, ამას ყოველთვის მერჩივნა ჩემი წიგნი მქონოდა ნაყიდი, სახლში დავმჯდარიყავი, ანდა კაფეში ან სადმე სხვაგან და მეკითხა. ეს ყველაზე მეტად მსიამოვნებდა, ამიტომ მხოლოდ ერთხელ ვეწვიე ბიბლიოთეკას ალბათ, ჩემი მთელი სიცოცხლის განმავლობაში და ისიც იმიტომ რომ ისეთ წიგნს ვეძებდი რომელიც დიდი ხანია არსად იყიდებოდა. მაშინაც კი დაბრუნების თარიღი გონებაში ჩამბეჭდვოდა და ვერ ვაძლევდი ამას დავიწყების უფლებას.

ჯანქშენ-სიტიში ახლად ჩამოსულ სემსაც რაღაც მსგავსი დაემართა. სემ პიბლსი, ახალგაზრდა მამაკაცი რომელიც სულ არ აპირებდა ხალხის წინაშე წარსდგომას, თუმცა მოუწია. აკრობატს, ვინც უნდა წარმდგარიყო ერთ-ერთი ნომრის შესრულების დროს, ბრუნით ნახტომისას არასწორად დაეცა და კისერი მოიტეხა. სემს უნდა შეეცვალა და რაიმე სიტყვა ეთქვა იქ მომსწრე საზოგადოებისთვის, შეხვედრა კი ორ დღეში უნდა გამართულიყო. მას დახმარებისთვის ბიბლიოთეკა ურჩიეს, ჯანქშენ-სითის, საჯარო ბიბლიოთეკა, შესვლისთანავე კი იგრძნო თითქოს ადრეულ ეპოქაში მოხვდა. ერთ მისტიკურ ადგილას, ასე უფრო მარტივადაც ვიტყოდი, მან ბიბლიოთეკარი ქალისგან წაიღო წიგნები, რომელსაც შემდგომში აღმოაჩენს რომ დიდი ხნის მკვდარი იყო, ის კი ბიბლიოთეკაში მოხვდა, ოღონდ წარსულში. უცნაურია არა? აქ შეხვდებით სხვადასხვა საშიშ, ამაზრზენ ისტორიებს, შიშებით მასაზრდოებელ არსებას და რაც მთავარია ბიბლიოთეკის პოლიციელს, რომელიც მაშინ დაგადგებათ თავს თუ დროულად არ ჩააბარებ ბიბლიოთეკაში წიგნებს.

სემს სწორედ ასე მოუვიდა. თუკი თქვენც, ბიბლიოთეკიდან გაქვთ წიგნები გამოტანილი და ცოტა დრო გაქვთ. ჯობს მალევე წაიკითხოთ, რადგან ბიბლიოთეკის პოლიციელს არ მოეწონება, როცა დააგვიანებთ.

წიგნი დაიბეჭდა პალიტრა L – ში, ნათია ჩუბინიძის თარგმანით და თუ მისი მოძიება მოგინდებათ, ეწვიეთ ნებისმიერ ბიბლუსის ქსელს. დამიჯერეთ, უკვე მესამე მოთხრობა წავიკითხე და ამ კაცის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს… თქვენც მოგეწონებათ. ასე რომ ყველანი, ბიბლიოთეკებში არა, არ გირჩევთ – ბიბლუსში!

თორემ, მე დამაბრალებთ ბიბლიოთეკის პოლიციელი რომ გეწვევათ სახლში, უზარმაზარი ადამიანი, რომელიც შიშით საზრდოობს და რამეს დაგმართებთ. არადა ჩემი ბრალი არ იქნება… წარმატებულ კითხვასა და შაბათ-კვირას გისურვებთ და მადლობა გამომცემლობა პალიტრა L-ს ამ შესანიშნავი წიგნისთვის!

Advertisements

ვისაუბროთ

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s