საიდუმლო სარკმელი, საიდუმლო ბაღი

p34136_p_v8_ag

 

 

 

 

 

 

 

ეს მოთხრობების ციკლი, რომელიც “ნაშუაღამევის ოთხ წუთშია” გაერთიანებული, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა სტივენ კინგის შემოქმედებაში. და ვერავინ დამაჯერებს, რომ თუნდაც რამით ფილმის ყურება და იმ ემოციების განცდა ჯობს, წიგნის კითხვისას მიღებულ სიამოვნებას და მასში მონაწილეობას, თითქოს შენც მისი ნაწილი ხარ, პერსონაჟი და თან შეგიძლია თავად აირჩიო რომელი და ისე დაიწყო კითხვა. სრული თავისუფლება გაქვს.

დღეს არ ვისაუბრებ, ჯონი დეპის უნაკლო შესრულებაზე ფილმში, მე ბევრად მესიამოვნა ამ მოთხრობის წაკითხვა, ვიდრე ფილმის ყურებისას მიღებული განცდები. შევადარე და ახლოსაც კი არ არის ერთმანეთთან. ბევრად ძლიერია წარმოსახვა, ვიდრე პირდაპირ გამზადებულად დადებული ფილმი. მე ამას ვემხრობი! რა შეიძლება ამ მინი რომანზე ვთქვა. მთავარ გმირად მწერალი გვევლინება, ჩემი კოლეგა, რომელსაც უცხო მამაკაცი აკითხავს სახლში და ეუბნება, რომ მან მისი რომანი მოიპარა. მისი სახელი სროლას ნიშნავს, ან ფსევდონიმი. ჯონ შუტერი, რომელიც მწერალს ედავება პლაგიატიზმში. დავის საგნად კი მოთხრობა “თესვის სეზონი” იქცევა, რომელიც ძალიან ჰგავს მეორე მწერლის ნამუშევარს “საიდუმლო სარკმელი, საიდუმლო ბაღი”. მორტ რეინი ცდილობს დაამტკიცოს, რომ არაფერი მოუპარავს და ეძებს მტკიცებულებას, 1980 წლის ჟურნალს, სადაც მისი მოთხრობა დაიბეჭდა პირველად, მაგრამ თანდათან ერთ მოვლენას მეორე ემატება და ასე უჩინარდება ყველა მტკიცებულება, რაც კი ამას დაადასტურებდა, მაგრამ იმედი მაინც არსებობს.

ეს შავ-ბნელით მოცული მოთხრობა ერთთავად გითრევს, გაშინებს და თან გონების ისეთ ბნელ ჯურღმულებში შეყავხარ, სადაც არავინ ყოფილა. გაჩვენებს, სადამდე შეიძლება დაეცეს ადამიანი და გააგიჟოს მისმა უსუსტობამ. მწერალი ცოლს გაყრილია, რომელსაც ერთ-ერთ სასტუმროში ღალატში წაასწრო, ამან მთლიანად ჩამოშალა და დაანგრია, თავის მეორე სახლში, რომელსაც მხოლოდ დასასვენებლად იყენებდნენ სეზონურად, ნამდვილად საშინელი ცხოვრებით ცხოვრობს, გეგონებათ ცხოვრება აქვს მობეზრებული და სულ ძილი ან უსაქმურობა სურსო. მონდომებით ჩაშტერებია კომპიუტერის მონიტორს და ოთხ წინადადებაზე მეტი ვერ დაუწერია, კრიზისს თავს ვერ აღწევდა.

ერთი სიტყვით, ჯონ შუტერის გამოჩენა მის ცხოვრებას  ურევს, აფორიაქებს და აგიჟებს. მოულოდნელობებით სავსე მოთხრობა, არ გაძლევს მოდუნების საშუალებას და ყოველ ჩამთავრებულ თავის ბოლოს პირღიას გტოვებს. მე ხომ ვიცი, გამომიცდია და მწერლის სისხლის გემოც კი ვიგრძენი მისხმული ჩემს ტუჩზე. არასასიამოვნო იყო.

სტივენ კინგის ჩანაფიქრით, საკმაო რომანები აქვს ვისი მთავარი გმირიც მწერალია და ეს უფრო საინტერესოს ხდის, ჩემი აზრით მან დახატა ადამიანის ორი განსხვავებული მხარე, ის რომელიც ჩვენშია შესაძლოა, მაგრამ ვერ ვხედავთ, ვერ ვამჩნევთ და მხოლოდ მაშინ იწყებს აქტიურობას, როდესაც მოვდუნდებით. არ არსებობს ადამიანი, ვისაც არ უფიქრია და სურვილი არ გასჩენია ვინმეს მოკვლის არა? ყველა ერთხელ მაინც მიდის იმ სტადიამდე, რომ ამის სურვილით აღჭურვილნი ცდილობენ თავი მოთოკონ და დამშვიდდნენ. საბედნიეროდ ბევრს სინდისი თუ ღირსება არ უშვებს ამის გაკეთებამდე, მაგრამ რა მოხდება, როცა შენში ბნელი მხარე იმარჯვებს და მისი ქმედებები არც კი იცი როგორი იქნება? რა მოხდება, როცა ვერ აკონტროლებ თავს და გაღვიძებულს ყველაფერი გავიწყდება, რაც კი ჩაიდინე, ამას კი შენ წარსულს აბრალებ. შენს დაკარგულ მეუღლეს, რომელმაც სხვაში გაგცვალა.

დასასრული კი წიგნში უფრო საინტერესო და მაგარია, ვიდრე ფილმში. არ მინდა შევადარო ისინი, მაგრამ მაინც ასე გამომდის. იმას ვიტყოდი, რომ რაც აავტორმა ჩაიფიქრა ფილმში როგორ მაქსიმალურადაც შეიძლებოდა ისე გადმოსცეს, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო, იმისთვის რომ ის ყველაფერი ეჩვენებინათ და ის გრძნობები გამოეწვია, რაც კითხვისას გეუფლება. დასასრული? მოდი, ეს თავად გაიგეთ, როცა გადაფურცლავთ და გვერდები არ მოგცემენ დანებების საშუალებას ისე მიხვალთ ბოლოში და ბოლოს რა? ნახევარი საათი ან მეტი შოკიდან ვერ გამოხვალთ. იჯდებით, ან იწვებით გაუნძრევლად, იგივე პოზაში, როგორშიც კითხულობდით და იფიქრებთ იმას, ეს რა წავიკითხეო.

წარმატებულ კითხვას გისურვებთ მკითხველებო. მე გირჩევთ სტივენ კინგს და პალიტრას, რომელიც დარწმუნებული ვარ, უამრავ სიურპრიზს გვიმზადებს კიდევ!

ერკე მიდასი

Advertisements

5 thoughts on “საიდუმლო სარკმელი, საიდუმლო ბაღი

  1. კინგის დიდი თაყვანისმცემელი ვარ. ადრე მისი მოთხრობები წავიკითხე და მართალი ხარ, არ მეგონა ადამიანს აქამდე დაცემა თუ შეეძლო… ასე მგონია ეგ კაცი ჩვენს ,ანუ მკითხველთა სულებში ხელს აფათურებს და ცოტა მეშინია მისი 😊😊ამიტომ პირადად შეხვედრას არ ვისურვებდი 😃😃

    Like

ვისაუბროთ

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s