ლანგოლიერები

t10692“მხოლოდ ვარსკვლავთცვენისთვის” 

დავბრუნდი მეგობრებო, დიდი ხნის ძილიდან და დავბრუნდი ისევ, ჩემ საყვარელ მწერალზე სასაუბროდ და მე დარწმუნებული ვარ, ბევრმა თქვენგანმა უკვე გაივლეთ გულში მისი სახელი. მოგეხსენებათ, სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ, (სამი კვირის წინ თუ ზუსტად მახსოვს) ჩვენმა საყვარელმა გამომცემლობამ, პალიტრა L-მა გადაწყვიტა კიდევ ერთი წიგნი ეჩუქებინა ჩვენთვის, (თავისი ეშხითა და ავტორისეული სილამაზით გაფორმებული) ნათია ჩუბინიძისეული თარგმანით, პრეზენტაცია კი ამ მწერლის დაბადების დღეს დაამთხვიეს. მახსოვს, როგორ წვიმდა ამ დღეს (წინა წელსაც ასე მოხდა) ამიტომ ერთი დღით გადაიწია პრეზენტაციამ. ჩემთვის ეს სამყაროს ახლიდან შენების ერთი დღით გადადების ტოლფასი იყო, თუმცა დღეს ამაზე არ მოვყვები რა თქმა უნდა.

მოკლედ, ბევრი ვფიქრობ უკვე მივახვედრე რომელ მწერალზეა საუბარი. (სურათიც გიჩვენებთ მართალია) სტივენ კინგი – ნამდვილად! 21 სექტემბერს, არა ბოდიში 22 – ში, ყველას შეეძლო უკვე ამ წიგნის “ნაშუაღამევის ოთხი წუთის” შეძენა, რაც ნამდვილად გასაოცარი ფაქტი იყო ჩემთვის. ეს წიგნი ორ ტომად გაიყო, თითო წიგნში არის ორი მოთხრობა შესული, სულ კი ეს ოთხი მოთხრობისგან შემდგარი (მაგრამ მე მაინც რომანს დავარქმევდი და არა მოთხრობას) კრებულია. თავად ავტორმა ასე გაჰყო, ნაშუაღამევის, პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე წუთი და თითოეულ წუთს თავისი ამბავი მიუძღვნა, რომელიც ამ წიგნში უხვად არის.

ლანგოლიერები ამ კრებულის პირველი მოთხრობაა, ეს არის თვითმფრინავში გამომწყვდეული ადამიანების ჯგუფის ამბავი, რომლებიც პირდაპირ ჯოჯოხეთისკენ მიფრინავენ. შიში, უიმედობის განცდა და რეალური ჯოჯოხეთის მოლოდინი, სტივენის წიგნებიდან თქვენთვის ნაცნობი უნდა იყოს. აქ ეს შეგრძნებები გადაჭარბებულია და უფრო მეტად გაკანკალებს და გაჟრიალებს, ვიდრე ჩვეულებრივ. წარმოიდგინეთ, მიფრინავთ სიცარიელეში, სადაც იცით რომ უეჭველი მოკვდებით! ბევრი თქვენგანი ინატრებდა ბრმად დავბადებულიყავი ეს ყველაფერი რომ არ დამენახაო, მაგრამ ვაი ამ სურვილს, სამაგიეროდ მათი ხმა ორმაგად მისწვდებოდა თქვენს ნორმალურ ადამიანებზე მეტად გამახვილებულ და გაწვრთნილ სმენას. აი ნამდვილი შიში კი მაშინ უნდა გენახათ.

მე ჯერ კიდევ გული გამალებით მიცემს, იმ დროიდან, როცა უკანასკნელი სიტყვები ამიწრიალდა თვალებში. იმ წამიდან, როცა გავაანალიზე რომ დავასრულე პირველი წუთი და სიკვდილს ჩავხედე თვალებში. წიგნის მთავარ გმირს, ბრაიან ენგლს, რომელმაც ახლახან დაასრულა ფრენა და თვითმფრინავი აეროპორტში დასვა, ატყობინებენ რომ მისი მეუღლე გარდაიცვალა. ყოფილი მეუღლე, რომელთანაც ბოლო ორი წლის განმავლობაში კონტაქტი არ ჰქონია, ასე უბრალოდ ავარიაში მოჰყვა, ამისთვის უკვე იმ დღესვე ის თვითმფრინავში არა მფრინავის, არამედ მგზავრის როლსაც ითავსებს და სხვა რეის N29-ზე ადგილს იკავებს. ფრენით გადაღლილს სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ჩაეძინება, სიზმარში ყოფილ ცოლს ნახავს და მალევე ბრმა გოგონას, დაინას ყვირილი აღვიძებს, რომელიც სანამ თვითმფრინავი აფრინდებოდა მანამ შენიშნა. ამ დროს ხდება საოცრება, ნელ-ნელა ყველას, ვინც ეძინა ეღვიძება და ხედავენ რომ მგზავრების უმეტესობა გამქრალია, მათი პირადი ნივთები და ყველაფერი, რაც მათში ჰქონდათ ჩამაგრებული თვითმფრინავშია, ხალხი არა. თვით პილოტები და თვითმფრინავის ეკიპაჟიც კი სადღაც უკვალოდ ქრება. ისმის კითხვა – რატომ? ან როგორ მოხდა ეს? ბანგორამდე თვითმფრინავი სადღაც გაჩერდა და ყველა მგზავრი ჩავიდა მათ გარდა, ვისაც ეძინა თუ რაღაც ხუმრობა, ან ექსპერიმენტის ნაწილნი იყვნენ, რომელსაც მთავრობა აწარმოებდა. ამ კითხვებზე პასუხს კი მხოლოდ მაშინ იღებთ, როცა ბოლოში გადიხართ და ხვდებით, რომ არაფერი არ არის კარგად, რისი იმედიც გქონდათ.

ეს შემაძრწუნებელი და შემზარავი ამბავი, საინტერესოდ ვითარდება და კინგი ისევ ამჟღავნებს თავის გენიოსობას. ამიტომ წაიკითხეთ და გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები, თქვენ ერთ დიდ მფრინავ ობიექტში იქნებით გამომწყვეულები, საიდანაც გასაღწევი გზა არ იქნება. შეიკარით ღვედები, ასაფრენად ვემზადებით!

შემდეგი: ნაშუაღამევის მეორე წუთი – საიდუმლო სარკმელი, საიდუმლო ფანჯარა.

Advertisements

ვისაუბროთ

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s