ორიფლეიმი, როგორც ევროპული ცხოვრების მყარი გარანტი

6785_foto_large

ამ პოსტის წერა, დღევანდელ საქართველოში მიღებული სტერეოტიპებისა და ცუდი დამოკიდებულების პროტესტის გამო გადავწყვიტე. ბევრგან მხვდება დაბრკოლება, კერძოდ რას მოიცავს ეს დაბრკოლება, ადამიანები დარწმუნებულები არიან, რომ მე არასწორ ადგილას მოვხვდი, რომ ჩემი შველაა საჭირო და მე უნდა წამოვიდე ამ კომპანიიდან.

დიახ, თქვენ არ მოგესმათ… მე, ერკე მიდასი, დიდი სიყვარულის ჯადოქარი და მეფე  ერკემიდასისა, ვმუშაობ ორიფლეიმში მენეჯერად, ბევრი უარყოფითი დამოკიდებულება კი არის ჩემი პროტესტის მიზეზი, უამრავის შიში, რომ ეს კომპანია არაფერს მოგცემს, მხოლოდდამხოლოდ ვალებში ჩაგაგდებს და ა.შ. ხშირად მომისმენია ამდაგვარი რამ, როცა მითქვამს რომ ორიფლეიმში ვმუშაობ: “გაყიდვებზე?” “გაყიდვების მენეჯერად ალბათ ჰო?” “ჰმ, რა გინდა ბიჯო მანდ… ტრუხა ბაზარია” და ეს ყველაფერი იმის ფონზე, როცა მე ვხედავ რა “ტრუხა ბაზარიცაა” ორიფლეიმი.

მინდა, ჩემი თვალით დანახულ ორიფლეიმზე მოგითხროთ და არა თქვენი თვალით არდანახულ, მაგრამ სტერეოტიპებით გატენილ და ერთ აზრ ჩამოყალიბებულ ორიფლეიმზე, რომელზეც ერთხმად აცხადებთ, რომ ცუდია. ამ შემთხვევაში კი დამერწმუნეთ, წარმატების უსაზღვროდ დიდ შანსს უშვებთ ხელიდან, ერთი სირთულიდან მეორე სირთულემდე დაძლევის გზას და თქვენ თავებში იმის აღმოჩენას, რომ ძლიერნი ხართ. ამ ძალის აღმოჩენას უშლით ხელს, რადგანაც საკუთარი ნებით ეს არ წარმოჩინდება. გამოწვევა უნდა მიიღოთ, რათა დაინახოთ, აღმოაჩინოთ ძალა თქვენში, რომელიც უსაზღვროა და წახვიდეთ წინ, დაუბრკოლებლად.

ჩემზე გეტყვით, რასაკვირველია ამ კომპანიის პიარ-მენეჯერად არ დავბადებულვარ, არც ვარ საერთოდ პიარ-მენეჯერი. მე მხოლოდ ვამბობ სიმართლეს, ჩემს სიმართლეს, რომელიც მილიონჯერ სჯობს თქვენს არდანახულ სიმართლეს, რითიც მიმაჩნია, რომ თავს იტყუებთ. გირჩევნიათ თვალზე ბინდი აიკრათ, ვიდრე გაწმენდილ და სუფთა გზაზე დახატული ისრები დაინახოთ, რაც წარმატებისკენ გაგიძღვებათ. მეც ისევე ვიჯექი გასაუბრებაზე, როგორც მოვა და იქნება ყველა, ვინც მოხვდება აქ, ჩვენთან, მეც არ მყოლია ნათესავი ამ კომპანიაში და წარმოდგენა არ მქონდა თავიდან რა იყო ორიფლეიმი, მაგრამ როცა გასაუბრებაზე მივედი, სადაც ყველაზე წარმატებულმა ადამიანმა ჩამიტარა გასაუბრება, დასრულებისას კი ჩემ თავს ვკითხე: რატომაც არა? რატომ არ შემიძლია მივაღწიო მის დონეს, მანაც ხომ ისე დაიწყო, როგორც ნებისმიერმა სხვამ, ნულიდან? და დავისახე მიზნად, რომ დამეპყრო უდიდესი მწვერვალები და ამეხდინა ჩემი ოცნებები, რაც კომპანიის შთაგონებაა.

ამოცანას გაგიმარტივებთ და გეტყვით, რომ ყველა ნამდვილად ვერ გახდება წარმატებული, მიუხედავად იმისა, რომ წარმატება ასე ახლოს არის და ასე მარტივია მისთვის ხელის ხლება. მარტივი მხოლოდ მათთვისაა ვინც ცდილობს, ვინც იღწვის, ვინც საკუთარ დროს მსხვერპლად წირავს და საკუთარ ენერგიასაც ამასთან ერთად. წარმატება ერთეულების ხვედრია, ამას კი ის სტერეოტიპებიც დაემატა, რაც საქართველოშია ორიფლეიმის შესახებ. დიახ, მე ვამაყობ ამ კომპანიის თანამშრომლობას… მე ყოველთვის იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ და არასდროს ვკიდებ ხელს იმას, რისი გაკეთებაც შეიძლება არ გამომივიდეს. წარმატების მისაღწევად კიდევ ერთი რამ უნდა გაგაჩნდეთ, იმ საქმის სიყვარული, რასაც აკეთებთ, მერე კი ნამდვილად ვეღარ დაარქმევთ თქვენ მუშაობას საქმეს… მეც ასე დამემართა. შეიძლება ამას სხვა სამუშაოს დაარქმევს, მაგრამ მე იმდენად მსიამოვნებს ოფისში ყოველდღე სიარული, იმდენად მსიამოვნებს იმ ხალხთან ურთიერთობა, ვინც ასევე წარმატებულია და ჩვენი ოფისის თანამშრომელია, რომ იქიდან წამოსვლა აღარ მინდება და რაიმე ახლის გაგების მოლოდინში სულ ყურები აქეთ-იქით მიჭირავს.

იცით, რა არის ადამიანების, თუ მხოლოდ ქართველების ეს არ ვიცი, უდიდესი ნაკლი? ყველაფერს უსმენენ, ყველაფერს იჯერებენ და შემდეგ ეს სტერეოტიპები უშლით ხელს წარმატების მიღწევაში. თუნდაც ჩვენამდე მოსვლაში… კიდევ უმეტესობა არ კადრულობს საქმეს, ურჩევნია სახლში ჯდომა, ფეხი ფეხზე გადადება და ისე რომ შემოვიდეს ფული, მაგრამ ჩემი პირადი გამოცდილებით, თუ გაინტერესებთ რასაკვირველია, გეტყვით, რომ ასე ცხოვრებაში არ ხდება, უნდა იშრომო, უნდა დაიმსახურო, რომ კუთვნილი მიიღო. ცხოვრება სამართლიანია, თითქმის ყოველთვის, ამიტომ იღბალი ხშირ შემთხვევაში ვერ დაგეხმარებათ. უნდა დაიხარჯოთ შესაბამისად, რომ მიიღოთ რაიმე, უფრო ღირებული, რაზეც ოცნებობთ.

DSC_1791+დირექტორისთვის კუთვნილი ერთჯერადი ჩეკი, რომელიც ათას დოლარს შეადგენს, ამასთან ერთად მოგზაურობაც, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში და შენ უკვე იწყებ ისე ცხოვრებას, როგორის სურვილიც გაქვს, როგორიც გსურს, რომ იყოს შენი მომავალი. მე უკვე წარმოსახული მაქვს რას მივაღწევ და რა მელის 5 წლის შემდეგ, სად ვიქნები და სად ვიმოგზაურებ. დიახ, ეს ყველაფერი დღეს, საქართველოში რეალურად ხდება, ვიცნობ ადამიანს, ვისაც აქვს მიღებული ეს ჩეკი, ადამიანებს უფრო სწორედ და ვიცნობ მასაც, ვისი ხელფასიც დიდი ხანია უკვე აღარ არის არც ათასი, ორი ათასი ან თუნდაც ოთხი ათასი ლარი თვეში. მე მსურს მათ მსგავსად, მათ კვალს გავყვე, მსურს მივაღწიო და გავხდე დირექტორიც და მეტიც, ამისთვის კი საკმარისია შრომა, მონდომება, მიზანსწრაფვა და იმის გაკეთება, რაც აუცილებელია. ამ ოთხი კომპონენტის შესრულება და წარმატება გარანტირებულია.

კიდევ ფიქრობთ, რომ ვიტყუები? კიდევ გჯერათ იმ სტერეოტიპების, რაც აქამდე გაბრკოლებდათ banket-oriflameდა ორიფლეიმის სახელის გაგონებაზე ზიზღს ან იმედგაცრუებას გგვრიდათ? მაშინ თამამად გეტყვით, რომ თქვენ ცდებით და თქვენთვის ორიფლეიმი ნამდვილად არ არის. ამ კომპანიის შესაძლებლობების პირველი დღიდანვე ვირწმუნე, დღითიდღე კი უფრო მეტად მემატება რწმენა არა მარტო კომპანიის, არამედ საკუთარი თავისაც, რომ მე ეს შემიძლია. მაგრამ თუ ოდნავ მაინც დაიჯერეთ, თუ გაგიჩნდათ სურვილი მოგზაურობისა და მათ გვერდზე ამ და უფრო მეტ ანაზღაურებიანი ჩეკებით ხელში, მაშინ ეს კომპანია ზუსტად თქვენთვისაა. თქვენი კარი მუდამ ღიაა, რადგან ყოველთვის ვიღებთ გულიან და შრომისმოყვარე ადამიანებს, ასევე ჩვენ საქმეშიც პოზიტივია საჭირო… ალბათ ვიტყოდი ყველაზე მეტად პოზიტივ გვეხმარება ვიყოთ წარმატებულები და გვქონდეს საიმედო მომავალი.

მე მჯერა, თქვენში ჯერ კიდევ დარჩა რაღაც ღირსეული, რაღაც ისეთი, რაც თქვენი რწმენის მიყოლაში დაგეხმარებათ და სიზარმაცით არ გაგატარებინებთ დარჩენილ წლებს. არადა ცოტაა დრო, როცა გგონია რომ ბევრი დრო გაქვს, აი სწორედ მანდ ცდებით! ყოველდღე მაწუხებს ის შეგრძნება, რომ ამდენი შრომის შემდეგ, ან თუნდაც სულ პატარა სიზარმაცის გამო, რასაც დღევანდელი საქმის შესრულება მოსდევს შემდეგ დღეს, მგონია რომ რაღაცას ვერ მოვასწრებ, მგონია ჩაფიქრებულს ვერ მივწვდები და უბრალოდ ბევრ დროს ვკარგავ ტყუილად. თუმცა ზომებსაც ვიღებ, რომ მაქსიმალურად შევამცირო ეს დაკარგული დრო, და თუნდაც სნეული არ ჩავწვე უმოქმედოდ საწოლში…

ერთ-ერთი ყველაზე კარგი და დასაფასებელი ამ კომპანიაში, რაც აღმოვაჩინე, ის არის რომ თანამშრომლებს, ადამიანებს ჯერ კიდევ შერჩათ ადამიანობა, აქ შეხვდები საკმარისზე მეტ ადამიანს, რაც ქუჩაში უმცირესობად იქცევა. ყველა დაინტერესებულია, რომ მიაღწიო წარმატებას და არავინ ფიქრობს შენი დაძირვის ხარჯზე წარმატების მიღწევას. “მოდი იქნებ რაიმე გავუჩალიჩო და გააგდონ სამსახურიდან, ან როგორ გაბედა ჩემ წინ წასვლა, შურს ვიძიებ… ჩემს ადგილს ვერ დაიკავებს, ყველაფერს გავაკეთებ იმ ადგილის დასაკავებლად” და ათასი არასასურველი ფიქრი, როცა ტრადიციულ სამსახურში ხარ. იქ კიბეებიდან დაგორებასაც უნდა მოელოდო და ტვინში ტყვიის დაჭედებას, რომ კონკურენცია მოიშოროს. ყველაფერი ისეთი საშინელია, ისეთ სტრესში ხარ, რომ იქ მუშაობა დილიდან საღამომდე უკვე ჩემი პრეროგატივა დიდი ხანია აღარ არის. მე აქ თავს კარგად ვგრძნობ, ყველას ვუყვარვარ და დაინტერესებულია, რომ გავიზარდო კარიერულად და მივიღო 900 ლარი და იმაზე მეტი ვიდრე დირექტორს. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ აქ ზრუნავენ შენს ინტერესებზე.

ერთ კითხვას დავსვამ და მინდა საკუთარ თავებში ღრმად ჩაიხედოთ და ჩაუღრმავდეთ: აქ თუ მეტ დროს დაუთმობ საქმეს გარანტირებული გაქვს გაიზარდო უფრო მალე, ვიდრე მოსალოდნელია, მაგრამ იქ სადაც 9-დან ექვამდე 300 ლარზე გიწევს მუშაობა, რამდენი დროც არ უნდა დაუთმოთ ზედმეტად, რამხელა ყურადღებაც არ უნდა გამოიჩინოთ საქმისადმი, თუნდაც ორი და სამი დღე გადაბმულად იმუშაოთ, თქვენი ანაზღაურება შეიცვლება?

ორიფლეიმში არ გყავთ უფროსი, ვინც მიგითითებთ როდის და რა გააკეთოთ, გყავთ მხოლოდ მრჩეველი, ვინც გეტყვის იმას, რაც შენთვისაა უკეთესი და აქ ყველა ერთი ადამიანის წარმატებაზე ზრუნავს. ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს ტრუხა ბაზარია, ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს ტყუილია და არაფერი გამოდის. რა თქმა უნდა, ის ხალხი, ვისაც წარმატებას არც კი მიუღწევია ის გეტყვით, რომ არაფერი გამოგივა. ისინი, ვინც არ ცდილობდნენ და არც კი სურდათ წარმატების მიღწევა, იტყვიან რომ არაფერი გამოდის აქ, თუმცა ამით მხოლოდ ის გამოდის რომ სხვას, ვისაც არ აქვს იმდენი ძალა, უამრავ აზრთა შორის საკუთარი შინაგანი ხმა გაიგონ და მას მიყვნენ, ისინი გაჩერდებიან და უკან წავლენ, ბოღმიანი და წარუმატებელი ხალხი კი თავის საქმეს შეასრულებს.

chek

ადამიანი, ვინც ამბობს, რომ მას შეუძლია და ადამიანი ვინც ამბობს, რომ მას არ შეუძლია, ორივე მართალია. ადამიანის შესაძლებლობის ზღვარი, გადის მისივე შიშზე, წინსვლის და ახლის გაცნობის შიშზე, რომელიც მთავარი ფაქტორი აღმოჩნდება ხოლმე ადამიანის ცხოვრებაში, თუმცა როგორც ხედავთ სურათზე გამოსახულ ხალხს ეს გამოუვიდათ, რატომ ფიქრობთ რომ თქვენ რამით განსხვავდებით მათგან? მე სრულებით არ ვფიქრობ ასე. მათ თუ შეძლეს, მეც შევძლებ ამის გარანტიას ვაძლევ საკუთარ თავს.

კომპანია ორიფლეიმი ევროპულად მოგაწყობთ და თავს ევროპელად გაგრძნობინებთ, რადგან შეგეძლებათ, როცა მოგესურვებათ მაშინ დაისვენოთ, როცა გინდათ, მაშინ იმუშავოთ, დაგეგმოთ თქვენი ცხოვრება და შეათავსოთ კარიერა და პირადი ცხოვრება ერთმანეთს, ისე რომ არც ერთი დაზარალდეს. ეს საოცარია! ამასთან ერთად იმოგზაუროთ ნებისმიერ ქვეყანაში უფასოდ და იყოთ წარმატებული თქვენ საქმეში. გიყვარდეთ, რასაც აკეთებთ… თქვენ დაჯილდოვდებით.

და ბოლოს ერთ-ერთი წარმატებული ადამიანის და სამაგალითო პიროვნების ნათქვამს მოვიშველიებ, რომელსაც არ არსებობს სადმე წავიდე და ვინმეს არ ვუთხრა, ეს ადამიანი კი კომპანია ორიფლეიმმა გამაცნო… წარმომიდგენია როგორი სხვანაირი იქნებოდა იმ ხალხის გაცნობის გარეშე ჩემი ცხოვრება, ვინც გავიცანი ახლა და ვისთანაც ყოველდღიურად მაქვს ურთიერთობა.

“ადამიანი ერთი წელი, ბომჟებთან რომ ჩააგდო, მთელი ეს დრო მათ რომ უყუროს, არ არსებობს იმ ერთი წლის განმავლობაში რაიმეთი მაინც არ დაემსგავსოს მას, მაგრამ როცა ადამიანი ატარებს ერთ წელს წარმატებულ ადამიანებთან, როცა უყურებს მათ, უსმენს მათ საუბარს და ცდილობს გაიმეოროს რასაც ისინი აკეთებენ, ის ბოლოს აუცილებლად წარმატებული ადამიანი ხდება და უნებლიეთ ბაძავს მის გარშემომყოფებს, ვინც უკვე მიაღწია წარმატებას.”

მეც თქვენ წარმატებას გისურვებთ, როგორც ჩვენთან, ისევე სხვაგან, სადაც არ უნდა იყოთ… ვინც დაინტერესდით და უფრო მეტის გაგების სურვილი გაქვთ, კი იცით როგორც და სადაც უნდა მომძებნოთ…. სიყვარულით ერკე.

Advertisements

ვისაუბროთ

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s