მიხაილ ბულგაკოვი – ოსტატი და მარგარიტა

300x430_1414155439_-_1139a25c914f5f18872f8f03e72df79eარასდროს იცი, საითკენ მიგაქანებს ცხოვრების კვალი, ის მთვარის ბილიკი, რომელიც უეცრად შენი საძინებლის ფანჯარასთან გაჩნდება და მისკენ ატოტება მოგინდება, ფეხის შედგომა. ვერსაიდან იგებ, რამდენი ტკივილი და ტანჯვა უნდა გამოიარო, ამ ისედაც ნაწამებ ქალმა და ცხოვრების მანძილზე, რამდენი გერგება ბედნიერების წილი მთელ სატანჯვეთში.

რა არის ამ წიგნის ხიბლი? დიადი ძალის შეგრძნება და ამავდროულად ზუსტად გადმოცემული ყოველი სიტყვა, შემზარავად რომ დაგიფრიალებს ტანში და შენც განაწამებს გაგანათლებს, თუ სიტყვები, რომელიც დაწერილ იქნა და ამ სიტყვებმა უბრალოდ შფოთი, დარწმუნებულობა და ეჭვიც კი არ აღგვიძრა, რომ ის ნამდვილად ასე მოხდა. მარგარიტა ერთი უბრალო ქალია, უბრალო ფიქრებითა და ოცნებებით, მისი სიყვარულის უნარით და ტკბილ-მწარე ცხოვრების უღელში გახვეული, თავისი ქმრითურთ, მაგრამ მას აქვს ოცნებები, როგორც უკვე ვახსენე, ოცნება, რომელიც ერთ მამაკაცს, სიყვარულით დანისლულ და გულდამწვარ მამაკაცს უკავშირდებოდა, ვისკენაც თავადვე მიილტვოდა და მზად იყო სიღარიბის უღელშიც მასთან ერთად მომკვდარიყო, წასულიყო შორს, ოღონდ თავის საყვარელ ოსტატთან ყოფილიყო და გულდამძიმებულს შვება მოეგვარა სანდომიანი და ნაცნობი თვალების ყურებას.

მთელი გულისყური ამ ნაწარმოებისთვის მქონდა მიპყრობილი. არც მსურდა მალე მორჩენილიყო და როგორც შემეძლო ვწელავდი, უკეთესად რომ ჩავწმდომოდი მის სიდიადეს და მთლიანად შევნისლულიყავი ამ რომანში. შემზარავი ფაქტების შემყურე ტანში რომ გცრის და საშინლად, რომ გიბრუის თავში, გიტრიალებს მხოლოდ ის სცენა და ტვინიდან ვერ იგდებ, ფიქრობ საიდან და როგორ აღწევს შენი ტვინის ხვეულებში და როგორ ილექება, ღრმად ამ მეხსიერებაში. როგორ? გენიალურია!

თამამად ვაცხადებ ყველაზე შემზარავი და შემაძრწუნებელი, საზარელი, მაგრამ გენიალური ნაწარმოებია. საზარელს მასში მოთხრობილი ამბები ხდის, ჩვენი მთავარი პერსონაჟების, ოსტატისა და მარგარიტას ცხოვრებაში რომ ხდება და მოსკოვს სტუმრებული, დიადი შავი მაგიის ოსტატი ვოლანდი, რომელიც საერთოდაც არ მალავს მის ვინაობას და სატანისეულ კლანჭებს პირდაპირ ღრმად ასობს შემხვედრთ. და, როგორც ცოცხალი მოწმენი, ჩვენ ვხედავთ, როგორ მიაბიჯებენ მთვარის ბილიკზე, ზევით-ზევით მიმავალი ახალგაზრდა ყმაწვილი, მის გვერდით მავალი სისხლისფერქობიანი მოსასხამითურთ ტკივილნარევი იმედის მატარებელი – პონტოელი პილატე!

პ.ს. ეს გენიალური ნაწარმოები, ყველას შეგიძლიათ პალიტრას ბიბლიოთეკაში, 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ, ნახოთ…

Advertisements

ვისაუბროთ

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s