სტრუგაცკები – მართლა “ძნელია ღმერთობა”

shop_product_image_138766“ადამიანის არსი ყველაფერთან შეგუების განსაცვიფრებელი უნარია. ამქვეყნად არაფერია ისეთი, რასაც ადამიანი ვერ შეეჩვევა. არც ცხენს, არც ძაღლს, არც თაგვს ამის უნარი არ გააჩნიათ. ღმერთი, როცა ადამიანს ქმნიდა, ალბათ ხვდებოდა, რა ტანჯვისთვისაც იმეტებდა და ძალისა და მოთმინების ულევი მარაგი მისცა. ძნელი სათქმელია, კარგია ეს თუ ცუდი. ადამიანი ასეთი მომთმენი და ამტანი რომ არ ყოფილიყო, კეთილი ხალხი დიდი ხნის წინ გადაშენდებოდა და ამქვეყნად მხოლოდ ბოროტები და უგულოები დარჩებოდნენ. მეორე მხრივ, მოთმინებისა და შეგუების ჩვევა ადამიანს პირუტყვად აქცევს, რომელიც, გარდა აგებულებისა, არაფრით განსხვავდება ცხოველებისგან და ამასთან, მათზე გაცილებით უმწეოა. და ყოველი დღე ბოროტებისა და ძალადობის ახალ-ახალ საშინელებას შობს.” – ექიმი ბუდახის სიტყვებით დავიწყებ, სხვაგვარად არ შემიძლია, რადგან ამ სიტყვებმა და კიდევ რამდენიმე დიალოგმა ისე მომხიბლა ვერ წარმოვიდგენდი ასეთ გენიალურ შედევრს თუ წავაწყდებოდი, როგორიც “ძნელია ღმერთობა” იყო!

რა მეთქმის ამ წიგნზე, ბევრი სტერეოტიპების დამმსხვრევადი წიგნია, არა მარტო ეს, არამედ კიდევ ბევრი სხვა, მაგრამ ახლა ამაზე მაქვს საუბარი. ვიცი, რომ მკითხველი, ქართველი ან თუნდაც უცხოელი მკითხველი, ადრე ძალიან სკეპტიკურად უყურებდა ამ ჟანრს, ახლაც ნაწილობრივ სიმართლეა და ესე ხდება მამების თაობაში უფრო მეტად. მათი აზრით, რადგანაც ფანტასტიკაა ესე იგი სისულელეა. მაგრამ ვაი, რომ ცდებიან!

კლასიკა “ოსტატი და მარგარიტა”, რომელიც აუცილებელ წაკითხვად წიგნად ითვლება, ფანტასტიკაა, მაშ რა აქცევს წიგნს წაკითხვად, ან არწაკითხვად წიგნად? ვფიქრობ ამის ფაქტორი ბევრია. მაგრამ უმეტესწილად კი იმის შიში, რომ ფანტასტიკა ვერაფერს გასწავლის, ან ხომ არ ფიქრობთ ფანტასტიკა არარსებულ ფაქტორებზე ამახვილებს ყურადღებას? არა! ფანტასტიკის მთავარი კვლევის საგანი პირველ რიგში, რომ ადამიანია და არა რობოტები, მომავალი ან სხვა პლანეტის აღწერა. ჯერ ადამიანი, შემდეგ დანარჩენი უბრალოდ დამხმარე ფაქტორებია მწერლის ფანტაზიის…

ფანტასტიკა არის ძველი, თუმცა ჩვენთვის ახალი მოძღვრება, რომელიც საქართველოში მცირე რაოდენობით იყო. ეს სიამოვნება კი ჩვენმა გამომცემლობამ “წიგნები ბათუმში”-მ არ მოგვაკლო და დაიწყო შესანიშნავი წიგნების თარგმნა.

“ძნელია ღმერთობა” არის წიგნი ადამიანის მაქსიმალურ შესაძლებლობებზე, თავად ადამიანზე, უცხო სამყაროში გადაფრენილ ადამიანთა ჯგუფზე. დედამიწელს უცხოელები ღმერთად მიიჩნევენ, რთულ მისიას დააკისრებენ, ადამიანისთვის შეუძლებელს, წარმოუდგენელს, თუმცა ძალიან მაცდურ მისიას. ნახავთ ღმერთადქცევის შემდეგ როგორ იქცევა ადამიანი, როგორ ფიქრობს “ღმერთივით”, მაგრმა მაინც “ადამიანივით”. საკუთარი ძალაუფლების მსხვერპლადქცევის საშიშროების წინაშე მდგომ დონ რუმატას მივადევნებთ თვალს და ვიგრძნობთ რას ნიშნავს იყო ღმერთი. საინტერესო სიუჟეტი, დაძაბული და ჩახლართული მონაკვეთები, რომელიც წიგნისთვის თავის დანებებას გადაგაფიქრებინებთ. შეუძლებელია არ გაეხვიოთ არკანარის სამყაროში მთლიანად და წიგნში არ შეიჭრათ.

მთელი რომანი ადამიანის შეუძლებელ შესაძლებლობებზეა, რასაც რაღაც საკითხებზე ფიქრთან მიჰყავს. ადამიანის დაბრკოლებებზე, რის გამოც ვერ გახდება ღმერთი და რის გამოც ჰქვია სწორედ ადამიანი. შეუსრულებელ მოვალეობებზე და ალტერ ეგოს დაუძლეველ სურვილზე, გახდე ღმერთი. ადამიანი ხომ ყოველთვის ღმერთამდე მიიწევს, სურს ღმერთად გახდომა, სხვა ადამიანზე ზემოდ ყოფნა და ეს იმდენად აქვს გამჯდარი სისხლში, გონებაში, რომ არასდროს იტყვის უარს ღმერთობაზე, თუნდაც უსამართლოდ გაღმერთებული ყოფილიყოს.

გაღმერთების პერსპექტივა სიგიჟეა. წაიკითხეთ, კიდევ ჩათვლით რომ ფანტასტიკა არად ჩასაგდებია?

უბრალოდ წაიკითხეთ.

წიგნის დღეებზე (26-29 ნოემბერი) ამ წიგნის შეძენა, უფრო იაფადაც შეგეძლებათ. იჩქარეთ, წაიკითხეთ, ისიამოვნეთ…

წარმატებებს გისურვებთ.

ერკე მიდასი

Advertisements

ვისაუბროთ

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s