ყველა დროის უდიდესი მაგი – მერლინი

The-Greatest-King-Wallpaper-arthur-and-gwen-24782719-1280-800

არასდროს… თუ სიმართლეს ვიტყვი… არასდროს არ მომწონდა ჩემი ძმის გემოვნება, ფილმებისა და სერიალების განხრით. მე ყოველთვის ჩემთვის “ვუბერამდი” და ჩემი გემოვნებით ვუყურებდი, ის კი თავისას ჩართავდა ხოლმე და ერთმანეთის რჩევით მიცემულ ფილმებს, არასდროს ვითვალისწინებდით. ზუსტად ასე იყო. მას მოსწონდა ჩინური და იაპონური ფილმები – ხშირად. ჩართავდა ხოლმე და ხანდახან იმითაც მაძულებდა ფილმს, ძალით რომ დამსვავდა (ხათრს ვერ ვუტეხდი) და რაღაც ნაწილს მაყურებინებდა ხოლმე, ჩხუბს, კარატის ილეთბს როგორ იყენებს მთავარი გმირი და ა.შ. მაგრამ ამ ყველაფერს უინტერესოდ ვუყურებდი, ის კი არ უყურებდა ისეთ ფილმებს, რომლებსაც მე. სასიყვარულო, დრამას, ფანტასტიკის ჟანრში რაღაც გენიალური აზრის მატარებელ ფილმებს, რომელსაც ვერასდროს ხვდებოდა. არ უყურებდა თუნდაც მოდილიანის შესახებ გადაღებულ ფილმს, იმ სერიალებს, რასაც მე ვუყურებდი, სტივენ კინგის წიგნების მიხედვით გადაღებულს და არა მარტო.

მოკლედ, გემოვნებაში სრულიად განვსხვავდებოდით, სანამ….

სანამ არ მოხდა უნიკალური შემთხვევა. უბრალოდ შემომთავაზა ამ სერიალის ყურება, არ დამაძალა, რაც პირველად მოხდა. მხოლოდ მითხრა, ერთ სერიას უყურე და მერე გადაწყვიტე განაგრძობ, თუ არაო. ასე მოხდა. ვუყურეთ, თავიდან არც ისე საინტერესო იყო, მაგრამ მერე მოხდა… შოკი… ყოველთვის ასე მემართება ხოლმე. მერე გავაგრძელეთ, მეორეც ჩავრთე, აი მეორეს შემდეგ კი ყველაფერი თავისით წავიდა.

მერლინი… ყველა დროის უდიდესი მაგი, რომელიც ოდესმე მინახავს. არაფერს ვნანობ, იმ ერთად გატარებულ დროს, რაც მე მის ყურებაში გავატარე, რაც მიცინია და მიტირია, ან განმიცდია, ბოროტი ჯადოქრები მილანძღავს და თქვენ წარმოიდგინეთ ისეთი ემოციური ფილმი იყო და ისე მოქმედებდა ჩემზე, რომ ხმამაღლაც კი გავყვიროდი (თითქოს გაიგებდა), მანდ არ წახვიდე, ან ის არ გააკეთო, ესე არ მოიქცე-მეთქი. უძლური ვიყავი და ეს მიღებდა ბოლოს, მაგრამ სერიალში გაზავებული სასაცილო ელემენტებიც ნამდვილად არ მტოვებდა გულგრილს.

ვერ წარმოვიდგენდი და ვერც კი ვგრძნობდი, როგორ მეპარებოდა ნელ-ნელა გრძნობები ამ ადამიანის მიმართ. როგორ მომწონდა მისი შესრულება, მისი კეთილი გული და მიუხედავად იმისა, რომ ის იყო, უდიდესი ჯადColin_Morgan-1ოქარი, ყველაზე ძლიერი ადამიანი მთელს კამელოტში და მთელ იმ სამყაროში, ის მაინც არ ნებდებოდა ბოროტებას და უბრალოდ არ ეხვეოდა ბურუსში, როგორც სხვა ჯადოქრებს და არაჯადოქრებს მოსდიოდათ. ეხვეოდნენ შურისძიების საბურველში და მისგან თავის დახსნაზე ფიქრიც არ იყო – არასდროს!

მისი თვისებები, რომ მზად იყო ყოველთვის ყველას დახმარებოდა, ვისაც მეგობრად თვლიდა. ყოველთვის მოთმინებით იყო განმსჭვალული, მეფის ერთგული და მისი მეგობარი, რომლის დამცირებასაც და ხუმრობებსაც იტანდა და აიტანდა კიდეც ყოველთვის. მერე რა, რომ მეფემ არ იცოდა მასზე ის რომ ჯადოქარი იყო. მერე რა, რომ მთელი სამეფო კამელოტი წინააღმდეგი იყო მაგიის და ყველა მაგს სიკვდილით სჯიდნენ, ვინც კი უბრალოდ მოხვდებოდა სამეფოში, ან რაიმე ზიანს მიაყენებდა მეფეს, ან მის სამეფოს. დაემუქრებოდა და განხორციელებასაც შეუდგებოდა. მერლინში მომწონდა და მთლიანად მიპყრობდა ერთგულება, გულწრფელი მეგობრობა და მიუხედავად განუსაზღვრელი ძალისა და იმის მიუხედავად, რომ მისნაირებს სჯიდნენ და ხოცავდნენ, ის მაინც მეფის გვერდით იყო, ყველაზე ახლოს, ყოველთვის ეხმარებოდა და არ ნებდებოდა შურისძიების ცეცხლს.

შურისძიება მარადიული ვერ იქნება… შურისძიებას ყოველთვის ამარცხებს საღი გონებით მოქმედი, სიკეთე და სიყვარული. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ბედისწერაში, სიყვარულის ძალაში და იმაში, რომ რაც არ უნდა მოხდეს, თუ ცდი და თუ იღწვი ერთი კონკრეტული მიზნისკენ, მთები გვერდზე გადადგებიან და გზას დაგითმობენ, რომ შენ გაიარო.

tumblr_static_merthurმომწონდა ეს წყვილი, საუკეთესონი იყვნენ… მომწონდა მათი მოქმედება, სიბრძნე, ღირებულებები რაც ჰქონდათ და ვერასდროს დავივიწყებ, შეიძლება კიდევ ვუყურო თავიდან და ისევ ვისიამოვნო, დავტკბე. შოკირებული დამტოვა, სრულდებოდა, მაგრამ არ მინდოდა დასრულებულიყო. ეს სერიალი, კარგი წიგნივით იყო, რომლის კითხვისასაც ბევრ რამეზე ახელ თვალს, ბევრ რამეს ხვდები და თან არ გინდა, რომ დასრულდეს.

დასრულდა და ჩემი ემოციები დარჩა. დასრულდა და გაჰყვა ჩემი ნდომა და სურვილი, მაგრამ ისინი მაინც სამარადისოდ ჩემში იცხოვრებენ, რატომ? კიდევ მეკითხები რატომ? მაინც ბოლომდე გავშიფრავ ამ წყვილს, ანუ იმას თუ რას ნიშნავენ ისინი ჩემთვის და რატომ მომხიბლა ასე ძალიან…

ბოლომდე მომყევით.

ჯერ არტურის მამით დაიწყო ყველაფერი, არასდროს მომწონდა, არ იყო სამეფოს ღირსი, არ იყო მეფობის ღირსი, რადგან ცივი გონებით იღებდა გადაწყვეტილებებს და მისი ყოველთვის ეშინოდა, ყველას გარდა შვილისა, რა თქმა უნდა. ვერ ბედავდნენ წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ ერთად შეკრული მტერი მაინც ბედავდა ამ ყველაფერს. კამელოტი ძლიერი იყო, მეფის დამსახურებით, მაგრამ არ მომწონდა მეფის სტილი, მისი მართვა… არ მომწონდა ის გადაწყვეტილებები, რასაც ყოველთვის იღებდა და მას უბრალოდ ვთვლიდი მეფედ, რომელსაც არ სურდა იმის გაგონება, რომ ვინმესთვის რაიმე ეპატიებინა, თავს ძლიერად ამჟღავნებდა, მაგრამ გულის სიღრმეში ისევ ის დაუცველი პატარა ბავშვი იყო, შუაგულ ტყეში მარტო რომ დატოვებ. გარეგნული სიძლიერე, არ ნიშნავს ძალას, ის შიგნიდან უნდა მოდიოდეს და ძალა – ეს სიყვარულია, რომელიც უტერ პენდრაგონს ნამდვილად არ ჰქონდა.

სამეფოში ჯადოქრობა იყო აკრძალული, მათ კლავდნენ, ხოცავდნენ, მერლინი კი მაშინ გამოჩნდა, სიმშვიდის ჟამს, როცა ყველაფერი თითქოს დალაგებული იყო, მაგრამ ის აღმოაჩენს, ის გაიგებს. ის ნახავს დრაკონს, რომელიც დატყვევებული ჰყავს მეფეს, ნახავს ადამიანებს, შურისძიების წყურვილით სავსეს, ნახავს ბოროტ ჯადოქრებს, შავ მაგიას, მაგრამ მერლინი არ ჰგავდა ყველას. ის სხვანაირი იყო, მას სწამდა, მას სჯეროდა არტურის და მისი ბედისწერის, რომ ერთ დღეს არტური ალბიონს გააერთიანებდა…

კმაყოფილი ვარ. ამჯერად ნამდვილად კმაყოფილი ვარ და ჩემ ძმასთან ვალში ვარ, ასეთი კარგი სერიალის ყურება რომ დამაწყებინა და არც შევმცდარვარ, არც ვნანობ. უბრალოდ მიყვარს ეს სერიალი და ყველა სერიაში რაღაც ბრძნულს ვხედავდი, მხოლოდ კადრებს არა, არამედ ბრძნულ ეპიზოდებს, სიყვარულის ძალას, მეგობრობის ძალას, სიკეთის ძალას ვხედავდი, თუ როგორ იმარჯვებდა სიკეთე, როგორ ტყდებოდა ბოროტება ასანთის ღერივით და არაფრის გამოსვლის მიუხედავად არ ნებდებოდა.

ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, თუ რატომ იმარჯვებს ყოველთვის სიკეთე… სიკეთე, ეს ხომ სიყვარულის სიძლიერის ნიშანია, კეთილ ხალხს გვერდში ყოველთვის უდგას ისეთი ადამიანები, ვისაც ისინი უყვართ, ვინც აფასებს და პატივს სცემს მის პიროვნებას. ბოროტს? ბოროტებას მხოლოდ საერთო მიზნები აერთიანებს, საერთო მტერი, სიცოცხლის განადგურება, მაგრამ ბოროტება სიყვარულის წინააღმდეგ ვერასდროს გაიმარჯვებს. სადაც სიყვარულია, იქ კედლები ყოველთვის ძლიერია. უსიყვარულოდ კი ჩამონგრეულ კედლებს და ხვრელებს, საიდანაც შეღწევა შეიძლება – ყოველთვის მიაგნებ და დაიმორჩილებ მტერს.

სწორედ ხომ სიყვარული გვაიძულებს ვიზრუნოთ ერთმანეთზე და არავითარ შემთხვევაში არ მივატოვოთ იგი? სიყვარული გვაძლებინებს და გვაცოცხლებს. სიყვარულისთვის ბრძოლა ყოველთვის დიდ პატივად მიგვაჩნია და ყოველთვის ცოცხლები გამოვდივართ ბრძოლიდან. თუ ფიზიკურად არა, ცოცხლები ვართ ადამიანთა მეხსიერებაში, ადამიანთა ფიქრებში სამუდამოდ. სიყვარული ისეთი ძალაა, რასაც ვერავინ ვერ ამჩნევს, მაგრამ აშკარად გმატებს მეტ სიმამაცეს და გამბედაობას მტრის წინაშე. უკანასკნელი ლაჩარიც კი აღმართავს ხმალს ურიცხვი ლაშქარის წინაშე, როცა საქმე მისი სიყვარულის დაცვას ეხება, იმ ადამიანის დაცვას, ვინც უყვარს.

ამ შემთხვევაში, გასაჭირში მყოფ “მეგობარს” შურისმაძიებელი ადამიანი რას გაუკეთებს? იქვე მიატოვებს და არც შეაწუხებს სინდისი სიკვდილისთვის, რომ გაწირა.

გვარი – პენდრაგონი – დრაკონის თავიანს ნიშნავს, აქაც შემთხვევითი არ არის, რომ კამელოტს სწორედ უტერ პენდრაგონი, შემდეგში კი არტურ პენდრაგონი მართავენ. არტური კი მამისგან ისე განსხვავდება, როგორც დღე ღამისგან. მისი გადაწყვეტილებები ყოველთვის სჯობდა მამისას და ის ბრმად არ გასცემდა ბრძანებებს. გაგიკვირდებათ თუ როგორ განსხვავდებოდნენ მამა-შვილი ერთმანეთისგან, მეც მიკვირდა, თუმცა ნამდვილად არ იყო გასაკვირი. უფრო მოწყალე, უფრო ჭკვიანი და სულიერად ძლიერი ადამიანი იყო არტური. ბრძოლის არც შიში ჰქონდა, ჯარისკაცებს (მისთვის მეგობრებს) ყოველთვის მიუძღოდა ბრძოლაში წინ და ერთი ნაბიჯითაც არ იხევდა უკან.

რაღაცით დავით აღმაშენებლის მეფობას თუ შევადარებდი, მის გამბედაობას და სიმამაცეს…

ba630bdaca175536e5fb0b6593f7b4d7მისი ხმალი… ხმალი კი, რომელიც დრაკონის სუნთქვით იყო გამოჭედილი, ექსკალიბური (იგივე ექს-ხალიბური, რაც პირდაპირ რომ ვთარგმნოთ, სწორედ ხალიბების ნაქონს ნიშნავს. ხალიბთა ტომი კი ძველი იბერიელები იყვნენ, რითიც მეცნიერები და მკვლევარები ადასტურებენ, რომ არტურის ხმალი გამოჭედილი იყო საქართველოში, ქართველის მიერ და არტურიც შესაძლოა ქართველი ყოფილიყო. ხმალი ნამდვილად არსებობდა) ჩემთვის სიძლიერის სიმბოლო იყო, იმ სიძლიერის, რასაც სიყვარული ჰქვია. მხოლოდ არტურს შეეძლო ის, სწორად გამოეყენებინა, ვინმე არასწორის ხელში კი ხმალი ბოროტების იარაღად შეიძლებოდა ქცეულიყო.

ამიტომაც, სწორედ ეს ხმალი იყო არტურის პიროვნების საბოლოოდ დამადასტურებელი, რომ მასში ეჭვი არ შემპარვოდა. ხმალს კი სიყვარულის სიმბოლოდაც ასევე მივიჩნევ. უძლეველ ექსკალიბურს, შეეძლო არტურს მსახურებოდა ყოველთვის, მან შეძლო და ამოიღო ის ქვიდან, რაც ბედისწერის კიდევ ერთი დამადასტურებელი არგუმენტი იყო. რაც დაწერილია, ის არ აგცდება, აუცილებლად მოხდება და ამას ვერავინ შეცვლის. თუ ცდილობ და შრომობ, თუ ყოველთვის გაქვს მცდელობა იმაზე უკეთესი და ძლიერი იყო, ვიდრე იყავი გუშინ – ეს აუცილებლად მოხდება.

საბოლოოდ ყველას შრომა ფასდება, როგორც არ უნდა მოხდეს ეს. საბოლოოდ ყველას ხედავენ, რა მნიშვნელობა აქვს რა სიტუაციაში?! მერლინსაც დაუდგა ეს დრო… მერლინის ღვაწლმაც გამოიღო შედეგი და რაც მის პიროვნებაში კიდევ მხიბლავდა და მაგიჟებდა გულწრფელობის და უდიდესი სიყვარულის გარდა, იყო ის რომ – რასაც აკეთებდა, არტურის დაცვასა და მისი სიცოცხლის შენარჩუნებაზე ვამბობ, აკეთებდა არა იმიტომ, რომ მისი შრომა დაეფასებინათ და ექოთ ამისთვის, როგორც ადამიანთა უმრავლესობა იქცევა, არამედ იმიტომ რომ მისი მეგობრები, ნამდვილი მეგობრები ცოცხლები ყოფილიყვნენ, იმიტომ რომ გადაერჩინა ისინი…

არ ინანებთ ვფიქრობ. ხშირი არ არის მერლინისნაირი ადამიანები, და არც არის ეს სერიალი ფანტასტიკა ან ზღაპარი. ბევრ რამეს დაგანახებთ, გასწავლით. ასევე მიგახვედრებთ იმას, რომ მთავარი მაგია, ყველაზე ძლიერი ჯადოქრობა, რაც კი ამ სამყაროში არსებობს – ეს სიყვარულია!

სიყვარული კი ღმერთი…

და სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე – საბოლოოდ.

caliburn___fate_stay_night_by_claude01

Advertisements

2 thoughts on “ყველა დროის უდიდესი მაგი – მერლინი

ვისაუბროთ

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s