სიკვდილით განკურნება – ანუ ერკე დაბრუნდა

shop_product_image_161283ერკე დაბრუნდა, ცოტა არ იყოს დიდი შვებულების აღება გამომივიდა და იმედია მომიტევებთ, ლიბერთინსელებო და ჩემო ძვირფასო მკითხველნო. სწავლის დაწყება ყოველთვის წიგნთან დიდი ხნით დამარტოხელებას ნამდვილად უშლის ხელს, რაც მაღიზიანებს და მაგიჟებს ხოლმე, მაგრამ მოთმინებით ვიტანდი და ბოღმას ყველა უნივერსიტეტდამთავრებულზე და უსაქმურად ფეხი-ფეხზე გადადებულ, უკვე “გაზრდილ” უსაქმურ კაცზე არ ვანთხევდი.

ყველაზე მეტად მინდოდა დრო, მჭირდებოდა და ვერ მოვახერხე.

მაინც… ვცდილობდი და ყოველთვის თან დამქონდა ლექციებზე ეს არაჩვეულებრივი, შოკისმომგვრელი ტრილოგიის მესამე წიგნი, და კუს ნაბიჯებით მივიწევდი წინ. მიხარია, ბოლოში რომ გავედი და თქვენთვის ბევრი რამ მაქვს მოსაყოლი.. ძალიან ძალიან ბევრი.

თომასი, მინჰო, ნიუტი, კარდალი, გალი, ბრენდა, ხორხე, ტერეზა და კიდევ სხვა დანარჩენებიც ალბათ გახსოვთ! კი, ნამდვილად გახსოვთ, ამას თქვენ აღფრთოვანებულ სახეებზე ვკითხულობ, ვხედავ ყველაფერს. მე ხომ ჟამთააღმწერელი ვარ და თვალები ყველგან მაქვს. მოკლედ, დავიწყე თუ არა კითხვა ვერ მოვწყდი (მიუხედავად იმისა, რომ მაინც მალე მოვწყდი, ასი გვერდი ისე წავიკითხე ვერც ვიგრძენი). მივხვდი საქმე, რასთანაც მქონდა. ისევ თომასი, მინჰო, ისევ მათი თავგადასავლები, მომნატრებიან კიდეც ვიგრძენი და ნოსტალგიის ცრემლმაც გადმოჟონა.

არარეალურ, გამოგონებულ სამყაროში, ელვარებით დაინფიცირებულ დედამიწაზე, სადაც ყველაფერი გადამწვარია ერთ მხარეს, ხოლო დედამიწის მეორე მხარეს კი მუდმივი ყინვაა, იფიქრებთ, რომ დედამიწამ ბრუნვა შეწყვიტა, მხოლოდ ნაწილი გადაბუგა მზემ, ნაწილი კი ყინვამ მოიცვა, რატომ მოხდა ასე? იქნებ მზემაც კი შეწყვიტა ფუნქციონირება, მზეც კი გაჩერდა და ადამიანებს კი აღარ ათბობდა, არამედ მხოლოდ თავისთვის იყო და ისევ ფეთქდებოდა. რატომ ფეთქდებოდა არ გიკვირთ? იქნებ ჩვენზე იყო გაბრაზებული მზეც, იქნებ ჩვენი ისტორიის შემდეგ, როცა გვაკვირდებოდა, ყველაფერს ვერ გაუძლო და ის დროც მოვიდა, აფეთქების, რაც ერთ მოთხრობაში მეც დავწერე. ყოველ შემთხვევაში დავწერე მანამდე, სანამ ეს მოხდებოდა და ვიცი, რომ ახლაც ბრაზობს, ჩვენი ყოფაქცევის გამო, მაგრამ ყველაფერს აკეთებს, თავს იკავებს რომ უდანაშაულონი მაინც არ ამოიბუგონ, თუმცა როდემდე შეძლებს ამას?

მესამე ნაწილი, მესამე მისია დაიწყო. დაიწყო ახალი ერა გამოცდის, რასაც საბოლოოდ უნდა გადაეწყვიტა მოსახლეობის ბედი, რასაც მხოლოდდამხოლოდ ჩვენ უნდა გადავერჩინეთ, მაგრამ… აქაც მაგრამ… საცდელებს საბოლოოდ სიმართლის გარკვევაში უნდა დაეხმარონ, ყოველშემთხვევაში უკეთური ირწმუნება, რომ ტყუილის ერა დასრულდა, ტყუილზე აღარ იქნება აგებული უკეთურისა და ბავშვების ურთიერთობა, მათ ყველაფერი უნდა გაიხსენონ.

918e07c6e23260ed1dc20c133c98e3b9fdfdf7ad.jpg__0x1500_q85მაგრამ როგორ ფიქრობთ, თომასი და დანარჩენები ამას დასთანხმდებიან? ვინ იცის რამდენი რამის გახსენება მოუწევდათ, როგორ ჭკუაზე დადგებოდნენ გახსენების შემდეგ და ისიც კი არ იცოდნენ, მართლა ყველაფერს გაახსენებინებდნენ თუ სხვა ყალბ მეხსიერებას და მოგონებებს ჩაუდებდნენ, რომლითაც თავის მხარეს გადაიბირებდნენ კორდელებს.

სიცრუის ერა, მართლა დასრულდა? მოწყობილობების გუგუნის ფონზე ვირთხა ჯენსონი, აიმედებდა ბავშვებს ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ თომასი და მისი მეგობრები არ ენდობოდნენ. რამდენიმე მათგანი ენდო, ტერეზა ენდო და გადაწყვიტეს, რომ ყველაფერი გაეხსენებინათ.

საოცარი თავგადასავლებით სავსე წიგნი, ჯეიმს დაშნერმა კვლავ დამარწმუნა ამ რომანის ღირებულებაზე, მიუხედავად იმისა რომ მხოლოდ სათავგადასავლო რომანია, მაინც იპოვი რაღაც ღირებულს, მათ თავდადებას, ერთგულებას ერთმანეთისადმი, ღალატს, რომლის მიღმაც შეიძლება ღალატიც კი არ იმალება, მაგრამ ხვდები რომ მათი ქმედება უმაღლეს მისიას ემსახურება, რასაც კაცობრიობის გადარჩენა კი არა, სულ სხვა რამ მოჰყვება.

გრძნობებს ვერ ვუყრი თავს, ემოციებისგან დავიცალე სრულიად. დაშნერის გამოცდილმა ხელმა მაინც მიმაყვანინა წიგნი ბოლომდე და დასრულდა, ყველაფერი დასრულდა. იქნებ ჯერ კიდევ არ დასრულებულა, თუ დასრულდა? კითხვის დროს ეჭვები დაგღრღნით, ყოველთვის იარსებებს თქვენ თავში ორი სხვადასხვა ვარიანტი გაგრძელების, ორი სხვადასხვა აზრი, შეიძლება მეტიც, თუ რატომ იქცევიან ბავშვები ასე, იქნებ ეს ყველაფერი უკეთურის გეგმის ნაწილია? ან პირიქით, მათ მართლა განიცადეს კრახი… თუმცა ამ ყველაფერს თვითონ გაიგებთ, როცა ბოლოში გახვალთ.

ვიგრძენი სასოწარკვეთილებამ, როგორ შემიპყრო. რამდენჯერ ამატირა, რამდენჯერ დამწყვიტა გული, იმ უსასრულო ისტორიამ, მაგრამ მეგობრების ტკივილნარევმა საუბარმა.

“თუ ნამდვილად ჩემი მეგობარი ხარ, მომკალი!” თავში მიგუგუნებს ეს სიტყვები და ყოველ ჯერზე სევდის გრძნობით მამძიმებს. საშინელი იყო თომასის ხვედრი, საშინელებაა მკითხველის ხვედრიც, რადგან ჩვენ ავტორის, დაუსრულებელ ლაბირინთში ვხვდებით, დაუსრულებელ სიძულვილნარევი საზოგადოების ხანაში, საიდანაც გასაღწევი ერთი შეხედვით არ არის, საიადანაც ყველაფერი მარტივი როდია, მაგრამ უნდა გაუძლო.

THE SCORCH TRIALSბევრი გასაჭირის გავლა მოუწევთ კორდელებს. სიკვდილით განკურნება სულაც არ არის მარტივი წასაკითხი, ის საბოლოოდ იმ ემოციებისგან ვერ განგკურნავთ, იმ ტკივილისგან. ბევრს მართლაც რომ გული ეტკინება წაკითხვით, ბევრს ავტორის სიკვდილიც კი მოუნდება იმდენად მძაფრი ისტორიის მორევში გადაგაგდებთ და თან უნებურად, რომ ვერც დააღწევთ თავს?!

დაიწყეთ? მაშინ ბოლომდეც უნდა მიიყვანოთ. ასეა, მიგაჯაჭვებთ და მორჩა. სიკვდილი კურნავს იარებს, სიკვდილი კურნავს ელვარებისგან ადამიანს, ალბათ ამის თქმა უნდოდა მას, ან იმის რომ ვიღაც მოკვდება, ვის გამოც გული დაგვწყდება, ვიღაც? ან ვიღაცები. ყველაფერმა ჩაიარა საშინლად, ძალიან ღრმა იყო იარები, რომელიც ამ წიგნმა მომაყენა და ახლაც შოკში ვარ, ახლაც მტკივა ის ჭრილობები, რომელსაც ალბათ დროც კი ვერ განკურნავს.

დაძაბულობა მატულობს, შენც თავს ვერ ხრი და ვერ აცილებ წიგნს თვალს.

და ბოლოს…. უკეთური კარგია!

პ.ს. წიგნი ლიბერთინსის პროექტის ფარგლებში გამოიცა, მისი წაკითხვა და მონახვა ყველა ბიბლუსის ქსელში შეგეძლებათ. ყველაზე ძვირფასი ტრილოგია იყო ჩემთვის, რომელმაც საოცარ ტკივილთან ერთად, სიყვარულის და მეგობრობის დიდი კვალიც დატოვა.

წაიკითხე დაშნერი

და უბრალოდ გაშეშდი…

Advertisements

ვისაუბროთ

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s