სტრუგაცკები – მართლა “ძნელია ღმერთობა”

shop_product_image_138766“ადამიანის არსი ყველაფერთან შეგუების განსაცვიფრებელი უნარია. ამქვეყნად არაფერია ისეთი, რასაც ადამიანი ვერ შეეჩვევა. არც ცხენს, არც ძაღლს, არც თაგვს ამის უნარი არ გააჩნიათ. ღმერთი, როცა ადამიანს ქმნიდა, ალბათ ხვდებოდა, რა ტანჯვისთვისაც იმეტებდა და ძალისა და მოთმინების ულევი მარაგი მისცა. ძნელი სათქმელია, კარგია ეს თუ ცუდი. ადამიანი ასეთი მომთმენი და ამტანი რომ არ ყოფილიყო, კეთილი ხალხი დიდი ხნის წინ გადაშენდებოდა და ამქვეყნად მხოლოდ ბოროტები და უგულოები დარჩებოდნენ. მეორე მხრივ, მოთმინებისა და შეგუების ჩვევა ადამიანს პირუტყვად აქცევს, რომელიც, გარდა აგებულებისა, არაფრით განსხვავდება ცხოველებისგან და ამასთან, მათზე გაცილებით უმწეოა. და ყოველი დღე ბოროტებისა და ძალადობის ახალ-ახალ საშინელებას შობს.” – ექიმი ბუდახის სიტყვებით დავიწყებ, სხვაგვარად არ შემიძლია, რადგან ამ სიტყვებმა და კიდევ რამდენიმე დიალოგმა ისე მომხიბლა ვერ წარმოვიდგენდი ასეთ გენიალურ შედევრს თუ წავაწყდებოდი, როგორიც “ძნელია ღმერთობა” იყო! Continue reading

Advertisements

სიკვდილით განკურნება – ანუ ერკე დაბრუნდა

shop_product_image_161283ერკე დაბრუნდა, ცოტა არ იყოს დიდი შვებულების აღება გამომივიდა და იმედია მომიტევებთ, ლიბერთინსელებო და ჩემო ძვირფასო მკითხველნო. სწავლის დაწყება ყოველთვის წიგნთან დიდი ხნით დამარტოხელებას ნამდვილად უშლის ხელს, რაც მაღიზიანებს და მაგიჟებს ხოლმე, მაგრამ მოთმინებით ვიტანდი და ბოღმას ყველა უნივერსიტეტდამთავრებულზე და უსაქმურად ფეხი-ფეხზე გადადებულ, უკვე “გაზრდილ” უსაქმურ კაცზე არ ვანთხევდი. Continue reading

ყველა დროის უდიდესი მაგი – მერლინი

The-Greatest-King-Wallpaper-arthur-and-gwen-24782719-1280-800

არასდროს… თუ სიმართლეს ვიტყვი… არასდროს არ მომწონდა ჩემი ძმის გემოვნება, ფილმებისა და სერიალების განხრით. მე ყოველთვის ჩემთვის “ვუბერამდი” და ჩემი გემოვნებით ვუყურებდი, ის კი თავისას ჩართავდა ხოლმე და ერთმანეთის რჩევით მიცემულ ფილმებს, არასდროს ვითვალისწინებდით. ზუსტად ასე იყო. მას მოსწონდა ჩინური და იაპონური ფილმები – ხშირად. ჩართავდა ხოლმე და ხანდახან იმითაც მაძულებდა ფილმს, ძალით რომ დამსვავდა (ხათრს ვერ ვუტეხდი) და რაღაც ნაწილს მაყურებინებდა ხოლმე, ჩხუბს, კარატის ილეთბს როგორ იყენებს მთავარი გმირი და ა.შ. მაგრამ ამ ყველაფერს უინტერესოდ ვუყურებდი, ის კი არ უყურებდა ისეთ ფილმებს, რომლებსაც მე. სასიყვარულო, დრამას, ფანტასტიკის ჟანრში რაღაც გენიალური აზრის მატარებელ ფილმებს, რომელსაც ვერასდროს ხვდებოდა. არ უყურებდა თუნდაც მოდილიანის შესახებ გადაღებულ ფილმს, იმ სერიალებს, რასაც მე ვუყურებდი, სტივენ კინგის წიგნების მიხედვით გადაღებულს და არა მარტო.

მოკლედ, გემოვნებაში სრულიად განვსხვავდებოდით, სანამ….

სანამ არ მოხდა უნიკალური შემთხვევა. უბრალოდ შემომთავაზა ამ სერიალის ყურება, არ დამაძალა, რაც პირველად მოხდა. მხოლოდ მითხრა, ერთ სერიას უყურე და მერე გადაწყვიტე განაგრძობ, თუ არაო. ასე მოხდა. ვუყურეთ, თავიდან არც ისე საინტერესო იყო, მაგრამ მერე მოხდა… შოკი… ყოველთვის ასე მემართება ხოლმე. მერე გავაგრძელეთ, მეორეც ჩავრთე, აი მეორეს შემდეგ კი ყველაფერი თავისით წავიდა. Continue reading

სიკვდილშიც არის რაღაც კარგი!

1

ქარი დაუღალავად ღრიალებდა, როცა ქუჩაში გამოვედი. საშინლად ციოდა. მხრებზე შემოგდებული შავი ქურთუკი, რომელიც სახელურებით მქონდა შემოკრული და მჭიდროდ მოჭერილი, ძლიერად ფრიალებდა. სიცივის მიუხედავად ჩაცმას არც კი ვფიქრობდი. ფანჯრის წინ, ასეთ ამინდში, ყოველთვის პლედშემოხვეული მოვკალათდები, წიგნით ხელში, გვერდით კი ორთქლმდინარი ცხელი ჩაი ფინჯანში, რომლის ორთქლით გამთბარ ოთახში, სრულ ტრანსში მყოფი წიგნს ჩავჩერებივარ. პერიოდულად შუშაზე ჩამოღვენთილ წვეთებს ვაყოლებ თვალს და მის მიღმა გრიგალში არეულ წვიმას ვუწყებ ყურებას, თან ჭიქას ვტაცებ ხოლმე ხელს. თუმცა გარეთ მართლა ცივა, საშინლად, გულის გამაწვრილებლად, ტანში ჟრუანტელს მგვრის, მინდება ახლა სახლში თბილად წიგნს შევექცეოდე, მაგრამ შეუძლებელია, თუმცა ღიმილით ვუთვალთვალებ შენობებს და ფანჯრებიდან მაცქერალ მოხუცებს. ისეთი თბილი სახეები აქვთ, მეც უნებურად ვთბები, მაგრამ საკმარისი არ არის. მივექანები სიკვდილისკენ, რომელიც დროდადრო უფრო ახლოვდება და სიამოვნებას მგვრის. Continue reading