დაშნეროლოგები და ლიბერთინსოლოგები ანუ სიკვდილით განკურნების პრეზენტაცია

james-dashner-4მიმართვა, მწერალ ჯეიმს დაშნერს: ძვირფასო ჯეიმს, ალბათ დიდი ბოდიში უნდა მოგიხადო, იმისთვის, რაც გუშინ მოხდა, ხო, ხო, სწორედ იმ რვა ოქტომბრის, საღამოს ექვს საათზე, ბიბლუსის გალერეაში რომ მოხდა. არა, კი გაგიხარდებოდა, ასეთი სიყვარული რომ დაიმსახურა შენმა წიგნმა საქართველოშიც და ამდენადაც ასე აღინიშნა შენი ტრილოგიის ბოლო წიგნის გამოსვლა, მაგრამ… მაგრამ ისიც არ უნდა დამავიწყდეს, რა მოხდა ამ დღეს და რატომ გიხდი ბოდიშს.

თუმცა რატომ ვიხდი ბოდიშს, ყოველთვის მე რატომ უნდა ვიხდიდე ბოდიშებს და იმის მოლოდინში გული მიფეთქავდეს მაპატიებენ თუ არა. რატომ ვიხდიდე ბოდიშს, თუ არც რაიმე დავაშავე ან თუ ეს ყველაფერი მოხდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შენ არ იყავი საქართველოში ჩამობრძანებული ვაჟბატონო და შენი ბრალია. თან პირიქით, ალბათ უნდა გეამაყებოდეს კიდეც ასე რომ მოვიქეცი, შენ მაგივრად რომ ვაწერდი წიგნებს ხელს და “დიდი სიყვარულით ერკესგან” – მეთქი, რომ ვაწერდი. განა ჯეიმს დაშნერისგან მეთქი, ერკესგან-თქო ბიჭო და გეუბნები რა, რომ ამ საღამოს შენი როლი ვიკისრე, ზარმაცო, არ უნდოდა ფანებისთვის ავტოგრაფების დარიგება, არ ჩამოსულა საქართველოში, არ შეხვდა თავის მკითხველს და მერე კიდევ მე უნდა ვიხადო ბოდიშები ხომ? 

არავითარ შემთხვევაში! პირიქით, მადლობას ველი შენგან. დაგეხმარე, უფრო შევაყვარე ალბათ შენი თავი ხალხს, ნუ ჩემი პიარიც კი გამოვიდა, მაგრამ მაინც შენ წიგნზე ვაწერდი ხელს (მერე რა რომ ჩემი სახელით) და უნდა დამიფასო ეს. ყველაზე მეტად კი იმან გამახარა, რომ მოვიდნენ და ფოტოს გადაღება მთხოვეს. შენ ხომ არ გერგოო, იფ აი ეგრე… ღირსი ხარ ჩემთან კი გადაიღეს ფოტოები და კმაყოფილი ვარ.

დავჭერით ტორტი, ძმაო, აბა უტორტოთ როგორ გამოვიდოდა, ერთი უნდა გენახა როგორ მივარდნენ ტორტის თეფშებს ბავშვები და როგორ დააცარიელეს მაგიდები წამში. სულ წამში, რადგან ერთი მივარდნა იყო და აღარაფერი აღარ იდო… სასაცილოა ხომ? ალბათ კი, მაგრამ იქ რომ ყოფილიყავი ნამდვილად არ გაგეცინებოდა ისე გაგჭყლიტავდნენ და გადაგივლიდნენ, როგორც არაფერი. მათ ხომ წიგნი ან ტორტი აინტერესებდათ იმ წამს და სხვას ვერაფერს ხედავდნენ.

ალბათ მკითხავ, კიდევ რა ხდებოდაო, მაგრამ რატომღაც მინდოდა მეპასუხა ცოტა უხეშად, რომ მოსულიყავი და გენახა-მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე, რადგანაც მაინც უხერხულად ვგრძნობ თავს თავი ჯეიმს დაშნერად რომ გავასაღე…არა გამასაღებინეს, რადგან ერთმა ხელი რომ მომაწერინა, მერე მეორეს მოუნდა, შემდეგ კიდევ კიდევ და კიდევ, ეს რაღაც სასიამოვნო პროცესიც იყო, მაგრამ უკეთესი იქნება, თუ ჩემს დაწერილ რომანზეც ასე მომვარდებიან და მომაწერინებენ ხელს. და ხო, რა უნდა გითხრა კიდევ ჩემო ძვირფასო დაშნერ. შენი პატივისცემის მიუხედავად და დიდი სიყვარულის, მაინც ცოტა თავი ცუდად ვიგრძენი შენ წიგნს რომ ვაწერდი ხელს, რადგან მე ხომ უფრო მეტად არ გგავარ, არც შენი სტილი ჰგავს ჩემსას და მე უფრო მეტადაც დასაფიქრებელ და რაღაც ფსიქოლოგიური რომანების წერას ვაპირებ და არა რიგითი ფანტასტიკის, რომლის სიუჟეტიც არის მხოლოდ დამაინტრიგებელი და მხოლოდ ამიტომ დაელოდებიან მის გაგრძელებას და თარგმანს. იმას არ ვამბობ, რომ არ მომეწონა მეთქი, მომწონს შენი დაწერილი ისტორია, უბრალოდ შენ რომ მხოლოდ ბავშვებისთვის წერ, მე კი ნებისმიერი თაობისთვის დავწერ, რომ ყველამ გაიაზროს ის, რასაც ჩემს რომანებში ჩავდებ და გაითავისონ, აი განსხვავება მაინც ჩვენ შორის, და მე არ მექნებოდა იმის სურვილი, რომ ბავშვების, ან მოზარდების მწერლად ვეღიარებინე, არადა შენს წიგნებს კი კარგად ვაწერდი ხელს და მსიამოვნებდა…

რეპეტიცია იყო, რეპეტიციას გავდიოდი ასე ვთქვათ, ჩემი მომავალი წიგნის პრეზენტაციისთვის. მზად ხომ უნდა ვიყო არა?

ასე რომ შენც მადლიერი უნდა იყო ჩემით, მეც მადლიერი ვარ შენით და ეს ორმხრივია, მიხარია თუ გესიამოვნა, მეც მესიამოვნა თითოეული ახალი სახის გაცნობა, მათთან საუბარი, სიგიჟემდე მომწონდა ფოტოს გადაღების თხოვნა, ჩამეხუტე ერკეო, რომ მეუბნებოდნენ, ის ღრიალი რაც ხალხში ჩემდამი უცნაურ გამომეტყველების ქონას იწვევდა და ეშინოდათ თითქოს ჩემი, მაგრამ დღე არაჩვეულებრივი იყო. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, გადასარევად და საოცრად. ვგრძნობდი როგორ უყვარდი ყველას, შენცა და მეც, აბა რამ გაგვყო ერთი. ხოდა ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა, შენთვის დიდი პატივი უნდა იყოს, რომ შენ წიგნზე ჩემი ხელმოწერა და ასევე ნინო შეყილაძის ხელმოწერა ამშვენებს… პალიტრა L კიდე რა მაგარი ვინმეა, მოკლედ გაგიჟდები რა. ვინმე, რაა გამომცემლობა, რომელიც ახლა კიდევ ახალ პროექტს იწყებს, ნოემბრისთვის მგონი, მაგრამ შენ იქ არ შეხვალ ისე გეუბნები. LiberKids – ჯერ რა სახელი აქვს, მერე როგორი ჟღერადობის და კიდევ რამდენ კარგ წიგნს გვაჩუქებს.

გვიყვარხარ მაინც შენ ჩემო დაშნერ, არაფერი დაგვიმალო, რომ ჩამოხვალ ისე არ წახვიდე მე არ მნახო და ძმურად არ გადამეხვიო, აბა შენ იცი. სხვა წიგნებიც რომ დაწერო არ იქნება ურიგო, ჰააა, თუ გეშინია უფრო კარგის დაწერა არ მოგთხოვონ და ამისთვის მუზა აღარ გყოფნის? ნიჭიერი კაცი ხარ, იზამ რამეს. წარმატებები.

სიყვარულით შენი ძმა, ერკე მიდასი!

Advertisements

ვისაუბროთ

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s