მესი

20150815_234858სიმართლე გითხრათ, დიდად არ მიტაცებს ფეხბურთი, მითუმეტეს მისი ყურება. ადრინდელი უთანხმოებები ბევრი მახსოვს მასთან დაკავშირებით და ვფიქრობ ეს არის მიზეზი, იმათი ჩამოთვლით კი თავს ნამდვილად არ შეგაწყენთ.

მოკლედ – მე არ მიყვარს ფეხბურთის ყურება…

ყოველშემთხვევაში არ მიყვარდა მაინც, მანამ ამ წიგნს გადავშლიდი და კითხვას შევუდგებოდი. ის მე არ ამირჩევია, არ მიყიდია ჩემთვის და არც იმის გამო, რომ წამეკითხა, მაგრამ უბრალოდ ასე მოხდა, მაინც ცნობის წადილმა მძლია და თავი ვერ შევიკავე, რომ არ გადამეშალა.

იმიტომ რომ, შეიძლება ფეხბურთზეა წიგნი, და ფეხბურთელ “ლეონელ ანდრეს მესიზე” წერია, მაგრამ წიგნი დამეთანხმებით ულამაზესია და ნებისმიერს აღუძრავს სურვილს გადაშალოს და დაეწაფოს, ჯერ მისი სურნელით, შემდეგ კი მიმზიდველად მომზირალი სიტყვებით, რათა ყველაფერი უკეთ შეიცნო, რათა ჩაწვდე იმ საიდუმლოს, რასაც იტევს თვითონ სრულყოფილება და ეს წიგნიც. არც კი დამიჯერებთ, რომ გითხრათ ბარსელონა vs სევილია – ს თამაშისთვის არც კი მიყურებია-მეთქი, მაგრამ ასეა. ამ ხნის განმავლობაში ჩემთვის უფრო სასარგებლო საქმეს ვაკეთებდი, უფრო ღირებულს ჩემი მიზნებისთვის და სულ არ მაინტერესებდა ის, თუ ვინ ვის გაუტანდა გოლს…

ბაბუაჩემი კი გვერდითა ოთახიდან ყოველ გოლზე ყვირილით გამოვარდებოდა ხოლმე! – რა თქმა უნდა, ახალგაზრდა არ არის და ისე ვერ ირბენს, როგორც მესი დარბის, ან ბავშვივით ლოყებაწითლებული ვერ გამოვარდებოდა სიხარულისგან მთელი ხმით, რომ ყვირის “GoooooooooooooooooooooooLLLL!”. თუმცა მის ოთახიდან გამოსვლასაც გამოვარდნას ვარქმევ, რადგან ის ჩვეულებრივზე სწრაფად მოძრაობდა და გვამცნობდა ანგარიშს.

წიგნი იმ მშვენიერი, ლამაზი და მომხიბვლელი, ყველანაირად უნაკლო, მხიარული, კეთილი, მოკლედ ოქრო გოგოსთვის ვიყიდე, რომელსაც ძალიან უყვარს ბარსელონაც და მესიც, მაგრამ სანამ ვაჩუქებდი და მის ხელში მოხვდებოდა ხომ ჩემთან გაატარა მთელი ერთი დღე?! სახლში რომ მოვიტანე, ჯერ ალმაცერად შევხედე, შემდეგ მაინც მიმიზიდა და გადავშალე. როგორც ყველა წიგნიდან, მის შუაგულიდანაც ამოვარდა სპეციფიკური და დამაჰიპნოზებელი სურნელი. მეგონა, რომ უკვე ვეღარ ვაზროვნებდი და პირველივე სიტყვიდან წიგნმა პირდაპირი მნიშვნელობით ჩამითრია და დამაინტერესა. უნდა გითხრათ, რომ ის კი არ მეგონა ნამდვილ ამბავს ვკითხულობდი, ისე იყო დაწერილი, ისიც მეგონა რომ ერთ-ერთი უმაგრესი რომანი მქონდა ხელში და მისი მთავარი გმირი ფეხბურთელი “ლეონელ მესი” იყო, რომელსაც ოჯახთან ერთადაც ვეცნობით, მის კარიერას მივყვებით დაბადებიდან დღემდე და ჩვენი თავიც კი მის გვერდით ფანივით ავტოგრაფისთვის აკიდებული გვგონია. – ყოველშემთხვევაში მე ასე მეგონა.

20150815_234835კითხვისას იმას კი არ ვუყურებდი, რომ მესი ფეხბურთელი იყო, მე კი ფეხბურთი არა და არ მიყვარდა. რა თქმა უნდა, ასე ვერც შეხედავ მას. მე ამ წიგნში დავინახე პატარა ბიჭის ისტორია, რომელსაც უნდოდა თავის მიზანს მიეღწია, რადაც არ უნდა დაჯდომოდა და ფეხბურთელი გამხდარიყო. როგორ ვარჯიშობდა ყოველ დღე, იმისთვის რომ საუკეთესო ყოფილიყო. რამდენი დაბრკოლება შეხვდა, მაგრამ ამის მიუხედავად უკანაც რომ არ იხევდა?! ერთი სიტყვით მე დავინახე ზუსტად წარმატებისკენ მიმავალი ადამიანი, რომელმაც ყველაფერს გაუძლო და ისიც დავინახე, რომ ამ წარმატებას ნამდვილად სჭირდება ბევრი შრომა და ყველაფერი მარტივად არ გვერგება არავის. ერთ დღეში როდი ვხდებით წარმატებულები. ეს უამრავი შრომისა და მონდომების შედეგია. ეს ესმოდა მესისაც, მისი მიზანი კი მხოლოდ ერთი იყო, ამიტომ გამოუვიდა ყველაფერი და ის ახლა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია, ზედიზედ მოპოვებული ოთხი ოქროს ბურთით, რითიც რეკორდი მოხსნა, რაც ზედიზედ სამი ოქროს ბურთის ფლობას გულისხმობდა. ისევ რეკორდი! მან ლეგენდარულ გერდ მიულერს აჯობა, რომელსაც ერთ კალენდარულ წელიწადში 85 გოლი ჰქონდა გატანილი (1972 წელს). მესიმ ის 91-მდე აწია…

მისი ისტორია, კიდევ ერთხელ შეგახსენებს იმას, რომ ადამიანი ხარ, რომ შენც გაქვს მიზნები, ოცნებები, უნდა იღვწოდე ამისთვის ნებისმიერ ფასად და შრომაც არ უნდა გეზარებოდეს. რატომ ეძახიან მას უცხოპლანეტელს? ისიც ხომ ჩვეულებრივი ადამიანია, ჩვეულებრივი გრძნობებითა და ოცნებებით, მაგრამ მან შეუძლებელი შეძლო უდიდესი მონდომებით, რაც მიზნიდან არგადახვევას გულისხმობდა.

ერკემიდასიდან რომ ყოფილიყო აუცილებლად მეცოდინებოდა, ასე რომ ის ადამიანია…

20150815_235309

მესი მკვლელია. თავისი გოლებით ნებისმიერი მეტოქის განგმირვა შეუძლია.
დიეგო მარადონა

ასევე ვიხსენებთ დიეგო მარადონასაც და მის 1986 წელს, ინგლისთან გატანილ გოლს, რომელსაც მესისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. სახლში მის კასეტებს უყურებდა ბავშვობაში და ასეც სწავლობდა თამაშს. ალბათ ამიტომაც ადარებენ ხშირად მის თამაშს, მაგრამ ლეო თავმდაბლურად უარყოფს ამას და ამბობს, რომ დიეგო მარადონას მსგავსი ფეხბურთელი ერთი იყო და მეორედ აღარ დაიბადებოდა.

ხო, ის ასევე, ძალიან თავმდაბალიც იყო, რაც ასევე მაკვირვებდა და შემეძლო მასში იმდენი დადებითი თვისებები მომეძებნა, რამდენიც ვარსკვლავია ცაზე, და ჩემთან მსგავსებასაც ვხედავდი, მაგრამ ერთი ის იყო განსხვავება, რომ ის ადამიანია და არა უცხოპლანეტელი და ამას მის კარგ თამაშთან და მის ზედიზედ გატანილ გოლებთან მივყავართ. მას შეეძლო უამრავი დრო დაეთმო ვარჯიშისთვის და ბურთს ფეხიდან ვერ იცილებდა, მხოლოდ მას შეეძლო ბავშვივით განაწყენებულიყო და გაბუტულიყო მწვრთნელზე, რომელმაც მთელი თამაშის მანძილზე მოედანზე არ შეუშვა და მხოლოდ ის იყო ერთადერთი და განუმეორებელი, ყველაზე ნიჭიერი, საუკეთესო ფეხბურთელი მთელ მსოფლიოში, რომელსაც ტოლი არ ჰყავდა.

“ფრენკი კარგად აცნობიერებდა, რა ნიჭის პატრონთან ჰქონდა საქმე და ისიც მოეხსენებოდა, რომ ყველა “ფენომენი” ხასიათის თავისებურობით ხასიათდება.” – არ მინდა მე ეს თავის ქებაში ჩამითვალოთ, თუმცა ბევრი მსგავსება დავიჭირე მესისა და ჩემს შორისაც, და ალბათ ყველა ის ადამიანიც დაიჭერს მსგავსებას, ვინც წარმატების მიღწევას ცდილობს მესის მსგავსად. მეც ხშირად ვიბუტები ხოლმე ბავშვივით, ხშირად მიხარია რაიმე წარმატება, როცა კი ამას მივაღწევ და სულ იმას ვიმეორებ ხოლმე, რომ ყველაფერი გამომივა. მეც არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი საკუთარ თავზე, პირადზე და ხშირად მორცხვიც კი ვარ. ნერვიულობა კი მაშინ მიწევს, თუ უნდა გავიდე ტრიბუნასთან, ხალხის წინ დავდგე და ჩემი მომზადებული სიტყვა ვთქვა. ათასჯერ მაინც ვიმეორებ გულში, შემდეგ კი ისე ვნერვიულობ შეიძლება მაინც დამავიწყდეს რის თქმაც მინდოდა. ლეოს მსგავსად უკან არც მე ვიხევ და ხელს არ ვიქნებ ყოველი მარცხის შემდეგ. არასდროს ვფიქრობ იმას, რომ მე ეს საქმე არ გამომივა, ხალისით ვუდგები ყველაფერს და მაშინვე შენიშნავთ კიდეც, რომ მე მჯერა იმის, რასაც ვამბობ. ლეოსაც სჯეროდა, რომ უდიდესი ფეხბურთელი გახდებოდა და გახდა კიდეც. სწორედაც რომ ზუსტია – “ყველა ფენომენი ხასიათის თავისებურობით ხასიათდება”.

20150815_235453

გოლის გატანის შემდეგ იცით, რატომ ვიყურები ზეცაში? იმიტომ, რომ გოლს ბებიას ვუძღვნი, რომელიც ახლა ზეცაშია. პატარაობაში სწორედ მას დავყავდი ფეხბურთზე. სწორედ მისი დაჟინებული მოთხოვნით მიყიდეს პირველად ბუცები…
მისი ოცნება ახდა, ფეხბურთელი გავხდი. გული მწყდება, რომ ბებია ჩემს წარმატებებს ვერ მოესწრო.

ამ წიგნს თავისუფლად დავარქმევდი დიდი წარმატების ისტორიას, რადგან ის ზუსტად ასახავს, ნაბიჯ-ნაბიჯ, თუ როგორ უნდა მიაღწიო შენს სანუკვარ ოცნებას, როგორ გახდე წარმატებული. მე რა თქმა უნდა, უფრო დიდი სტიმულიც მომცა, დამაჯერა ყოველი ადამიანის ძალებში, ანუ იმაში რომ ნებისმიერი გახდება წარმატებული, მთავარია მოინდომოს და არ გადაუხვიოს გზას, აცდეს მარცხის გზას, მაგრამ თუ მაინც ჩავარდა თხრილში, თუ მაინც მარცხისკენ გადაეშვა, დაუღალავად და მიზანსწრაფულად მუშაობით ის მაინც ზევით ამოვა, ყოველშემთხვევაში უნდა ეცადოს ამოსვლას კიდეც.

ლიონელ მესიც ადამიანია, რომელმაც ჩვეული გზებით მიაღწია დღევანდელ დღემდე, რომელმაც კარგად იცის თუ რას ნიშნავს მარცხი, გაწბილება, იმედგაცრუება, მაგრამ როგორ გგონიათ, მას პირველივე მარცხის შემდეგ ხელი, რომ ჩაექნია და ეთქვა: “ღმერთო, რატომ უნდა ვიწვალო ამდენი, თუ ისევ და ისევ დავმარცხდები?” და ეს ღმერთისადმი მიმართვა კი არა, უბრალოდ მისი თავისკენ მიმართული სიტყვები იქნებოდა მხოლოდ. კითხვა, რომელსაც მხოლოდ საკუთარ თავს დაუსვამს და არა სხვას. და მართლა, ხელი რომ ჩაექნია, ის ვერასდროს გახდებოდა ამომავალი ვარსკვლავი, რომლის გამოც კლუბები ერთმანეთს შეჭამდნენ, რომ მესი მიეღოთ, მაგრამ ის მაინც ბარსელონაში დარჩა. თუმცა ის ხომ გულით არგენტინელია და მისი ოცნებაც არგენტინისკენ მიდის.

მესის ყოველი მოძრაობა თითქოს ცოცხლდება წიგნში და ვაღიარებ, მომანდომა მისი თამაშის ყურება, აი წიგნის დასასრულს კი ნამდვილად სანანებელი გამიხდა რომ არ ვნახე თამაში სევილიასთან, ფინალური თამაში რომლის გამოც ხალხი რას არ აკეთებდა, ბილეთები ეშოვნათ. კაპიკს კაპიკზე აწებებდა, რომ სათანადოდ დახვედროდნენ და ენახათ კიდეც მათი ფანები, მათთან სურათი გადაეღოთ (თუ მოახერხებდნენ!). ვცადე კიდეც გადახვევა, ყურება მაგრამ ვერც კი მივაგენი, იმ არხებზე ვეძებდი სადაც არც კი აჩვენეს, და ეს თამაში დღემდე არ მაქვს ნანახი. (მაგრამ ვნახავ).20150815_235418

კი, მე არ მიყვარს ფეხბურთი, უბრალოდ მიმაჩნია რომ მოსაწყენი თამაშია, და იმასაც ვერასდროს ვერ ვუგებდი თუ რა მოსწონდათ გოლის გატანაში, ან როგორ ხვდებოდნენ რომ ეს გოლი საუკეთესო იყო, ან ფეხბურთელის საუკეთესოობას როგორ ადგენდნენ. თავიდანვე არ მესმოდა და ხშირადაც ვეკითხებოდი მამაჩემს “თამაშგარე რას ნიშნავს-მეთქი”, ახლა ამდენი ახსნის მერე, ოდნავ მაინც ჩამიჯდა გონებაში, მაგრამ მისი ზუსტი განმარტება მაინც არ ვიცი და ვერც დავიმახსოვრებ რაც არ უნდა ვეცადო, ალბათ იმიტომ რომ არ მაინტერესებდა თავიდანვე და თამაშს მონდომებით არ ვუყურებდი, ალბათ იმიტომ რომ არ მიტაცებდა და ვიცოდი, რომ მთელი საათნახევარი სტადიონზე უნდა ერბინათ და ბალახი ეტკეპნათ, ხედი არ იცვლებოდა. ვფიქრობ იმიტომაც არ ვთვლიდი საინტერესოდ, რომ ეს აკლდა ზუსტად, მრავალფეროვნება, როგორც ფილმშია, სხვადასხვა ადგილას რომ ხდება ხოლმე მოქმედება. მერჩივნა ხოლმე, რომ მეყურებინა ფილმისთვის იმ მომენტში, ვიდრე ფეხბურთისთვის, რადგან ფილმი უფრო საინტერესოდ მეჩვენებოდა, მაგრამ ამ წიგნის წაკითხვისას მივხვდი…

მივხვდი, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფეხბურთელობაზე ოცნებობენ და მათთვის ეს ყველაფერია. ყველა სპორტს, ყველა საქმეს სჭირდება მონდომება, ძალა და მთელი ენერგიის ჩაქსოვა იმისთვის, რომ წარმატებები შენს მხარეს იყოს. ყველაფერს სჭირდება მიზანი, ადამიანი მიზნის გარეშე ეს იგივეა, იცხოვრო ჰაერის გარეშე.

მესის ერთ-ერთი მწვრთნელი, რომელიც მას ორი წელი წვრთნიდა მხოლოდ “მეგოლე მანქანასაც” კი ეძახდა ზედმეტსახელად, რადგან თამაში ისე არ ჩაივლიდა რომ გოლი არ გაეტანა, უფრო მეტიც, ის ბავშვთა გუნდში ყოველ მატჩში 4 გოლს იტანდა.

მიმაჩნია, რომ ეს წიგნი კიდევ უფრო დაგანახებთ თუ რაოდენ ადვილია წარმატების მიღწევა, თუ მონდომება არ გაკლიათ და არაფერს დაიშურებთ მისთვის.

“სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების” – სწორედ ეს არის წარმატების გემო.

უფრო მოტივირებული გავხდი, ვიდრე ვიყავი, უფრო თამამი და მიზანსწრაფული. წიგნმა ხელი შემიწყო ამაში.

მესი – ლეგენდაა!

ერკეც გახდება ^_^ ❤

წიგნმა თუ დაგაინტერესათ, უფრო კი ამ ლეგენდარული ადამიანის ბიოგრაფიის წაკითხვამ, მას ბიბლუსის ნებისმიერ ფილიალში მიაგნებთ, ის პალიტრა L – მა გამოსცა და სამშობლოდან მესი ამ წიგნით ხელში გაუშვა.

Advertisements

ვისაუბროთ

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s