იუ ნესბო – თავებზე მონადირეები

20630742

როჯერ ბრაუნი, ძალიან პატივსაცემი პიროვნებაა და მას ყველა იცნობს. ის ასევე ცნობილია, როგორც “თავებზე მონადირე”, მაგრამ რას გულისხმობს ეს წოდება. ის კომპანიებისთვის არჩევს შესაფერის კანდიდატურას, მისი რეკომენდაციის მქონე პირი კი ყოველთვის იწყებს სამუშაოს, იქ სადაც ის გამიზნულია და ყოველთვის აჰყავთ კომპანიებს. მოკლედ მისი სამუშაოს წარმატების საიდუმლო ასო “რ”-ზე იწყება – რეპუტაცია, რომელსაც ის მეფედ აქცევს ამ სფეროში და მას ყველა ენდობა.

ცხოვრება ცოლთან, საყვარელ ცოლთან, რომელსაც ასევე ძალიან უყვარს, თუმცა არსებობს მათში განხეთქილება, რომელიც ორმოსავით ყოველ წამს იხლიჩება, მათი წარსული, როცა როჯერმა გადაწყვიტა ბავშვის ყოლის დრო არ იყო და დიანას აბორტი გააკეთებინა. აქედან დაიწყო მათი ურთიერთობის ნგრევა, ისე რომ ამას ვერც კი ხვდებოდნენ და ვერც იაზრებდნენ. სამაგიეროდ როჯერს ჰქონდა სამუშაო, ცოლს კი ბავშვების ნაცვლად გალერეა, რის შესანახადაც როჯერს დროდადრო კლიენტებისგან ნახატების მოპარვა და მათი გაყიდვა უწევდა.

be0d78804d5948cb99baf9fbe3f4e60aაქამდე ჯერ თუ ვერ მიხვდით რა წიგნზეა საუბარი, ეს “იუ ნესბოს (თავიდან რომელიც იუ ნესკო, მეგონა :დ) – თავებზე მონადირეები გახლავთ…

და თუ ვერ მიხვდით ესე იგი, თქვენ არ წაგიკითხავთ ეს წიგნი და დროა კითხვას შეუდგეთ. მაგრამ თავიდან ჯერ მიგასწავლით სად შეიძინოთ, ნებისმიერ ბიბლუსის ქსელში შეგიძლიათ ყიდვა – პალიტრა L – ის ტრადიციული გამოცემა TOP თრილერის სერიაში, რომელიც ჯერონიმოსგან საჩუქრად მერგო და მადლობა მინდა ვუთხრა მე პირადად მას, რადგანაც ის რომ არა ხელში ნამდვილად როდის ჩამივარდებოდა ეს წიგნი არ ვიცი.

თავბრუდამხვევი სიუჟეტი, რაღაც კანონზომიერებით შერჩეული პერსონაჟები, რომლებშიც ერთმანეთის თავი შეგიძლია აპოვნინო ყველას და ამას თავისით აკეთებ, მათში მსგავსებას ხედავ და მათი უბედურებები, მათი ტკივილი ერთდება, თითქოს ისინი ერთნი იყვნენ და არა უამრავნი. ორი დამოუკიდებელი, მაგრამ იმედგაცრუებული კაცის დუელი ერთი მიზნისთვის, ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, რაც ყოველთვის გაბრმავებს და ისეთ რამეს გაკეთებინებს, რასაც სხვა შემთხვევაში არ გააკეთებდი. ქმედებები, შეყვარებული ადამიანის საქციელებს ჰგავს, უბრალოდ გზებია სხვა, გზები და საშუალებები ამ მიზნის მისაღწევად, სწორედ ამაზე იქნებოდა ნათქვამი “მიზანი ამართლებს საშუალებასო”…

კლას გრევე, დიდებული ადამიანი, რომელსაც მხოლოდ ის აინტერესებს, რომ თავისი სახლი გაარემონტოს და შემთხვევით ეცნობა როჯერ ბრაუნს, ეს უკანასკნელი კი მიაკვლევს იმას, რომ კლასს სახლში ბებიისგან გადამალული ძვირადღირებული ტილო აქვს , რუბენსის “ნადირობა კალიდონურ ტახზე” და სწორედ მაშინ იკვეთება ამ ორი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული, მაგრამ თან რაღაც მსგავსების მქონე ადამიანის ბედი, რაც ისეთ შედეგებს გამოიწვევს გაოცდებით.

ამ წიგნის ღირებულება კიდევ ის არის, რომ როცა კითხვას დაიწყებთ ძნელად თუ მოწყდებით. ის იმ სერიალს ჰგავს, ყოველი სერიის ბოლოს პირდაღებულ და ინტრიგაში ჩავარდნილს რომ გტოვებს და თან ისეთი დასასრულით, რასაც არაფრით არ ელი… ცხოვრება მუდამ გტანჯავს, იცი რომ გტანჯავს მაგრამ მაინც იმ გზაზე მიდიხარ, სადაც ის ტანჯვა გელოდება, რადგან ახლიდან გამოსცადო ეს ყოველივე და გახსოვდეს, რომ ადამიანი ხარ.

ერთი შეხედვით ყველაფერი კარგად მიდის, როჯერ ბრაუნს წარმატებული ცხოვრება აქვს, ცოლს მაინც უყვარს და ცდილობს მისი გალერეაც შეინახოს, კარგი მანქანა, მშვენიერი სახლი და რეპუტაცია, რომელიც ნებისმიერ ფულზე მნიშვნელოვანია. ყველაფერი კარგად არის, მანამ სანამ არ აღმოაჩენს, რომ მასზე სხვა ნადირობს, ის ვინც ყველაფერს გააკეთებს მის ხელში ჩასაგდებად. სხვა რა დარჩენია?

უნდა გაიქცეს და ზურგიდან დაარტყას…

“არაფერი ისე არ მატებს ძალას მამაკაცს, როგორც ქალის აღიარება, რომ იგი უყვარს.” – ეს შესანიშნავი წიგნი, აუცილებლად უნდა შეჰმატოთ თქვენს წასაკითხ სიას და მისი დასასრული კი ნამდვილად შოკისმომგვრელია. რამდენიმე წუთი გავჩერდი კიდეც სანამ დავასრულებდი და ბოლო გვერდზე ვიყავი, ეს ყველაფერი რომ გამეაზრებინა, გადავხედე წინა ფურცლებს, გადავხედე გონების თვალით და მაინც გაოცებული ვიყავი, როგორ მოახერხა ასეთი მოულოდნელი ეფექტის შექმნა!

ამ წიგნის შესახებ ბიბლუსის გალერეაში, რომ შემხვდა პალიტრას წარმომადგენელი მაშინაც ვთქვი და ახლაც ვიტყვი – თუ სტივენ კინგი ჰორორის მეფეა, იუ ნესბო თრილერის.

Advertisements

ვისაუბროთ

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s