სტივენ კინგი – კაცი რომლის გულშიც შიში ცხოვრობს

stephenkinginvite

ამ სურათს ზოგი არა, არამედ უმეტესობა სტივენ კინგთან დააკავშირებს, ზოგისთვის კი ეს მხოლოდ სურათია, უბრალო ოთახი, ჩვეულებრივი, არაფრით განსხვავებული, პატარა ბავშვის ოთახი, რომელსაც უყვარს კლოუნები და ბუშტები, სათამაშო მანქანები და კიდევ უამრავი რამ…
რასაც ახლა ვამბობ, ეს ჩემთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ის, რომ ჰაერი რომ არ იყოს ცოცხალი არ ვიქნებოდი და ეს ჰაერი, როგორი მნიშვნელოვანიცაა კაცობრიობისთვის, ისეა ჩემთვის კინგი და მასთან შეხება, ან მისი წიგნებით ტკბობა.
პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ ეს მხოლოდ ჩემი აზრია ამ ადამიანისკენ მიმართული, ჩემი გრძნობები დაკავშირებული კინგთან, მაგრამ მაინც მინდა ყველას გითხრათ, რასაც ვფიქრობ და არ შემეძლო უბრალოდ ამის მხოლოდ ჩემ კედელზე გაზიარება.
მაშ ასე, რეკლამა დასრულდა, ახლა ხელი მაგრად ჩამჭიდე და დავიწყოთ:
სტივენ კინგი, როგორც ყველამ იცით, ვიცი რომ ყველასთვის ეს სახელი ძალიან ნაცნობია, საშინელებათა ჟანრის მეფეა, ყველაზე წარმატებული მწერალი ამ კუთხით და ყველაზე საოცარი მჭერვმეტყველი, მხიარული პიროვნება, თუკი ახლოდანაც გაიცნობ, ეს ვიდეოებიდან და მისი გამოსვლებიდანაც კარგად ჩანს და მასთან ნამდვილად არ მოიწყენს არავინ… ალბათ გაკვირვებთ საშინელებათა მეფეს, რომ იუმორის გრძნობა აქვს და მხიარული ადამიანიცაა, გახსნილი ყველასთან და სასაუბროდაც ნამდვილად ყველაზე მაგარი, ბევრის მცოდნეა. რომ დაჯდები მასთან და საათობით შეგეძლება მოსმენა ამა თუ იმ ისტორიის, რაც გადახდა, ან რის გამო დაწერა ესა თუ ის წიგნი, რომელიც შენამდე ემოციურად მოიტანა თავისი სათქმელი და აღგაფრთოვანა.
მიკვირს ხოლმე იმ ადამიანების, ვისაც არ მოსწონს გარკვეულწილად კინგი, მათი კიდევ მესმის, ვისაც წაკითხული არ აქვს მისი წიგნებიდან არცერთი და ისე ნამდვილად ვერ იმსჯელებს მასზე, მაგრამ ფილმებიდან მაინც ყველამ უნდა იცოდეს ვინ არის და რას წარმოადგენს დიდებული და საოცარი კინგი და იმასაც უნდა ხვდებოდეს, რომ თავის საქმეში ერთ-ერთი საუკეთესოა, ერთადერთი თუ არა… ადამიანი, რომელიც შიშისგან ისეთ ისტორიებს ძერწავს, რომელიც შენივე ქვეცნობიერის, იმ ბნელ კუთხეებს აღწევს, სადაც ის შიში იმალება და მიძინებულია, მაგრამ ის ყველაფერს აკეთებს, რომ ეს შიში გააღვიძოს, თან ამას ისე მარტივად ახერხებს თქვენც გაოცდებით და კინგი ხომ უკვე ნამდვილად ვეღარ გაოცდება, ზუსტად იცის სად მოარტყას რომ ეს შედეგი მიიღოს და ამას ყოველთვის ზუსტი გასროლით ახერხებს, პირდაპირ მიზანში.
მისი სამიზნე ამ სიბერეშიც არ მორყეულა და მოშლილა, რადგან კვლავ ისეთი წარმატებით ყვება ისტორიებს, როგორიც ნამდვილ მეფეს შეეფერება, ამ ჟანრის უკიდურეს და საუკეთესო, სისხლის მოყვარულ, შიშების მთესველ ოსტატს.
ვითომც არაფერი, შიში, შიშია – იტყვით თქვენ, მაგრამ შიში, პატარაობაში გაჩენილი, რომელსაც შეუძლია თქვენთან ერთად გაზრდა, გაღვივება და ეს შიში შემდეგ ისეთ რამეებს გაკეთებინებთ, რომ ვერც კი წარმოიდგენდით აქამდე თუ მივიდოდა საქმე, ვერ დაგეთანხმებით, შიში არაფერი ნამდვილად არ არის. შიში ყველაფერია, შიში ცხოვრებაა, ადამიანის უკიდურესი წამალი, მისი ფრენის შეუძლებლობა და ოცნებების აუხდენლობასაც კი იწვევს, როცა გეშინია წინ ნაბიჯის გადადგმა და გრძნობ, რომ ეს ყველაფერი შეიძლება არ განხორციელდეს, რომც ყველაფერი გააკეთო. აი ეს არის შიში, რასაც ჩვენს გულებში თესავს კინგი, ასე ვთქვათ თითქოს შურისძიება სწყურია და ერთ დროს, რომ მის გულში დაითესა შიში, ამას ახლა ყველა ჩვენგანის გულში აღვიძებს.
სტივენ ედვინ კინგის შემოქმედება არ არის უბრალო, მისი ფიქრები ჩემ ფიქრებს ემთხვევა, მისი ამბიციებიც ხშირად გამხდარა ჩემი სურვილისა და დიდი ამბიციების დაბადების საწყისი და იმ სურვილთა ასრულების მონდომებაც თითქმის მისი დამსახურებაა. მიყვარს, რადგანაც ჩემთვის ეს ავტორი ნომერ პირველი მწერალია და ყოველთვის ასე ჩავთვლი…
მართალია იმ ავტორებს ვერ შეადარებთ, ვინც “ოსტატი და მარგარიტა” ან “დონ კიხოტი” და “მადამ ბოვარი” გვაჩუქა და კიდევ ბევრი შედევრი, და ხშირად ესეც მიკვირს, როცა მეუბნებიან, რომ რეებს კითხულობ, მაგას ჯობს სხვა რამ წაიკითხო, კლასიკა მაგალითად ის შედევრები, რაც აქამდე იქმნებოდა და არა ეგ უხარისხო ლიტერატურაო, და ამ სიტყვების ერთ-ერთი ავტორი მამაჩემიცაა და სხვებიც, ვისაც კინგი უბრალოდ გულზე არ ეხატებათ.
მე კი მათთვის მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს ხოლმე – ყველა ავტორი, ყველა წიგნი, როგორიც არ უნდა გეჩვენებოდეს ის, აუცილებლად გასწავლის რაიმეს, კინგის წიგნები კი მე სიმამაცეს, წერის არდანებებას და როგორ მივაღწიო მეტს იმას მასწავლის. ის გზას მასწავლის, ხერხებს, სამართლიანად მეპყრობა და თან ის ცოცხალია, ასე რომ შემიძლია იმედი მქონდეს, რომ ერთხელ მაინც გავიცნობ მას. არ არსებობს უხარისხო ლიტერატურა, გარკვეული წრისთვის ის შედევრია, შენთვის კი უხარისხო. სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურას ერთმანეთს კი ნამდვილად ვერ შევადარებ, კინგი კინგია, ბულგაკოვი კი ბულგაკოვი.
კინგი საუკეთესოა.
ის გენიოსია და შედევრებს ქმნის.
არ მესმის რატომ გაქვთ ისეთი შთაბეჭდილება თითქოს არ ვარგა და კითხვის დაწყებაც არ გინდათ.
კინგი ცხოვრებას სხვა თვალით შეგახედებთ.
კინგი ყველაფერია.
სტივენ კინგი – უბრალოდ გენიოსია, ყველა და ყველაფერზე მეტად ადამიანური და ადამიანი, ვის გულშიც შიში ცხოვრობს.
ეს შიში არ გვაძინებს,
არ გვაძლევს საშუალებას ცხოვრებას დავნებდეთ
და კვლავ არ გვაშინებს იმ ბოროტი პოლიციელის მოსვლა
რომელმაც შეიძლება ერთხელაც გამოგვიჭიროს…
ან თხრილში გადაგვაგდოს.
კინგი საოცრება და ყველაზე განსაკუთრებული ადამიანია, ვისი მოსმენაც ნამდვილად ღირს.
კინგი შენი მეგობარია.
კინგი ძმაა, მამაა, ბიძაშვილია და კინგი ყველა ჩვენგანის შიშია, რომელსაც თავს ვერასდროს დავაღწევთ მცდელობების მიუხედავად!

და მალე, უკვე სულ რაღაც ერთ დღეში, ან იქ როგორაა დრო, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ მაქსიმუმ ორი დღის შემდეგ მას დაბადების დღე აქვს. იმ სამი დღიდან ერთ-ერთია, როდესაც ის ისვენებს და არაფერს არ წერს, მთელი დღე ოჯახთან ერთად ატარებს, რაც არ უნდა მოხდეს, ქვეყანაც რომ დაინგრეს. აი ეს ადამიანი, ასეთი მოსიყვარულე, ძალიან საყვარელი, გენიოსი მწერალი და დიდი, უდიადესი ადამიანი, უბრალოდ არ მოვლენილა ამქვეყნად, რომ არაფერი ეკეთებინა. მისი სახელი დღეს მცირეოდენმა თუ არ იცის, სამაგიეროდ მის ფანთა რაოდენობა ურიცხვია და ის ყოველთვის მეგობრულია. ეს მისი წიგნებიდან, მისი გაკეთებული წინასიტყვაობებიდანაც ჩანს, თუ როგორ გაძლევს იმედს, როგორ გეხმარება და სტიმულს გაძლევს, რომ შენც აიხდინო შენი ოცნებები, რადგანაც როცა მან წერა დაიწყო, მხოლოდ ერთი საბეჭდი მანქანა ჰქონდა, ორი დახეული ჯინსი და საბეჭდ მანქანას ერთი ადგილიდან მეორეში დაატარებდა, საცხოვრებელ ადგილს ხშირად იცვლიდა, ეს იყო ადამიანი, რომელიც ძალიან დიდ გასაჭირში ცხოვრობდა, მაგრამ მან მიაღწია უკიდურეს ზღვარს, მიაღწია რაც უნდოდა იმას და ახლა ის ძალიან ბედნიერად ცხოვრობს თავის ოჯახთან ერთად.

მე კი ამ დღეს, 21 სექტემბერს, გულმხურვალედ ვულოცავ მას, რადგან ის არის ადამიანი, ვინც ჩემთვის ყველა მწერალზე მეტად ახლოა, ვინც კარები გამიღო თავისი შემოქმედებისა და საიდუმლოების.

ყველაზე ადამიანურობა შენარჩუნებული ადამიანი, რომელიც ჩემგან ასე შორსაა. კიდევ მინდა რომ დაწეროს ძალიან ძალიან ბევრი წიგნი, მაგრამ 21 ში ნამდვილად არა. ძმაო, დასვენება გჭირდება, შენც ადამიანი ხარ მანქანა ხომ არა. დაისვენე და შემდეგ განაახლე მუშაობა. დიდ პროექტებს ველით კიდევ.

გილოცავ სტივენ! ჩემო საამაყო მეგობარო!

ეს წელი წარმატებით გავიარეთ ერთად, შენი წიგნებიდან იმდენი რამ წავიკითხე და იმდენი ამბავი მომიყევი, ხანდახან ერთმანეთში მერევა ხოლმე, მაგრამ ვცდილობ, კიდევ მეტი გავიგო შენზე, შენს წარსულზე, შენი მონაყოლით ეს უკეთსად ჩანს.

სტივენ კინგი – ნათება

სტივენ კინგი – მიზერი

სტივენ კინგი – მწვანე გზა

სტივენ კინგი – უძილობა

სტივენ კინგი – მისტერ მერსედესი

სტივენ კინგი – ჯოილენდი

სტივენ კინგი – ჩონჩხების გუნდი

სტივენ კინგი – ნისლი

სტივენ კინგი – ბნელი კოშკი – მსროლელი და სამის გამორჩევა

სტივენ კინგი – მობილური

სტივენ კინგი – წელიწადის დრონი

სტივენ კინგი – უიმედოთა ქალაქი

და კიდევ… ორი მოთხრობა ვთარგმნე შენი, მაგრამ არც ისე კარგად და ამის ცოტა მერიდება კიდეც, თუმცა მაინც გამოვაჩენ.

ჯონათანი და ქაჯები

სასტუმრო გზის ბოლოს

ძალიანაც ნუ დამძრახავ. მართლა მაგრად მიყვარხარ და გილოცავ დაბადების დღეს… მეგობარო!

სტივენ კინგი – და ბუა მოვიდა

Advertisements

4 thoughts on “სტივენ კინგი – კაცი რომლის გულშიც შიში ცხოვრობს

  1. უკვე დავუკავშირდი ორივე გამომცემლობას 40 გვერდი მაქვს უკვე ნათარგმნი და ჯერ-ჯერობით არაფერი უპასუხიათ…
    არადა ძალიან საინტერესეო და დაძაბული რომანია…თებერვლის ბოლოსთვის დავამთავრებ იმედია თარგმნას…მაქსიმუმ მარტისთვის და მანამდე ხომ უნდა მოველაპარაკო გამომცემლობას…
    მაგრამ სამწუხაროდ ჩემს წერილზე არ მპასუხობენ…მომიწევს თბილისისკენ გამოსეირნება 🙂

    Like

    • ^_^ მაგრამ თარგმნა ერთია და ჯერ ხომ საავტორო უფლება უნდა იყიდოს გამომცემლობამ თქვენი თარგმანი რომ გამოსცეს ❤
      როგორ მინდა ამ წიგნის წაკითხვა მმმ… და საავტორო უფლების მიღება კი ცოტა პრობლემურია, უფრო სწორედ კი ვიცი რომ რასაც მოინდომებ ყველა წიგნზე მაშინვე არ მოგცემენ უფლებას, თორე აქამდე რამდენი კარგი რომანი ითარგმნებოდა კინგის და რამდენი იქნებოდა ჩემ თაროზე. ❤ პირველ რიგში “IT” შემდეგ კი 11/22/63 ის წაკითხვაც ჩემი ოცნებაა ძალიან ❤
      ეს წიგნი ან დიოგენემ უნდა გამოსცეს ან პალიტრამ, სხვა გამომცემლობა ვფიქრობ ვერ გამოსცემს, რადგან კინგის აგენტები მესამე გამომცემლობასთან აღარ თანამშრომლობენ საქართველოში.. უფლებები მხოლოდ პალიტრას და დიოგენეს აქვს და გირჩევდით, როცა თარგმნით ორივეგან მიიტანოთ და აჩვენოთ ❤ წარმატებები!!
      დიდი მადლობა კომენტარისთვის 🙂

      Like

ვისაუბროთ

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s