მე და საქართველო

123132

მე ყოველთვის იმ საქართველოს ნაწილი ვიყავი, სადაც ხალხში თავისუფალი აზრი არ არსებობდა, სადაც ყველა ერთმანეთის დაჭმასა და დამცირებაზე იყო გადასული, და იმის ნაწილი თავისთავად ვხდებოდი, ჩემი სიჩუმის გამო. ცხოვრება რთულია, რადგანაც ყველანაირი ადამიანი ცხოვრობს და უამრავი ცხოვრება იკვეთება ერთმანეთთან. უამრავი გზა, ერთმანეთის და მათი სიმთვრალით და დაუფიქრებლობით გაჟღენთილი ცა, ჰაერი, მათი შურიანი და ანთებული თვალებით დაბინძურებული ქუჩები, ერთმანეთის განცდებით მცხოვრები ადამიანების გზებიც იკვეთება და მე ამ ყველაფერს ჩუმად ვადევნებ თვალს, ამ გულისტიკივლს, დამამძიმებელ მწუხარებას და ყოველმხრივ ფაქიზ გარემოს არ უხდება მოჩხუბართა გინება, ერთმანეთისთვის მუქარა და არც უხდება იქვე, გზის ნაპირას „ბარდიულზე“ ჩამომსხდარი უბნის ლოთები, რომ სვამენ ლუდს და თან ლაპარაკი უწმაწური სიტყვების გარეშე არ შეუძლიათ.

შეიცვალა საქართველო… დაბინძურდა… მხოლოდ საცხოვრებელი ადგილი გახდა… და არა ლამაზი ხეივანი, ხედი რომლის სილამაზეც თვალს მოგტაცებდა და დაგატყვევებდა, მოგაჯადოებდა. ეს ის საქართველო აღარ არის, ადრე რომ იყო, ეს სრულიად სხვა საქართველოა, თითქოს რაღაც ძალამ ალტერნატიულ რეალობაში გადაგვისროლა და ცხოვრება შავ-თეთრი ნაბეჭდი ფურცელივით მიდის. მხოლოდ გრძნობების გარეშე. მე კი მგონია, არა, კი არ მგონია, არამედ უფრო იმედი მაქვს, რომ არსებობს საქართველო, ძველი საქართველო, რომელიც ისევ ისეთი სულისკვეთებითაა სავსე, ისევ ისეთი ლამაზია, სადაც ადამიანებს ერთმანეთი უყვართ, ქალს პატივს სცემენ, მის თანდასწრებით არ შეიგინებიან და მოხუცს გზაზე გადაყვანაში დაეხმარებიან. მჯერა, რომ არსებობს ჯერ კიდევ ხელუხლებელი და გაუნადგურებელი საქართველო, რომელიც დაღმა თავით კი არ ეშვება უფსკრულისკენ, არამედ კვლავ გმირებს მიჰყავთ ისინი დიდებისაკენ და ჩვენ, ყოველშემთხვევაში მე მაინც ამ საქართველოსკენ მიმავალ გზას ვეძებ და მსურს, დავიბრუნოთ ძველი მეობა და გავთავისუფლდეთ ჭუჭყის სქელი ფენისაგან. როგორც ამ ჭუჭყის ფენის ქვეშ არის სისუფთავე, ისევე მჯერა რომ საქართველო, რომელიც გაბრწყინებასთან ახლოსაა და ძველი დიდება კვლავ შენარჩუნებული აქვს ჯერ კიდევ არსებობს. ვეძებ გზას და იმედს არ ვკარგავ, რომ ვიპოვი, როგორც ნებისმიერ გვირაბს, მახეს, თუნდაც ეგვიპტის პირამიდას, აკლდამას ან მაღაროს, ყოველი შემთხვევისთვის აქვს მეორე გასასვლელიც, ვაითუ პირველი ჩაინგრა, ასევე იმ მეორე გასასვლელს ვეძებ, რომელიც აქვეა, ალბათ ჩემს თვალწინ, მაგრამ ჯერ ვერ ვხედავ.

ხანდახან ვფიქრობ, რომ მეც უნდა დავყარო ფარ-ხმალი. ვფიქრობ, რომ ვერაფერს ვიზამ, ან მე რა უნდა გავაკეთო, ერთი უბრალო ადამიანი ვარ, ჩვეულებრივი გრძნობებით, თუმცა ერთის განსხვავებით, რომ მე ვგრძნობ მთელ ამ დრამატულ სცენებს და ამ სიბინძურის სუნიც საშინლად მაღიზიანებს. ზღაპრები რეალური მეგონა ხოლმე, ახლაც მგონია და კვლავ რომ არის, სიყვარული ბოლოს ყოველთვის იმარჯვებს და ყველა ზღაპარი კეთილად სრულდება, მიმაჩნდა ხოლმე საქართველოც იყო იმ ზღაპარში. საქართველო ის ფიფქია იყო, რომელსაც მოწამლული ვაშლი აჭამეს, დააძინეს სამუდამოდ და ვერასდროს გაიღვიძებდა რომ არა ჯადოსნური, აღმაფრთოვანებელი, გასაოცარი და საოცრად ულამაზესი გრძნობა – სიყვარული არ ყოფილიყო და პრინცს არ ეკოცნა მისთვის.

საქართველო გაბრწყინდება, მეც გზას ვიპოვი იქ დასაბრუნებელს, როგორც ზღაპრებში, აქაც, ყველაფერი კარგად დასრულდება.

     ერკე მიდასი

Advertisements

ვისაუბროთ

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s