ჯერონიმო და ერკე მიდასი

12003889_1176514309029320_1727677694753071933_n

ვფიქრობ, კარგად გახსოვთ, ის პოსტი, რომელიც ჯერონიმოს გაქცევას მივუძღვენი. კარგად დაფიქრდით, გადაავლეთ თვალი ჩემ პოსტებს და ნამდვილად გაგახსენდებათ, თუ მაინცდამაინც ახლა ამოგივარდათ ის ჭანჭიკები, რაც მახსოვრობას ამაგრებს ხოლმე როგორც წესი, მაგრამ განა ყველას აქვს ეგ… ნურას უკაცრავად.

ხო, საქმეს დავუბრუნდეთ.

აი პოსტი ვინც არ იცით… —> ჯერონიმო სტილტონი – ავდექი და წავედი… მაგრამ ვფიქრობ ყველას ნანახი გაქვთ და ეს არავის გჭირდებათ.

რამდენი ხანი ველოდი ჯერონიმოს გაცნობას, როცა რა თქმა უნდა ნაპოლეონის ცხოვრების კარგად გასაცნობად წასული დაბრუნდებოდა მაშინ და აი ისიც დაბრუნდა, ზუსტად ორი დღის წინ მეახლა, როცა ბიბლუსის გალერეაში ვნებივრობდი წიგნებთან. მოვიდა და მეუბნება “შენ ხარ ერკეო?” მე ჯერ ვიბნევი, მართლა ვიბნევი და ვხვდები, რომ არ მესიზმრება და ის მართლაც ჩემთანაა, თაგვი რომელიც ლაპარაკობს. აბა წარმოიდგინეთ, თქვენ რა დაგემართებოდათ მის დანახვაზე, მე კიდევ, უკეთესი რეაქცია მქონდა, იმასთან შედარებით, რაც თქვენ გექნებოდათ ალბათ. ხოდა მერე კაი ბიჭივით მართმევს ხელს, მხარზე მეორეს მირტყავს და ხმა ამოიღე ენა ჩაგივარდაო? – მეუბნება.

ძლივ-ძლივობით მაინც ვიღებ ხმას და ვეუბნები.

“შენ ის არა ხარ? აი რა ქვია იმასა, ხო, თაგვი, მაგრამ ჩემხელა რატომ ხარ? – მერე დავფიქრდი, გონებაში გადავავლე იმ ინფორმაციას, რაც მიღებული მქონდა აქამდე, მაგრამ მისი სახელის გახსენება მაინც გამიჭირდა. ამის მერე ცნობილი რეპერი ჯერონიმო გამახსენდა და ისიც თავისით ამოტივტივდა გონებაში. – ჯერონიმო ხო?” – მან თავი დამიქნია. შემრცხვა მისი სახელი რომ ვერ გავიხსენე, არათუ ის, რომ თაგვი იყო, რადგან ჩემ სიმაღლე აშოტილიყო და თაგვის ფორმაში გადაცმული ადამიანი მეგონა. ვიფიქრე დაბლა უნდა მომეძებნა, სადაც თაგვების ადგილია, მაგრამ ეს მაინც რესპექტაბელური მისიე უთაგვესობა, მაინც დიდი აღმოჩნდა…

ააა, მივხვდი. აი სად ყოფილა კატის თავი დამარხული. როცა ის თავისი კუნძულიდან წამოვიდა, ჩვენი სიმაღლე გახდა და ყოველთვის, როცა გამომცემლობა პალიტრა L-თან თანამშრომლობს და მოემგზავრება ტექსტებით დატვირთული ხურჯინით, ყოველთვის ამხელა, ადამიანის ტოლი ხდება, მაგრამ აქამდე პანიკა რატომ არ ატეხეს მის დანახვაზე. ნამდვილად ძალიან მაგარი კუნძულია, ალბათ მე რომ იქ მოვხვდე თაგვის ზომა გავხდები. – ამას ვფიქრობ და კვლავ ჯერონიმოს ვუყურებ და ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ. ხომ ვიცოდი კი არადა მეგონა რომ პალიტრას წარმომადგენელი გადმომცემდა ჩემს მოგებულ წიგნებს და ჯერონიმო არც იკადრებდა ჩემთან შეხვედრას.

საერთოდაც, ახლა უნდა გამოგიტყდეთ იმაში, (ოღონდ ჯერონიმოს არ ეწყინოს) რომ თავიდან ჯერონიმოს არსებობა ცოტათი მეეჭვებოდა, მაგრამ ახლა დავრწმუნდი ვცდებოდი.

2015-09-10 19.59.40პარკიდან იღებდა და სათითაოდ მაძლევდა ჩემ მოთხოვნილ წიგნს. თან მეკითხებოდა ეს არ გინდოდაო? ნამდვილად იფიქრებდა ეს შტერი ვინ არის, როგორ გაიმარჯვაო, რადგანაც კვლავ მიჭირდა ხმის ამოღება და მისი რეალურობის დაჯერება, ხელიც კი შევახე მის ფაფუკ კანს, მაგრამ ჩვენი თაგვებისგან განსხვავებით სუფთად ჩაცმული და დაბანილი იყო, თან სურნელიც რა კარგი ასდიოდა. ერთი სიტყვით არც განზე გახტა შეხებისას და მისი კანიც და თმებიც როგორი ფაფუკი ჰქონდა, ძალიან თბილი ვინმე იყო. როცა ძალიან დამცხა და სუნთქვა გამიჭირდა, მივხვდი მის მკლავებში ვნებივრობდი, ვეხუტებოდი და არა მხოლოდ ხელს ვუსვამდი. გული რომ იჯერა, ჯერ გილაინ ფლინი ამოიღო, შემდეგ ჯეიმზ პეტერსონის “ობობას გამოჩენა”, იუ ნესბოს “თავებზე მონადირეები” და მერეღა ამოიღო ბოლო, გაგიკვირდებათ და ამ წიგნებს შორის სტივენ კინგის “მობილური” არ იყო. თვალები შუბლზე ამივიდა და გამიკვირდა საიდან მიხვდა, რომ კინგი მექნებოდა, ნუთუ ჩემ ბლოგს თვალს ადევნებს ხოლმე?! – მერე ამაყად გავიჯგიმე, ძალიან მესიამოვნა ასეთი მკითხველი რომ მყავს, სათაგვეთის ექოს რედაქტორი, ბესტსელერების ავტორი და ისიც, ვინც მის გამოცემაზე ზრუნავს.

არა, ნამდვილად ამივარდა თავში, ასეთი წარმატებისგან და შემდეგ სიამოვნებით მივიღე ის წიგნები, რაც მინდოდა. ჩემ აზრებს კითხულობდა უეჭველი. შემდეგ კი მკითხა.

“სურათის გადაღება შეიძლება დიდო ერკე?” – ხელი ჩამომართვა და ასე ვიყავით რამდენიმე წამი, სანამ ფოტოგრაფი, ვინც მას მოჰყვა, ისიც ასევე თაგვი, სურათს გვიღებდა. პირველად ვიყავი თაგვების გარემოცვაში და არ მეშინოდა. მოიცა, ფოტოგრაფს რა ერქვა? ახლავე… ჯინოო თუ რაღაც ამდაგვარი სახელი მითხრა, თუმცა ისე ვიყავი მართლა შოკირებული რატომ არ მიკვირს, რომ არ დამამახსოვრდა?!

2015-09-10 20.01.48რაღაცაზე ხელი მომაწერინა, მაშინ ჩემი სიკვდილით დასჯაზეც კი მოვაწერდი ხელს, რა თქმა უნდა, შემთხვევით, აბა განგებ რას მოვაწერდი გაგიჟდით?! ასე მიცნობთ? თავგზააბნეულმა ხელი ორჯერ მოვაწერე, ორ ფურცელზე და შემდეგ კიდევ რაღაცაზე. ის თურმე სხვის ყოფილა და სხვა სახელით უნდა მომეწერა. ვიცოდი ვისიც იყო, კონკურსში სამნი ვიყავით, ერთი აკლდა ამიტომ ჩემი ინტუიციაც კი არ იყო საჭირო, რომ მივმხვდარიყავი ეს ჩემი და სტივენ კინგის დაუძინებელი კატის, გიორგი მუზაშვილის ფურცელი და წიგნები იყო.

მე კი მაინც გული დამწყდა, ეს წიგნები, რომ არ შემხვდა. როგორც გამარჯვებულს, ვიფიქრე ორივე უნდა მოეცათ და ასევე ის პრიზი, მთავარი პრიზი ტოპ თრილერის ოთხეული, სამი მუშკეტერის სხვა ვერსია. ოთხი ერთისათვის და ერთი ოთხისათვის.

მერე სხვა ბავშვებთანაც გადაიღო სურათები, ჩემთან მაინც პირველი მოვიდა და თავი ზევით მქონდა ამაყად აშვერილი და ვფიქრობდი, რას უკეთებენ თაგვებს, რატომ კლავენ, როცა ისინი ჯერონიმოს თანამოძმეები და ალბათ სათაგვეთში კაი თანამდებობის მქონე თაგვები იქნებოდნენ და გაგვეგზავნა თაგვების კუნძულზე. აქაც ჯერონიმოს მე ხელს არავის დავაკარებინებდი, ვინც დიდი სათაგურით მოვიდოდა, არავითარ შემთხვევაში. ის ჩემი მეგობარი გახდა და ძალიან საყვარელი თაგვიც აღმოჩნდა. ყველას კი არ ჰგავს…

ამ ქვეყანაში არ არის სამართალი, ხალხო არა. რამდენი ხანია გავიძახი და ყურადღებას არავინ მაქცევს. მარა რად გინდა, ერთი იმის ღირსიც არ გამხადეს, რომ ჩემი სათქმელი ხმამაღლა მეთქვა და …

და….

მტერს თავხედობას ვანანებ, სადაც კი გადავეყრები, ჯერონიმო ჩემი ძმაა – ვსო, ხელი არავინ დააკაროს.. თაგვების დამცველთა საზოგადოების ჩამოყალიბებასაც ვაპირებ და ვისაც გინდათ გვერდში დამიდექით.

და ამ ფიქრებში წასული და კვლავ იმ ეჭვებში, რომ სიზმარი არ იყო ეს წიგნები მაშინვე სახლში გავაქანე. მეშინოდა უკან არ წაერთმიათ ან არ გამღვიძებოდა და არ გამქრალიყო. არც ერთი მოხდა, არც მეორე და ახლა მე თავებზე მონადირეს ვკითხულობ, რომ მზად ვიყო კატების დახვედრისთვის. კატების მფარველს კი ახლა რომ ჩავუგდო ეს ჯერონიმოს წიგნები, ალბათ მიაგნებს იმ კუნძულს და სულ გაწყვიტავს თაგვებს.

რაღაც უნდა მოვიფიქრო.

ჰმ…

ერთი გეგმა მაქვს…

Advertisements

One thought on “ჯერონიმო და ერკე მიდასი

  1. გამოხმაურება: იუ ნესბო – თავებზე მონადირეები | ერკე მიდასი

ვისაუბროთ

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s