ემილი ბრონტე – ქარიშხლიანი უღელტეხილი

shop_product_image_121007ჩემს მრჩევლებს დავუჯერე, რომელიც თავის დროზე ამ წიგნის წაკითხვას მირჩევდნენ და ბიბლუსის გალერეაში წავაწყდი თუ არა ხელი ვტაცე, დავჯექი იქვე და კითხვა დავიწყე. სამი დღე ერთად დაუვიწყარი დრო ვატარეთ, არ გჯერათ?

მიმაჩნია, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. “ქარიშხლიანი უღელტეხილი” უბრალოდ საოცარი წიგნი იყო. სიძულვილის ამბავი, რომელიც გთრგუნავს, მაგრამ ამავე დროს მაინც არ ანებებ თავს კითხვას. გინდა, რომ ბოლომდე ჩახვიდე და წიგნს მოწყდე – ეს შეუძლებელია…

მიუხედავად შემაძრწუნებელი ისტორიისა, მე ეს წიგნი შემიყვარდა და მინდოდა, რომ არასდროს დამთვრებულიყო, თან მაინც თუ დამთავრდებოდა, ვნატრობდი კეთილად და კარგად დამთავრდეს-მეთქი, ყოველ წუთს ჩემი გულის გამალებული ძგერა მესმოდა, ვიჯექი მთელი დღის განმავლობაში, ამასობაში კი ხან ვინ შემოდიოდა და ათვალიერებდა წიგნებს ან ყიდულობდა, ხან ვინ… მე ხანდახან თვალსაც კი გავაყოლებდი (აბა ისე როგორ?!) და წამძლევდა ცდუნება იმის გაგების, თუ რა წიგნი აირჩია საყიდლად, ან რა წიგნს კითხულობს ჩემს გვერდზე მჯდომი ბიჭი ან გოგო.

რაც შეეხება ქარიშხლიან უღელტეხილს. ეს თითქმის მიუვალი ადგილია მთაში. ამ მხარეს ასე იმიტომ ეძახდნენ, რომ საშინელი ამინდები იცის, ზამთარი გაცილებით ადრე დგება და ყინვაც სასტიკი იცის. “ქარებში” ერთი სახლიც იდგა, რომელიც ნახევარსაუკუნოვან ისტორიას ინახავდა, სახლი სადაც ყველაფერი დაიწყო. ეს ისტორია კი ეხებოდა კაცს, რომელიც დაჩაგრეს, აქციეს მონსტრად და შემდეგ როგორ იქცა ის ეშმაკის მოციქულად, ეშმაკის ხელად, რომ შური ეძია მათზე ვინც მას ბავშვობა გაუმწარა. ეს არის ისტორია იმ დიდ სიძულვილზე, რომელსაც კაცის გული იტევს. ისტორია სიყვარულისა და სიძულვილის, რომელიც არასდროს არსად არ წამიკითხავს. ნათლად ჩანდა ის ბრძოლა ადამიანის გულში, რომელიც ადამიანს ხან სასტიკს და ხანაც ლმობიერს ხდიდა.

მისტერ ჰიტკლიფი ერქვა. მას შურისძიება უნდოდა ორ ოჯახზე, რომლებმაც მასზე დიდი გავლენა იქონიეს, მასზე და მის ასეთად ჩამოყალიბებაზე. უყვარდა ქალი, რომელიც მისი არ იყო, უყვარდა მამა, რომელიც მამამისიც კი არ იყო. მამის კანონიერ შვილებს შესძულდებათ ის, ამან კი მისი ცვლილება გამოიწვია. შეიცვალა სრულიად საპირისპიროდ, მაგრამ მასში მაინც იყო, რაღაც ადამიანური, რაც საბოლოოდ არ შეგაძულებთ მას. მართალია რომ ის ყველაზე დიდი გარეწარი იყო, ვინც კი ოდესმე გინახავთ, ყველაზე ბოროტი და მის ბოროტებას საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ მასაც ჰქონდა გრძნობები…

ვფიქრობ ხოლმე, რომ ადამიანს კარგად უნდა მოეპყრა და რომ ცუდი მოპყრობა ყოველთვის აისახება მასზე. უნდა ექცეოდე მეგობრულად და არ უნდა შეიჯავრო იგი, რადგან ადამიანების ქცევები მოქმედებენ შენს სრულიად ჩამოყალიბებაზე, ანუ ისეთი როგორიც საბოლოოდ დადგები. მას რთული ბავშვობა, რომ არ ჰქონოდა, რომ ჰყვარებოდათ და არც სძულებოდა იმ სახლში ყოფნა, განა ასე მოიქცეოდა?! არა, არ ვამართლებ, რადგან შურისძიება არ არის გასამართლებელი, მაგრამ როცა წაიკითხავთ თქვენც გაგიჩნდებათ ეს კითხვა, აუცილებლად. და მაინც არ დაგასპოილერებთ, თვითონ წაიკითხეთ და ყველაფერს ნახავთ.

tumblr_mrx10tUuy21s7a0b4o1_500და მთელი ეს ისტორია, შეიძლება მოგეჩვენოთ გადაჭარბებულადაც, ან ძალიან შემაძრწუნებლად, შემზარავად, მაგრამ თქვენ მაინც განაგრძობთ ამ წიგნის კითხვას და არ მოისვენებთ სანამ არ მიხვალთ ბოლომდე და არ გაიგებთ მეტს.

სანამ ყველაფერი არ გაირკვევა… ცხოვრება ხომ ზღაპარია, ყოველთვის მჯერა, რომ არსებობს ყველა სიტუაციიდან გამოსავალი და ყველაფერი კარაად უნდა დასრულდეს. შეიძლება, მაგრამ ამ წიგნზე დასასრულს ვერაფრით იწინასწარმეტყველებ.

“ქარიშხლიანმა უღელტეხილმა” ბევრი რამ მასწავლა. მასწავლა ის, თუ როგორც არ უნდა მოიქცე ცხოვრებაში, მასწავლა რომ უნდა მოუფრთხილდე მათ ვინც გიყვარს (თუმცა ამას ისედაც ვაკეთებდი), რადგან არასდროს მოგეცემა მეორე შანსი, რომ კვლავ შეგიყვარონ. მასწავლა, რომ სიბოროტით არავის უნდა უპასუხო, რადგან ყველაფრის პატიება შეიძლება, უნდა აპატიო და შეიყვარო ისინი, ვინც რაიმე დაგიშავა ან გაწყენინა, რადგანაც თუ შურისძიებისკენ გიბიძგებს გონება, დიდი შანსია იმის, რომ დარჩე მარტო და მარტოს მოგიწიოს სიკვდილი, არავის უყვარდე და ყველა შიშით გყავდეს მხოლოდ ხელში, მაგრამ როცა ძალა წაგერთმევა და დაუძლურდები, არავის აღარ შეეშინდება შენი და ყველა ისე მიგატოვებს, როგორც ძველ ნივთს, რომელსაც ვეღარაფერში გამოიყენებ.

ქარიშხლიანი უღელტეხილი უკვე ჩემს საუკეთესო წიგნებს შორის მოხვდა. ამბავი სიძულვილისა ასე ლამაზად მოყოლილი. მაგრამ მაინც არ მესმის, როგორ შეიძლება ადამიანს შეეძლოს უდიდესი სიძულვილი გამოავლინოს სხვა ადამიანის წინაშე, ამავე დროს კი გასაოცარი სიყვარულიც?!

წიგნის მოძიება მარტივად შეგიძლიათ ბიბლუსის ქსელში. ის ხომ პალიტრას “49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ” სერიაშია გამოცემული. თქვენ კი ჩემო მეგობრებო, სასიამოვნო კითხვას გისურვებთ!

ფრაზები:

“ნამდვილი ზანგიც, რომ იყო, სიკეთე სახეს მაინც გაგილამაზეს, დახურული გული კი ულამაზეს სახესაც მახინჯად აქცევს.”

“ადამიანი ისეთი არსებაა, ადრე თუ გვიან საკუთარ თავზეც იზრუნებს. ერთი ეგ არის, სათნოსა და სულგრძელს სხვანაირად უყვარს თავი, გოროზსა და მედიდურს – სხვანაირად”.

Advertisements

6 thoughts on “ემილი ბრონტე – ქარიშხლიანი უღელტეხილი

      • ერთი დიდი სიძულვილის ისტორიაა, გაბოროტებული ადამიანი როგორ უნგრევს ყველას ცხოვრებას. თუმცა მთავარი მაინც ის საფუძველია, რამაც ამხელა შურისძიების სურვილი გამოიწვია. არადა, ერთი შეხედვით, ყველაფერს სიყვარულისთვის აკეთებს.
        ჰიტკლიფი ბოშა იყო და უპატრონოდ მიგდებული ერნშოუმ სახლში წამოიყვანა, ამ ერთი შეხედვით კეთილშობილურმა საქციელმა ორი ოჯახის ისტორია მთლიანად განსაზღვრა.
        ადამიანების პიროვნებად ჩამოყალიბებას ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს, ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენები უკვალოდ არ ქრება და ილექება. ბავშვობაში მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმები კი ყველაზე მძაფრად ვლინდება და წლების შემდეგ ცნობიერში ამოდის. ამიტომაა ხოლმე თითქოს უმნიშვნელო ქმედება ღრმა კვალს რომ ტოვებს ადამიანის ცხოვრებაში.
        როცა უარყოფითი ემოციები გროვდება და შურისძიება თვითმიზანი ხდება, სიყვარულიც ასეთივე ბოროტული ხდება. ბოროტული სიყვარული კიდევ ცალკე თემაა, მე ასე ვუწოდებ ყოველშემთხვევაში, თორემ სიყვარულია თუ არა ეგ კიდევ საკითხავია. არც ის ვიცი, თავად ცნება “სიყვარული” მხოლოდ დადებითს მოიცავს თუ შესაძლებელია გიყვარდეს, მაგრამ მაინც ცუდს უკეთებდე, ან შენ გეგონოს, რომ კარგია, არადა ცხოვრების ნგრევა იყოს. ვინ რას და რა მოტივით აკეთებს რას გაიგებ. როგორც ამბობენ ხოლმე, ყველას საკუთარი სიმართლე აქვს.
        “ქარიშხლიან უღელტეხილში” ერთგვარი სასიყვარულო სამკუთხედიც ხომ იკვრება. ვერ ვიტან კეტის ასე რომ არია ყველაფერი, ორივე გააუბედურა და თვითონაც დაიტანჯა, იზაბელა კიდევ უტვინოა. სულ მიკვირს ხოლმე როცა ქალები იმას მიყვებიან ცოლად ვინც არ უყვართ. ვერც იმ კაცების გამიგია, ერთის დასავიწყებლად მეორეს რომ ირთავენ, ამ მეორე კატეგორიაში მოყოლილი ქალებისა კიდევ ხომ საერთოდ არაფერი მესმის… :დდ ასე რომ.. :დ რასაც ვფიქრობდი ყველაფერი ვთქვი.

        Like

ვისაუბროთ

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s