გიორგი კეკელიძე – მურმანის სევდა

shop_product_image_155925გიორგი კეკელიძე – ავტორი, რომლის სახელიც არაერთხელ გაჟღერებულა მედია სივრცეში თუ სოციალურ ქსელში და ვისი წიგნების შესახებაც ხშირად მსმენია. ავტორი, რომელმაც უკვე წარმატებას მიაღწია და მისი ერთ-ერთი წიგნი “გურულის დღიურები” ბესტსელერი გახდა (მე კი წაკითხული ჯერ-ჯერობით არ მაქვს). ერთი შეხედვით იფიქრებთ რაშია მისი საიდუმლოო, მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ თუ გაიგებთ მის სამზარეულოში რომ შეიხედავთ. თუმცა არამგონია რომელიმე მწერალმა საკუთარ სამზარეულოში შეგახედოთ, გაგაცნოთ მისი რეცეპტი და ინგრედიენტები ერთმანეთზე მოსხმული, გარეული, ერთმანეთის შიგთავსებში შერეული, ზევიდან კიდევ რაიმე ტკბილი მოსხმული (უეჭველი?!) და ასევე რაღაც სევდიანიც, მაგრამ რა, ეს ზუსტად არავინ იცის და ვერც გავიგებთ რისგან აღწევს ამ ყველაფერს. პატარ-პატარა საიდუმლოებებით ყველა ავტორი უნდა იწონებდეს თავს, და იმით, რომ მკითხველთან ზედმეტი არაფერი წამოსცდეს, ცოტა უცნაური, სულ მცირე საიდუმლოებებით სავსე და აგენტი 007-ივით ყველაფერზე წამსვლელი უნდა იყოს. 

გიორგი კეკელიძე არის ავტორი, რომელიც მცირე ნაწარმოებშიც კი ახერხებს შენს განცვიფრებას. (მე კი ნამდვილად განმაცვიფრა, გამახალისა და დამაინტერესა ისე, რომ ბოლომდე ჩავიკითხე.)

ახალგაზრდა მურმანი, (ოცდათოთხმეტი წლის, რაღა ახალგაზრდა?!) ატყობს თავს, რომ თავისი მეგობარი გოგო აღარ უყვარს. მასთან ცხოვრობს, ერთად ატარებენ დროს, თითქოს უყვარს, მაგრამ თან არ უყვარს და ეს ყველაფერი, საერთოდ ამბავი იქიდან დაიწყო, როცა მიხვდა რომ ნუცა არ უყვარდა. შემდეგ საკუთარ თავში ჩაიხედავს იმის მისახვედრად თუ რა უნდა საერთოდ და კვლავ ერთ აბსურდულ და ოდნავ საკვირველ რამეს აღმოაჩენს, რომ მისი ძმაკაცის და მისი ბოსის, ბოსი ბესოს ცოლი შეუყვარდა.

თუ რას მოიმოქმედებს მიზნის მისაღწევად და გამოუვა თუ არა ეს ყველაფერი წიგნში ნახეთ.

სიმართლე რომ ვთქვა პატარა მოთხრობებისა და წიგნების წაკითხვა სულ არ მსიამოვნებს ხოლმე. კარგად რომ ისიამოვნო თითქოს მარილს აკლებს ავტორი და ბოლომდე ვერ იღებ იმ სიამოვნებას, რაც უნდა მიიღო. ვერც ვკითხულობ ხოლმე, ხანდახან თუ დავატან ძალას და წავიკითხავ, მაგრამ დღეს, სანამ წავიკითხავდი და ხელში ავიღებდი გიორგის წიგნს ერთი ჩემთვის გავიფიქრე “მთავარი რაოდენობა ხომ არ არის გვერდების, მთავარი ხარისხია-მეთქი” და კიდევ გამახსენდა ბულგაკოვის ძაღლის გული, რომელიც ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ისეთი პატარა იყო, მაგრამ – გენიალური!

ხოდა ავდექი და დავიწყე კითხვა. გამეცინა, მეწყინა, დავსევდიანდი და მთლიანად შევიგრძენი და ჩემს სულში ჩასწვდა და ჩაიფერფლა, ჩაინთქა და ყველაფერი ჩამწვა გულში მურმანის სევდამ.

და მივხვდი… მივხვდი მისი წარმატების საიდუმლოს.

პ.ს. თუ წაკითხვა გსურთ, ხომ იცით სადაც უნდა მოძებნოთ? “სხვა დეტექტივი” ჟურნალ პალიტრასთან ერთად გამოდის და მისი სპეციალური ფასი სულ რაღაც 3.50ია. ჟურნალთან ერთად კი 5 ლარი. ვისაც გსურთ 9 აგვისტომდე ჯერ კიდევ გაქვთ დრო მიუსწროთ და შეიძინოთ გიორგის წიგნი, მე კი ახლა პირველის შოვნას ვეცდები და დაველოდები ასევე შემდეგ მის ნომრებს.

Advertisements

One thought on “გიორგი კეკელიძე – მურმანის სევდა

  1. გამოხმაურება: გიორგი კეკელიძე – სიკვდილი პიცერიაში « ერკე მიდასის ბლოგი

ვისაუბროთ

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s