სტივენ კინგი – მობილური (Top თრილერი)

mobiluri copy

პალიტრა მაოცებს, მაკვირვებს, მახარებს და ყველაფერს ერთად მგვრის. ჩემში ემოციების და გრძნობების ტალღა იწყებს ხოლმე ჩანჩქერივით ამოხეთქვას და ვეღარ ვაკავებ. მსიამოვნებს, მაგიჟებს, მაცვიფრებს და სიგიჟის ზღვარამდე მივყავარ.

და წარმოიდგინეთ რა დამემართებოდა, როცა გავიგე პალიტრა კიდევ ერთ წიგნს უშვებდა სტივენ კინგის ავტორობით, ახალ სერიაში “Top თრილერი” რამაც მეთვრამეტე ცამდეც კი ამიყვანა სიხარულისგან და წინასწარ განმაცდევინა თითქოს წაკითხვით განცდილი, ან წიგნის ქონით განცდილი ბედნიერება. როცა უყურებ შენს თაროზე ლამაზად როგორ დევს და უფრო ელე-განტურად მაშინ, რომ გამოიყურება როცა უკვე წაკითხული გაქვს და მხოლოდ თვალს შეავლებ კიდევ, რომ აიღო ხელში და ალალბედზე გადაშალო, ან უბრალოდ დატკბე მისი ცქერით.

წიგნის ყიდვის დღესვე, სახლში მოტანაც კი არ დავაცადე მეტროში ჯერ თვალებდახუჭულმა მისი სურნელი, რომ შევიყნოსე, გადაშლილი, ახალი წიგნის ფურცლების სუნი, გემო, ძალიან ტკბილი იყო. გადავშალე კბილებაკაწკაწებულმა და მაშინვე კითხვა დავიწყე. განცვიფრება – ეს ჯერ კიდევ არ არის ის გრძნობა, რაც მე ამ წიგნის კითხვის დროს დამეუფლა და უბრალოდ “გახარებული” ვიყავი, როცა ვიყიდე?

არა, არა, არა და არა!

წიგნის ყიდვას მხოლოდ გალაქტიკაში მოგზაურობის ბილეთის ყიდვას თუ შევადარებდი მხოლოდ. რომ იცი ცოტა ხანში შენი ფრენაა დათქმული და მალე უწონადობაში ინავარდებ. შეგეძლება ჩაიცვა ისე, როგორც კოსმონავტებს აცვიათ, დიდი სქელი ნაცრისფერი, თეთრში გადამავალი ფორმა, თავზე ჩაფხუტი და უკან ბალონი სუნთქვისთვის. შემდეგ კი მთვარეზე რომ უნდა დაადგა ფეხი და სანამ დადგამ მთელი ერთი წუთი ან მეტი, რომ გადის. გრავიტაციის კოეფიციენტი მთვარეზე სულ სხვაა. და ამ დროს გეუფლება გრძნობა გამარჯვების, ფინიშში პირველად მისვლის გრძნობა, როცა ლენტს გაჭრი და ხელებს აღმართავ, დაეცემი მუხლებით ქვიშაზე და შენს გამარჯვებას ღრიალით აღნიშნავ, ტრიბუნებიდან კი ხალხის შეძახილი გაძლევს ბანს. სტივენ კინგის კიდევ ერთი რომანის ყიდვა ჩემთვის ტრიუმფი იყო, ამომავალი ბრწყინვალება მზის და ვარსკვლავთცვენის ცქერა ჩვენს ამოუცნობ კოსმოსში.

სტივენ კინგი, რომ ჰორორის კვლავ ამომავალი ვარსკვლავი და მეფეა ხომ იცით არა?

ვინც არ იცით და მას მაინც არ თვლით მეფედ, არ კითხულობთ და არ მოგწონთ მისი რომანები, მათ შეუძლიათ თავები დაიხოცონ არ გვეწყინება მე და კინგს.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ რომანს “მობილური” – წიგნში მოქმედება ბოსტონში ხდება, შემდეგ კი მენის შტატშიც გადაინაცვლებთ, სტივენ კინგის ქალაქში, სადაც თვითონ ცხოვრობს და მოღვაწეობს, ალბათ სხვაგან წასვლასაც და სხვა ადგილას ცხოვრებას არც ინატრებდა.  იმპულსმა, რომელიც მობილურიდან გადაიცემოდა ნახევარი მოსახლეობა პლანეტის გადარია, შეშალა და ზომბებად აქცია. გინდათ აპოკალიფსი, ან გინდათ მეორედ მოსვლა ან რაც გინდათ ის დაარქვით, ღვთის სასჯელი თუ კიდევ სხვა რამ, რაც კაცობრიობას დაატყდა ეს მობილურისა და თავად ადამიანების განვითარებისკენ სწრაფვის სურვილის დამსახურება თუ “ბრალია”. ყველამ ვინც იმპულსის გაშვების მომენტში დარეკა, ან დაურეკეს, ყველას ვისაც ტელეფონი ჰქონდა ზომბებად, ადამიანებად აზროვნების გარეშე იქცნენ და მათთვის არსებობდა მხოლოდ ერთი მიზანი – ჭამა. თვითგადარჩენა.

რაც გამახსენდა და ამ რომანთან რაც დავაკავშირე ეს იყო ჩემი საყვარელი სერიალი The Walking Dead, მაგრამ სტივენმა აქაც საოცრად განმაცვიფრებელი რამ მოახდინა ჩემში. დაწერა წიგნი ზომბებზე, მაგრამ ეს არ იყო ჩვეულებრივი რომანი ადამიანთა თვითგადარჩენისა და ზომბებიც არ იყვნენ ბოლომდე ზომბები, “მობილოგიჟები”, როგორც თავად ავტორი უწოდებს მათ, ისინიც რაღაც სტადიებად იყოფოდნენ, პირველი სტადია კი ნორმალური ადამიანებისთვის თავდასხმა იყო, თითქოს ვიღაცამ ჩაუდო ეს ინფორმაცია მათ ტვინში და დანარჩენი პიროვნული ყველაფერი წაართვა. ისინი მოსიარულე მკვდრებად იქცნენ, თუმცა რატომ. ისინი მკვდრები არ იყვნენ, ნამდვილად არა. ისინი ისეთივე ცოცხლები იყვნენ, როგორც ჩვენ და არ ჰგავდნენ სერიალის “The Walking Dead”-ის მკვდარ და მხოლოდ მოსიარულე სხეულებს. ისინი გაგიჟდნენ, წაუშალეს გონება, გადააპროგრამეს და ერთი მიმართულებით მიმართეს მათი ტვინები, ამას კი კომპიუტერი, უფრო სწორედ მობილური ახორციელებდა.

აქედან დაიწყო ყველაფერი. ბოსტონში.

და სიმართლე გითხრათ კითხვის პროცესში არაფრის დიდებით მობილურ ტელეფონს არ ვეკარებოდი იმის შიშით, მეც მობილოგიჟად არ ვიქცე-მეთქი, ეს კი ვფიქრობ სიკვდილზე უარესიც კი იყო, მერე რა რომ მათ განსაკუთრებული თვისებებიც შეიძინეს – კერძოდ რა ამას საიდუმლოდ შევინახავ და სამარის კართან მდგარიც არ გავთქვამ, ჯობს თქვენ  თვითონ გაიგოთ და შესჩივლოთ კინგს.

რომანმა კიდევ ერთხელ შთამაგონა რა არის კარგი, რა ცუდი, როგორ გიფასდება მეგობრობა, ერთგულება და ადამიანის დახმარება, ხანდახან კი ადამიანი ისე უტიფრად იქცევა, რომ მისი დახმარების სურვილიც კი გიქრება. გაღიზიანებს, საშინლად თამაშობს შენს ნერვებზე და ერთი სული გაქვს როდის მოსცილდები, ლაპარაკსაც კი არიდებ საბოლოოდ თავს, ემშვიდობები თავაზიანად და საპირისპირო მხარეს მიდიხარ, აი ზოგჯერ კი თავაზიანობაც არ გამოდის.

ხუთი გადარჩენილი, რომელიც იმპულსის დროს ერთმანეთს იპოვიან, რომლებიც ერთად გააგრძელებენ გზას და ერთმანეთსაც დაუახლოვდებიან, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლებოდა ნორმალურ ვითარებაში ერთმანეთი საერთოდ ვერ გაეცნოთ. კლაი, ტონი, პატარა ელისი, ჯორდანი და სკოლის დირექტორი ერთად შეიყარნენ, არ დაუკარგავთ ბრძოლის ჟინი, იმედს არ კარგავდნენ რომ გაიმარჯვებდნენ…

რამდენიმე ფაქტი მობილოგიჟების შესახებ:

  1. ისინი ძალიან საშიშები არიან.
  2. ებრძვიან ადამიანებს.

  3. არ აზროვნებენ და ჯგუფებად დადიან.

  4. მუსიკა უყვართ.

  5. ღამე იძინებენ, მაგრამ ძილსაც ვერ დაარქმევ და დღე ისინი ერთად გადაადგილდებიან.

მაგრამ განსხვავება ადამიანებისგან დიდია… ადამიანებს კი გადარჩენის შანსი ძალიან მცირე აქვთ. მხოლოდ ძლიერი გადარჩება, ან ისიც ვერა. გადარჩება ის, ვისაც გაუმართლებს.

ბევრი ტკივილი, ბევრი ცრემლი, უამრავი სიკვდილი და ასევე გამარჯვების იმედი. მათთან ერთად ხარ, კინგის ორიგინალურობა და გენიალურობაც ამაშია. არარეალურ რამესაც კი გაჯერებს და გაფიქრებს ყველაფერზე.

რა არის “მობილური”?!

საშუალება დაკავშირებისათვის, ამავდროულად ტექნიკის უახლესი და ერთ-ერთი გამოსადეგი გამოგონება, კინგმა კი ის შემზარავ, გამოუყენებელ საგნად და კატასტროფის დაწყების მიზეზად აქცია, რაც მთავარია დამაჯერა. დღეს თუ არა, ის ხვალ, ზეგ, ან მომავალში შეიძლება მოხდეს, თითქოს არც არის გამორიცხული ხომ?!

და დავამთავრე კითხვა, სრულიად გაოგნებულმა, სახეზე განცვიფრება მეტყობოდა ვიცი და ამ წიგნმა კიდევ ერთხელ ჩამაგდო შოკში, გამანაწყენა ავტორზე, მისი მოკვლაც კი მომინდა რაც მან ჩაიდინა იმისთვის, მაგრამ ვერაფერს შევცვლიდი, ემოციებმა იფეთქეს და ერთ ადგილას იმდენად ამოჩქეფა, კითხვა ვეღარ განვაგრძე რამდენიმე დღე, რადგან ძალიან განვიცადე წიგნში მომხდარი.

ახლა კი ვზივარ, ჩემს ტელეფონს დავყურებ და სტივენ კინგის შემომავალ ზარს ველოდები. მას ხომ ჩემი ნომერი აქვს?

Advertisements

One thought on “სტივენ კინგი – მობილური (Top თრილერი)

  1. გამოხმაურება: სტივენ კინგი – კაცი რომლის გულშიც შიში ცხოვრობს | ერკე მიდასი

ვისაუბროთ

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s