ქარიშხლიანი უღელტეხილი (1992 წლის ეკრანიზაცია)

13270924251774

“ქარიშხლიანი უღელტეხილის” ამ ეკრანიზაციას განცვიფრებულ-აღფრთოვანებული შევცქეროდი და მიჭირდა ემოციების დამალვა. ისე გადადის კადრიდან კადრში, როგორ მისდევს მოვლენები ერთმანეთს და რა განცდებსაც გიტოვებს, მთლიანად გნუსხავს, გიმძაფრებს გრძნობებს და არ ძალგიძს შეეწინააღმდეგო იმ ბოროტ ძალას, რომელიც შენში იღვიძებს ამ ფილმს ყურების შემდეგ, ან მომენტში.
როგორ მსიამოვნებდა ჰიტკლიფის შურისძიებანი, როგორ მინდოდა ისე მოქცეულიყო როგორც იქცეოდა (მიუხედავად იმისა, რომ წიგნში საერთოდ მძულდა, უფრო სწორედ თავიდან მიყვარდა, როცა ყველამ გარიყა, მაგრამ შურისძიებისას აღარ) და ვფიქრობდი რომ ის ორი ოჯახი ამ ყველაფრის ღირსი იყო, იმის გამო რაც მას გაუკეთეს, როგორც მოექცნენ, როცა წაართვეს ყველაფერი, წაართვეს ცხოვრება.
წიგნშიც თანავუგრძნობდი მას, მაგრამ ასე ძლიერ ეს გრძნობა მაშინ არ გამჩენია. მეცოდებოდა ჰინდლი, მეცოდებოდა კეტი და დანარჩენი პერსონაჟები, თუმცა კი ვიცოდი რომ ისინი ამის ღირსნი არ იყვნენ და მათშიც ისევე ბუდობდა ეშმაკი, როგორც ჰიტკლიპში და ისინი მისგან არაფრით იყვნენ განსხვავებულნი.
განსხვავება მხოლოდ ძალაუფლებაში იყო. ადამიანს ძალაუფლება მიეცი და მის არმქონეს ყველაფერს წაართმევს, ძირს გამოუთხრის და სიცოცხლეს მოუწამლავს, ცხოვრების სურვილსაც კი დაუკარგავს, მაგრამ ის იცხოვრებს მხოლოდ შურისძიებისთვის, მისი ყოველი ამოსუნთქვა შურისძიებაზე ფიქრით დაიწყება და დამთვრდება. მისი ყოველი დღე…
ადამიანს არ გააჩნია დანდობის გრძნობა, არც სხვაზე მზრუნველობა უბოძებია უფალს, ის ამას მხოლოდ იმ აუწერელი გრძნობით აკეთებს, რომლის ხილვაც ადამიანთა გვერდით შეუძლებელია, ის უხილავია და თავად ეწვევა კაცსა თუ ქალს.
ამას გარდა, ჰიტკლიფს შეეძლო სიყვარული, მას შეეძლო უდიდესი სიყვარულიც, მაგრამ ასევე უდიდესი სიძულვილიც ამოძრავებდა და აცოცხლებდა მას.
ჰიტკლიფი იყო ადამიანი, ვისაც სიყვარულიც კი წაართვეს და როცა ადამიანს სიყვარული აღარ გააჩნია, მისგან რას ელი კარგს?! Continue reading

Advertisements

ცხელ-ცხელი “ანასტასიას ზარი” და კვლავ ცხელებაშენარჩუნებული “ოსტატი და მარგარიტა”

20150831_163029

დღევანდელი ჩემი ტკბილეული… ძალიან მსუყე ტკბილეულიც კი გამოვიდა. არადა ვფიქრობ, რომ დიეტა უნდა დავიწყო-მეთქი.
მოვიტანე სახლში დიდის ამბით, თან გზაში გულმოდგინედ ვფურცლავდი.
ნამდვილად მიყვარს ახალი წიგნის ყიდვა, იმის შეგრძნება, რომ ისიც ცოცხალია და ხელის გულებში რომ გიფეთქავს სიტყვათა გულის ძგერა და მათი არეული მოძრაობა. მიყვარს, როცა ყურში ჩაგჩურჩულებენ მე წამიკითხეო, შემდეგ მეორე გადმოგძახებს, არა მე წამიკითხე რით მჯობია ის ცინგლიანიო, მოკლედ მთელი ომი მიდის ხოლმე და მე მიყვარს ეს პროცესი. მიყვარს წიგნის არჩევით დაკავებული, რომ ვარ და ვფიქრობ რომელს ვტაცო ხელი და შევახრამუნო ხოლმე უცებ.
კეკელიძის წიგნი დღეს გამოვიდა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ერთად და გადავწყვიტე მეყიდა კიდეც. ეს წიგნი “სხვა დეტექტივებიდან” უკვე მესამე წიგნია და დანარჩენებიც იმედია მალე იქნება…
ოსტატი და მარგარიტამაც მომჭრა თვალი ჯიხურიდან როგორ მადიანად მიყურებდა. მიყიდეო მაშინვე მითხრა. მითხრა, რომ არ გაწყენინებ და თავსაც შეგაყვარებო. ერთი შანსი მომეციო და მეც სხვა რა გზა მქონდა დარჩენილი. ორივეს დავავლე ხელი და წამოვიღე სახლში, რომ მათი ფურცვლისგან ამ ახალ ფურცლებს, ჯერ რომ არ დასტყობიათ არანაირი კვალი კითხვის, გულმოდგინედ და ძალიან დიდი სიხარულით, რომ გადავათვალიერო და ჩავატკბარუნო მათი თითოეული სიტყვა, თითოეული ასო ბგერა, ხელი გადავუსვა და შევიგრძნო კითხვისას მათი საოცარი სურნელიც და მონდომება იმისა, რომ თავი მომაწონონ.
მოკლედ, მე ვირჩევ “პალიტრა L”-ს… აირჩიე შენც!

დავით დეფი – სიტყვები, სიტყვები, სიტყვები

aaa3065a870482c84a0dc815f420cce2

ერნესტ ჰემინგუეი – მოხუცი და ზღვა…

“ის ჩემი მეგობარია, ჩემი ძმა, ამ ქალთან ან მე უნდა დავრჩე ან ის, მაგრამ არც ესაა მთავარი… ვფიქრობ, მთავარი ადამიანის დამოკიდებულებაა სამყაროსთან, და სამყაროს დამოკიდებულება ადამიანთან. ურთიერთება. ესაა საინტერესო, სიხარულით და ტკივილით დატენილი, რაც გარდაუვალია, როგორც ბედისწერა.

  • კი, ზღვაში ღრმად რომ შეცურდები და ანკესებს ჩაუშვებ, სწორედ მაშინ გაიფიქრებ, რომ ბედი არ გწყალობს, თუმცა ვინ იცის?
  • ნიჩბების ყოველი მოსმით მგონია, რომ ბედი გამიღიმებს. ყოველი დღე ერთმანეთს ხომ არ ჰგავს. ცხადია, კარგია, რომ კაცს ბედი გწყალობს, მაგრამ ზღვაში ყოფნისას ამის ფიქრის დრო არ მრჩება, მირჩევნია ჩემს საქმეს მარჯვედ ვაკეთებდე და როცა ბედი გამიღიმებს (და ეს აუცილებლად მოხდება), მზად შევხვდე ჩემს ბედნიერებას.”

” – კი. ადამიანი შეიძლება მოსპო, მაგრამ მისი დამარცხება შეუძლებელია. ამიტომ გვეძახის ზღვა, რომ თუ შნო გაქვს და ამის მართლა გჯერა, ისევ თავიდან დაიწყო ყველაფერი, თუმც წინასწარ გრძნობდე, რომ არაფერი გამოვა.

  • ზვიგენები კი ყოველთვის მრავლდებიან ნავის გარშემო. ყველას ვერ გაუმკლავდება ერთი ადამიანი.”

“ბრძოლას მშვიდობა მოსდევს, რადგან ბრძოლის თავი აღარავის აქვს, არც შნო, ალბათ. მე კი ბრძოლაში მხოლოდ გამარჯვებას ვნატრობ… მშვიდობა ძალზედ ბუნდოვანი რამაა. და მგონი, არც არსებობს საერთოდ.

  • მაშ, აბა რა არსებობს?
  • … მე და ზღვა.

  • ადამიანი და ცხოვრება?”

  • ” – რა თქმა უნდა, არავინ. ცხოვრებაში ყველა იმ თევზს იჭერს, რისი დაჭერის შნოც აქვს. მაგრამ ბოლოს, შეგრჩება კი რამე? თვითონ ცხოვრება შეგარჩენს რამეს?.. ალბათ, ასე თუ გამოიცდება ადამიანი.”

    ოლივერ ტვისტის თავგადასავალი

    “რისთვის უნდა იყოს მზად ადამიანი, როცა ის პირისპირ დგას ბედისწერის წინაშე? მითუმეტეს, თუ მას ჯერ გაცნობიერებული არა აქვს ცხოვრების სახიფათო რეალურობა და მის საქციელს და იმედებს ბავშვური მეოცნებობა ესაძირკვლება, რაც შესაძლოა მისივე ბედისწერის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ იმყოფებოდეს.

    ბავშვობა – ჩემი აზრით, ყველაზე დიდი მადლია ადამიანისთვის, ღვთის საჩუქარია, როგორც ავანსი წინასწარ ბოძებული ყოველდღიურობაში გასარკვევად. ადამიანის ცხოვრების ერთგვარი საძირკველია, რაზეც ყველა ჩვენი ოცნება, საქციელი და გამძლეობაა დაშენებული – პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის.

    ვფიქრობ, ყველაზე მთავარ გამოცდას სწორედ ბავშვობაში გავდივართ.”

    “შენ ჩაუკეტიხართ სიბნელეში? იცი, რა ცუდია, კუთხეში რომ ჩაიმალები, კედელს ეკრობი შიშისაგან და ვერ იძინებ, თვალებზე ხელს იფარებ, რომ სიბნელე არ დაინახო.”

    პოსტი წიგნზე იხილეთ —–> აქ —–> დავით დეფი გოგიბედაშვილი – P.S.

    სოფო ქიტესაშვილი – პირველად

    10959538_342311975968332_4770784626615518407_n

    მომავალი ძალიან მაგარი მწერალი!!!

    როცა გრძნობ, რა უნიკალურ შემთხვევასთან გაქვს საქმე, როცა ხვდები როგორ ჩნდება შენს წინ იმედი იმისა, რომ არ არის არაფერი დაკარგული და ტანშიც საოცრად ჟრუანტელი გივლის, ხვდები რომ უბრალო ადამიანთან საქმე არ გაქვს, იმ გოგონასთან გაქვს საქმე, ვინც მზად არის და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თავისი მიზნები აისრულოს და თავი მთლიანად მას მიუძღვნას.

    როცა ასეთი ნაცნობობა ორივე მხარისთვის ძალიან მაგარი და სასიხარულოა, როცა შენთვის ეს იმ სახლის ძიებას ჰგავს, რომელშიც შეგიძლია თავი შეაფარო წვიმის დროს, მაშინ ეს ყველაზე მაგარი გრძნობაა.
    სოფო კი, მომავალი კარგი მწერალი და ჩემი კოლეგაა და მინდოდა, ვერ მოვითმინე რომ არ დამეწერა.. და ეს პიროვნება ნამდვილად არსებობს, ზღაპრიდან გადმოსული პერსონაჟია, რომელსაც სურს რომ ეს ცხოვრებაც ზღაპარს დაამსგავსოს, სურს, რომ სამყაროშიც ბოლოს კეთილმა იზეიმოს.

    რატომ ვწერ მასზე… ალბათ იმიტომ, რომ უბრალოდ მასში ჩემი თავი დავინახე, ან უბრალოდ ასეთი მიზანსწრაფული და საკუთარ თავში უკვე ჩაღრმავებული ადამიანი ბევრი არ არის და ვხვდები მის განსაკუთრებულობას, ან იმისთვის რომ მასაც შეუძლია ბრძოლა და არც ისეთი სუსტია, როგორც გარედან ჩანს, ანუ როგორც თქვენ სუსტი სქესის წარმომადგენლებს უწოდებთ.

    კიდევ იმიტომ, რომ დღეს მთელი დღეა ვკითხულობდი მის დაწერილ რომანს, რომელიც ბოლომდე არც იყო, მაგრამ ისე ჩამითრია რომ მისი წერის სტილი ბევრ მწერალს შეშურდებოდა, განსაკუთრებით ახალბედებს, ვინც ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს და ვიცი რამდენიმეც პროფესიონალი, უცხოელი დღევანდელი თუ ადრინდელი მწერლები, რომელთაც არ ჩამოუვარდება. Continue reading

    დავით დეფი გოგიბედაშვილი – P.S. ანუ საუბრები ლიტერატურულ პერსონაჟებთან

    screenshot_1065

    დავით დეფი გოგიბედაშვილი – P.S. – წიგნი გადაწერეთ აქედან!

    “საინტერესოა, რას განიცდის ადამიანი ჩვენს ცხოვრებაში და წიგნის გმირი ნაწარმოებში. თუკი შესაძლებელია ჩვენ ვინმე გვესიზმრებოდეს, რომელიც ჩვენს ინტრავერტულ სამყაროში გაღვიძებისთანავე თავის ცხოვრებას ასრულებს, მაშინ რატომ არ შეიძლება ჩვენც ვიღაცას ვესიზმრებოდეთ და როდესაც ის გაიღვიძებს, გავქრეთ? ასევეა წიგნის გმირიც. როდესაც წიგნს ვხურავთ, მის გმირს ყველაფერი ავიწყდება, მაგრამ, როდესაც ხელახლა გადავიკითხავთ, გმირი ხელახლა განიცდის თავის ბედს. დაფიქრებულა ვინმე იმაზე, თუ რას განიცდის წიგნის გმირი ამ დროს?”

    ამ პოსტს მხოლოდ დეფისეული გენიალური აზრით თუ დავიწყებდი, სხვა ვერაფრით…

    არ ვიცი, ვინ რამდენად იცნობთ მას, როგორ იცნობთ მის შემოქმედებას და რას ფიქრობთ მის რომანებზე. არ ვიცი რატომ ხართ ხოლმე ქართველი მწერლების წარმატებით ასე შეურაცხყოფილნი, ან საერთოდ სკეპტიკურად განწყობილნი მათი შემოქმედების მიმართ, განსაკუთრებით დღევანდელ მწერლებზე, ზოგი კი ქართველ კლასიკოსებთანაც მწყრალად ხართ, თითქოს არ გაინტერესებთ, ან განგებ არ კითხულობთ და უცხოელებს აშურებთ ფრაზით “ისინი უფრო მაგრები არიან”.

    თუმცა მე შემიძლია ვთქვა დეფიზე, რომ ის თანამედროვე ქართველი კლასიკოსია უკვე, ვფიქრობ რომ მისი რომანები ისევე გაუძლებს დროს, როგორც ეს თავის დროზე ჭავჭავაძის, ლეონიძის, და სხვათა პოეტთა თუ მწერალთა წიგნებმა გაუძლო. ვაღიარებ, რომ ადრე მეც სავალალოდ ვიყავი, მეც მათ ვგავდი, მაგრამ საბედნიეროდ მე მივხვდი სინამდვილეს, ზოგს კი ისე აქვს დამახინჯებული აზროვნება, ისე არიან გადართულები საქართველოდან წასვლაზე და საკუთარი ქვეყნის შემოქმედება იქნება თუ სხვა რამ, იმ ადამიანების ნამოღვაწარი, ვინც კი რამეს მიაღწიეს უბრალოდ არ აინტერესებთ და მორჩა.

    სიმახინჯე ედება ქალაქს, თვალებში ეფხატებათ და წინაც კი ვერ იყურებიან, ისინი ერთი წინამძღოლის შვილები არიან, რომლებიც მიჰყვებიან უაზროდ დინებას და აზროვნებას იქვეითებენ, ასევე ქართული ღირებულებების დავიწყებაც კარგად გამოსდით, რითიც წესით უნდა ამაყობდნენ.  Continue reading

    დავმ7დი და ახლა მირჩიეთ რამე

    get_imgგუშინ მთელი ღამე გავათენე, ათას საიტზე დავძვრებოდი, ხან ფილმი ვნახე, ხან სერიალს ვუყურე და ხანაც რაღაცებს ვწერდი ჩემთვის და მოთხრობაც შემომეწერა და ლექსიც, თუმცა სანამ დავიძინე ერთ საიტზეც შევედი, სამუშაოს ვეძებდი.

    ვინც უსაქმურად მთელი დღე სახლში ზის და თან მეგობრებიც დასასვენებლად არიან და ვერ ნახულობს, თვითონ კი სახლში იგუდება და არაფერს აკეთებს, ვფიქრობ ისინი გამიგებენ. სასწრაფოდ მინდოდა რაიმე სამუშაოს შოვნა ან სახლიდან გასვლა მაინც. თანაც ვფიქრობ უკვე დროა მშობლებზე აღარ ვიყო დამოკიდებული და მათ არ ვთხოვო ხოლმე ფული.

    დიდი ხანია ვეძებ სამსახურს და თან ისიც მინდოდა, რომ ჩემი ფული მქონოდა, თუმცა აქამდე არ მიმართლებდა და რა ვაკანსიაც არ უნდა მენახა ან საჭირო კვალიფიკაცია, თუ გამოცდილება არ მქონდა, ან საერთოდ გოგონები სჭირდებოდათ ან კიდევ ისეთ ენის ან რაიმე საგნის ცოდნას მოითხოვდნენ, რის აზრზეც არ ვიყავი, ამიტომაც როცა ვაგზავნიდი სადმე რეზიუმეს არავინ მირეკავდა და გასაუბრებაზე არ მიბარებდნენ.

    დღეს კი ყველაფერი შეიცვალა და რა თქმა უნდა ამან შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. Continue reading

    სიყვარულია ჩვენი სიმდიდრე

    არსებობს ადამიანების ორი კატეგორია:

    ისინი ვისაც არაფერი გააჩნია და ნატრულობს მეტს – კარგ სახლს, უამრავ ფულს და მრავალფეროვან საინტერესო ცხოვრებას. ხშირად ასეთ ადამიანებს აქვთ ყველაზე ღირებული, რამ რის დაფასებასაც ვერ სწავლობენ.

    და ისინი ვისაც ყველაფერი აქვთ და ყველაფრის ყიდვა შეუძლიათ, მაგრამ არ აქვთ სიყვარული, რომელსაც ბოლომდე მიენდობიან და მასშივე ჩაიძირებიან სამუდამოდ. შეუძლიათ იყიდონ ყველაფერი, მიიღონ რაც სურთ და აისრულონ ნებისმიერი კაპრიზი რაც კი მოუნდებათ და აუსრულონ მასაც, ვინც ჰგონია, რომ მისია და რომ ეს არის ის, ვინც სჭირდება – მისი ცხოვრება. მაგრამ მათ კარგად იციან, ან არ იციან და ვერ ხვდებიან, რომ სიყვარულს ვერ იყიდი ფულით, ვერც წოდებით, ბრძანებით ან მუქარით მოიპოვებ მას.

    ასეა, რაღაც უნდა დათმო, რომ მიიღო სასურველი. ცხოვრება არასდროს შეგიბრალებს შენ თუ არ შეიბრალებ საკუთარ თავს და არ ისწავლი დათმობას, უფრო მეტის მისაღებად.

    რა განსხვავებაა ამ ადამიანებს შორის?

    არც არანაირი!

    მდიდრებთან ქონების გამო არიან ხოლმე, ძირითადად. მათთან კი ვისაც არაფერი გააჩნია მხოლოდ ნამდვილი სიყვარული თუ ძლებს. შეიძლება დაკარგო ქონება, მაგრამ სიყვარული მაინც ვერ იპოვო, მაგრამ ასევე შეიძლება საყვარელი ადამიანის გვერდში დგომითა და სიყვარულით შეიქმნა მომავალი…

    ბედნიერება წვრილმანებშია, ერთმანეთის სიყვარულში და მაშინ ვერც კი მიხვდებით ისე გაივლის მთელი ცხოვრება ტკბილად. ადამიანი მაშინ კი არ არის ბედნიერი როცა მეტი აქვს, არამედ მაშინ როცა ცოტა აკმაყოფილებს.

    იდეალური ცხოვრება არ არსებობს, ყველაფერს აქვს ნაკლი, თავისი მინუსები, რომელთაც თვალს ვერ ვუსწორებთ.

    სიყვარულია ჩვენი სიმდიდრე და სხვა ქონება ადამიანს არც კი სჭირდება. სიყვარული… სიყვარული… სიყვარული ყოველთვის…

    Lauren Oliver – Delirium (ფრაზები)

    Lauren-Oliver

    ლორენ ოლივერი ჩემთვის საყვარელი ავტორი გახდა, ორი მიზეზით: ერთი, რომ კარგად წერს და მის წიგნში აზრის გამოტანა რთულიც არ არის და მეორე, მისი აზრები, იდეები და სურვილები ჩემსას ემთხვევა და ამითაც განვასხვავებ მე მას სხვა ავტორებისგან. სიყვარულია ერთადერთი გრძნობა, რითიც ვსუნთქავთ და ვცოცხლობთ, სიყვარულია ყველაფრის მამოძრავებელი ძალა!

    ჩემი რომანი “სამყარო სიყვარულის გარეშე” კი იგივე აზრის მატარებელი იქნება, მაგრამ უფრო მაშტაბურად დაწერილი და არა ერთ კონკრეტულ ქალაქზე. უსიყვარულობა ოდესმე, არ ვიცი ეს როდის მოხდება, მაგრამ ის მთელ მსოფლიოს მოიცავს, უფრო სწორედ ხალხს მოიცავს და არა ბუნებას და პლანეტებს, მაგრამ ბუნებაც მიხვდება ადამიანის დამოკიდებულებას სიყვარულისადმი და თვითონაც დაიწყებს ჭკნობას, ქრობას…

    სიყვარულია რაც აიძულებს ჩიტს იფრინოს და საკუთარი შვილებისთვის საჭმელი იპოვოს, რომ აჭამოს, თვითონ კი არ შეჭამს, ოღონდ შვილები იყვნენ კარგად. სიყვარულია ადამიანთა მზრუნველობა ერთმანეთისადმი, ის რაც ერთმანეთისკენ გაღიმებინებთ, რაც ყველაფერს გაგაკეთებინებთ, სიგიჟეებსაც ჩაგადენინებთ იმისთვის, რომ თქვენი სიყვარულის ობიექტი იყოს ბედნიერი.

    ბედნიერება კი სიყვარულის პირდაპირპროპორციულია. ის ამაღლებს ადამიანს და ფრთებს ასხამს. ყველა ცოცხალ არსებას, ჩვენც კი შეგვიძლია ფრენა – თუკი გვიყვარს!

    ეს კი “დელირიუმის” ფრაზები, რომლებმაც ჩამაფიქრეს და დამასევდიანეს, ზოგმა კი სიამოვნების ნაპერწკალი გამიღვიძა… Continue reading

    ლორენ ოლივერი – დელირიუმი (ამორ დელირია ნევროზა)

    14041127502სულ ვფიქრობდი და ვამბობდი, რომ ადამიანმა უნდა ნახოს, განიცადოს უსიყვარულობა, რომ არასდროს მოუნდეს ასე ცხოვრება, რომ უფრო მეტად დააფასოს სიყვარული და მისი არსებობა-მეთქი. ამას იმიტომ ვამბობდი, რომ მინდოდა დამეწერა (და ახლაც მინდა), წიგნი რომელიც იქნებოდა ადამიანთა ბოროტებაზე, მათ შეცდომებზე, ქცევებზე, ხშირად ყველასგან გასაკვირ გულგრილობაზე და მათ გრძნობებზე, ოღონდ სიყვარულის გარეშე და როცა ამ წიგნის შესახებ გავიგე, ცოტა შევშინდი კიდეც.

    “ვაითუ დამასწრო?” – გავიფიქრე მაშინ და ახლაც მახსოვს ის გრძნობა, როგორ მომწყდა და ყველაფერი ქვესკნელში დაინთქა. თითქოს ჩემს ფეხქვეშ მიწა გამომეცალა და ჩემი ცხოვრების ყველაზე მთავარი ამოცანა, ანუ ის რის გამოც ამდენს ვმუშაობდი, ამდენს ვწერდი (ამას კი სწორედ ამ წიგნის გამო ვაკეთებდი, რომლითაც ხალხს დავანახებდი რა საშინელებაა ცხოვრობდე სიყვარულის გარეშე) უკვე დაწერილი აღმოჩნდა. სიმართლეს გეტყვით, რომ ამ წიგნის ქართულად გამოსვლას სწორედ ამიტომაც ველოდი ასე მოუთმენლად და ხელში როცა ჩავიგდე მაშინვე მისი სულმოუთქმელად კითხვა დავიწყე.

    არ მახსოვდა მეგობრები, არც სოციალური ქსელი, არც ტელეფონი და სხვა რაიმე ცივილიზაციასთან დამაკავშირებელი ნივთი თუ მოწყობილობა. მთელი დღეები მის კითხვაში ვეფლობოდი და ერთი სული მქონდა როდის დავამთავრებდი. განა იმიტომ რომ მასზე დამეწერა ან უბრალოდ გული დამემშვიდებინა ეს წიგნი, ჩემს დაუწერელ წიგნს არაფრით ჰგავს-მეთქი, ან იმის გამო, რომ სხვა წიგნის კითხვა დამეწყო. მეტიც, ამ წიგნს შიშით ველოდი და მართალია მაშინვე დავიწყე და მართლა ჩამითრია და თავი სწრაფად ჩამაკითხვინა, მაგრამ კითხვისას სხვა მოტივიც მამოძრავებდა, რაც ზევითაც ვთქვი, ამიტომ მე მორიგი მკითხველის თვალით არ ვკითხულობდი ამ წიგნს და “დელირიუმი” ჩემთვის უმნიშვნელოვანესი წიგნი იყო, არის და იქნება, რადგან მას შეეძლო ჩემი მომავალი ბედის გადაწყვეტა, ჩემი მომავლის აშენება ან დანგრევა და სწორედაც ასე მოხდა.  Continue reading

    Everything is LOVE and LOVE is everything / სიყვარული აფრთიანებს (ერკე მიდასი)

    ოთხი ფილმი, ოთხი სიყვარულის ისტორია და მტკიცება იმის, რომ სიყვარული ყველაზე დიდი, ძლიერი და გასაოცარი გრძნობაა თვალწინ გვაქვს. მართალია, “ბედის ვარსკვლავის ბრალია” ფილმი ჯერ არ მაქვს ნანახი და ჩემი ყველაზე საყვარელი ფილმი A walk to remember-ია, მაინც “ბედის ვარსკვლავის ბრალიაც” … Continue reading

    Rate this: