დანიელ პენაკი – რომანივით საკითხავი (ფრაზები)

cropped-cropped-header_books11

წინა პოსტიდანაც მიხვდებოდით, როგორ ძალიან მომეწონა წიგნი “რომანივით საკითხავი”, რომელიც ესე იყო და არა რომანი, მაგრამ მაინც რომანივით იკითხებოდა, სწორედ ამიტომ ჰქვია მას “რომანივით საკითხავი და არა რამე სხვა. მოკლედ პენაკი უკვე ვაღიარე მაგარ მწერლად მხოლოდ ამ წიგნით, შემდეგ “სკოლის სევდა”-საც მივხედავ და იმაზეც ერთი ორი სიტყვით მოგიყვებით.

ახლა ფრაზები:

  1.    ეს ცოცხალი არსებების თვისებაა: შეაყვარონ ადამიანებს სიცოცხლე, თუნდაც კვადრატული განტოლების სახით, თუმცა ცოცხალი არსებები სკოლის პროგრამებში არასოდეს შეუყვანიათ.

    აქ ვალდებულებებია.

    ცხოვრება – სადღაც სხვაგან.

    აქ წაკითხვას ასწავლიან!

    კითხვის სიყვარულს….

  2. ჩვენ იმიტომ ვკითხულობთ, რომ სიკვდილს გავუწიოთ წინააღმდეგობა.

    ასე კითხვით უწევდა წინააღმდეგობას მამის მერკანტილურ გეგმებს კაფკა, ასე კითხულობდა ფლანერი ო’ კონორი დოსტოევსკის, დედამისის ცინიკური რეპლიკების მიუხედავად („იდიოტი?“ ასეთი სახელწოდების წიგნის გამოწერას შენ მეტი ვინ მოიფიქრებდა?!“) ტიბოდე ვერდენის სანრებში ხელიდან არ უშვებდა მონტენის წიგნებს, ასე ებრძოდა საფრანგეთის ოკუპაციას და შავ ბაზარს ანრი მონდორი თავისი „მალარმეთი“, ასე დაუსრულებლად კითხულობდა ჟურნალისტი კაუფმანი „ომისა და მშვიდობის“ ერთსა და იმავე ტომს ბეირუთის ციხეში. ამ წინააღმდეგობაზე ლაპარაკობდა ვალერი, როცა იმ ავადმყოფის ამბავს ჰყვებოდა, რომელსაც ანესთეზიის გარეშე გაუკეთეს ოპერაცია: „ის შვებას პოულობდა, უფრო სწორად კი ძალებს და მოთმინებას იკრებდა, როცა ტკივილის შეტევებს შორის თავის საყვარელ ლექსებს კითხულობდა“. და ბოლოს ამას გულისხმობდა მონტესკიე თავის ცნობილ გამონათქვამში, რომლის არასწორმა პედაგოგიურმა პერიფრაზმა ამდენი სასკოლო ნაშრომი შვა: კითხვა ჩემთვის საუკეთესო საშუალება იყო ცხოვრების ყველაზე მწარე ეპიზოდების დასაძლევად. არ არსებობდა დარდი, რომელსაც ერთსაათიანი კითხვა არ გააქარვებდა.

    ყოველდღიურ ცხოვრებაში კი წიგნი გულისგამაწვრილებელი წვიმისგან თავშესაფარია, ჩუმი აღფრთოვანებაა, მეტროს მონოტონურ ჩაქჩაქში, სამუშაო მაგიდის უჯრაში დამალული რომანია, რომელსაც მასწავლებელი უჩუმრად კითხულობს, სანამ მოსწავლეები საპასუხოდ ემზადებიან, კლასის ბოლოს მერხზე მჯდომი მოსწავლის სტრიქონებს გაყოლილი თვალებია, სანამ მასწავლებელი ჩამოივლის და მის სუფთა ფურცელს ჩაიბარებს.

  3. როგორ მოხდა ამან, მე რომ გულის სიღრმემდე შემძრა მსოფლიო ვერ შეცვალა? როგორ შეიძლება, ჩვენი საუკუნე ისეთი იყოს, როგორიც დღეს არის, დოსტოევსკის „ეშმაკნის“ მერე? საიდან მოვიდნენ პოლ პოტი და მისნაირები, როცა უკვე არსებობდა პიოტრ ვერხოვენსკი? განა შესაძლებელია ტუსაღთა ბანაკების არსებობა ჩეხოვის „სახალინის“ მერე? ვის აუხილა თვალი კაფკას მიერ დღის შუქზე გამოტანილმა სინამდვილემ, სადაც ჩვენი ყოფის ყველა სიმახინჯე ისე მკაფიოდ და დაუნდობლად იკვეთება, როგორც კონტურები – თუთიის ფირფიტაზე. რატომ არავინ ათხოვა ყური ვალტერ ბენიამინის სიტყვებს იმ საშინელ დროში? ამიხსენით, რატომ მოხდა ისე, რომ მაშინაც კი, როცა უკვე ყველაფერი დასრულდა, კაცობრიობამ არ წაიკითხა რობერტ ანტემილის „ადამიანთა მოდგმა“, თუნდაც იმიტომ, რომ სამუდამოდ გაეთავისუფლებინა ებოლიში დარჩენილი კარლო ლევის ქრისტე?

    დაუჯერებელია, რომ წიგნებმა, რომლებმაც სულით ხორცამდე შეგვძრა, დანარჩენი მსოფლიო ბოროტებისგან ვერ დაიცვა. აი რამ დაგვამუნჯა!

    ამიტომაც ვართ დადუმებულნი…

    რა თქმა უნდა, ყბედი კულტურული ელიტის გარდა.

    ასეთ სალონებში ადამიანებმა ხომ არ იციან, რა თემებზე ისაუბრონ, ამიტომ მათთვის ლიტერატურა გაცნობა-გამუსაიფების ჩინებული საშუალებაა. დიდი გატაცებით წაკითხული რომანი ურთიერთობის გზაზე გადადგმული სტრატეგიული ნაბიჯია! ამდენი ჩუმი ამოხვნეშა, ამდენი უანგარო თავდადება იმას ეწირება, რომ „ამ კრეტინმა ის ნაშა შეაბას?!“ „როგორ, „მოგზაუროა ღამის დასალიერში“ არ წაგიკითხავთ?“

    მოსაკლავია, აბა რა არის?!

  4. ნამდვილად არსებობს ცუდი და კარგი რომანები და ჩვენ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ისინი, მოვიყვანოთ მტკიცებულებები.

    მოკლედ ვიტყვი, არსებობს ე.წ. „ლიტერატურული ინდუსტრია“, რომელიც ქმნის ერთმანეთის მსგავსი ამბების დაუსრულებელ ციკლს, შტამპავს სტერეოტიპებს, აკეთებს ფულს ადამიანის ინსტიქტებსა და განცდებზე, ხელიდან არ უშვებს არც ერთ საჭირბოროტო და აქტუალურ თემას, რათა მასზე „ფსევდორომანი“ გამოაცხოს, მუდმივად „სწავლობს ბაზარს“, რათა „კონიუნქტურის“ მიხედვით განსაზღვროს, რომელი „პროდუქტი“ რომელ სეგმენტზე იმუშავებს.

    აი მოკლედ რა არის ცუდი რომანი.

    რატომ? იმიტომ რომ ეს არის შემოქმედება, ეს მზა „ყალიბების“ მიხედვით შტამპვაა; იმიტომ, რომ ეს გამარტივებაა (ანუ ტყუილი), ნამდვილი რომანი კი სიმართლის ხელოვნებაა (სიმართლე კი ყოველთვის რთულია); იმიტომ, რომ ავტომატურ აზროვნებას გვაჩვევენ და ამით ჩვენს ცნობისმოყვარეობას აძინებენ; იმიტომ, რომ ამ წიგნებში არც ავტორი ჩანს და არც ცხოვრება, რომელზეც ვითომდა მოგვითხრობენ.

    ერთი სიტყვით, ცუდი რომანი შაბლონის მიხედვით შექმნილი ფართო მოხმარების საქონელია, რომელიც ცდილობს, ჩვენც შაბლონში მოგვაქციოს.

    არ იფიქროთ, რომ ეს სისულელე ახალი მოგონილია, წიგნის წარმოების ხანის პროდუქტია. არა! სენსაციებზე ნადირობა, ზიზილპიპილები, ცარიელი ფრაზებით გამოწვეული ჟრუანტელი ტანში დღეს არ მოუგონიათ! ამისთვის ორი მაგალითიც საკმარისია: რაინდული რომანები და რომანტიზმის ხანა. თუმცა ზოგი ჭირი მარგებელია, ამ მდაბიო ლიტერატურით გამოწვეულმა პროტესტმა გვაჩუქა ორი მსოფლიო შედევრი: „დონ კიხოტი“ და „მადამ ბოვარი“.

    აკი მოგახსენებთ არსებობს „კარგი“ და „ცუდი“ რომანები-მეთქი.

  5. მასწავლებლის ერთ-ერთი უდიდესი სიამოვნება იმის დანახვაა, როგორ ხურავს მისი მოსწავლე, რომელსაც ყველაფრის წაკითხვა შეეძლო, ბესტსელერების საწარმოს კარს და სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად მეგობარ ბალზაკთან მიდის.

და ბოლოს, მოკლედ მოგიწევთ ეს წიგნიც, აუცილებლად წასაკითხ წიგნებში ჩაწეროთ. ვინ იცის, იქნებ თქვენს სამაგიდო წიგნადაც იქცეს.

წარმატებულ კითხვას გისურვებთ! ❤

Advertisements

One thought on “დანიელ პენაკი – რომანივით საკითხავი (ფრაზები)

  1. გამოხმაურება: დანიელ პენაკი – რომანივით საკითხავი ანუ ერკეს სამაგიდო წიგნი « ერკე მიდასის ბლოგი

ვისაუბროთ

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s