ჟამთააღმწერელი ერკე, რომელსაც ტორტი არ შეხვდა ანუ ლიბერთინსი 1 წლისაა

10462987_269889453181452_452319563025181094_n

ჰეეი!

აბა აქეთ მოგროვდით რაღაც უნდა გითხრათ, მოგიყვეთ.

ჰეეი!

მოიწით ახლოს, რომ დაგინახოთ და ჩემი ხმა ყველამ გაიგოს.

ჰეეი! ჰეეი! განა გაიგებენ ახლა. ასე დაბნეულად ნუ იყურებით, ცოტა აქეთაც მოიხედეთ, ვისთვის ვყბედობ აბა?

ჩემთვის კი არ ვამბობ ამ ყველაფერს, მინდა ყველამ კარგად გამიგოთ.

რაა? ჩემი გეშინიათ?

ჰაჰა. მოიხედეთ, როცა გელაპარაკებით ეგ ხომ იცით არაა სწორი საქციელი ხოდააა მისმინეთ ახლა, თორე მე ვიცი რასაც ვიზამ.

არა, არ გავბრუნდები და არ გავჩუმდები. უფრო ხმამაღლა ვიყვირებ…

გესმით? ხო, ყველანი აქ ხართ?

ძალიან კარგი. მაშინ მისმინეთ…

Continue reading

Advertisements

მერაბ რატიშვილი – ჯუღა (ფრაზები)

_8d4a8926006674908cf16d1d6d8dc3f2

ამ წიგნზე უკვე ვისაუბრე წინა პოსტში. სტალინი ცოცხალია “ჯუღა”. რამდენიმე ფრაზა ამოვიწერე, არ მქონდა იმედი ბევრი რომ მოგროვდებოდა, მაგრამ საკმარისად მოგროვდა და ისეთებიც, რაც მართლა გამოსადეგი და საჭიროა რომ ვიცოდეთ.

ან გეცოდინებათ, მაგრამ ზოგს არა. Continue reading

სტალინი ცოცხალია “ჯუღა” (ერკე მიდასი – Ercke Mydass)

8098

“პოლიტმატიმარი მერაბ რატიშვილი დაიბადა 1959 წლის 16 მაისს, საქართველოში, ქალაქ გორში, პედაგოგების ოჯახში. ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ორი შვილიშვილი. დაამთავრა მოსკოვის ტრანსპორტის საინჟინრო ინსტიტუტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოსკოვის დიპლომატიური აკადემია. პროფესიით ეკონომის-ფინანსისტი, საერთაშორისო სამართლის იურისტი, პოლიტოლოგი, მუშაობდა მოსკოვის მეტრომშენში, მოსკოვის კომკავშირის საქალაქო კომიტეტში. საბჭოთა კავშირის დაშლამდე და მას შემდეგ 5 წლის განმავლობაში, ეწეოდა ბიზნესსაქმიანობას ენერგეტიკისა და ფინანსურ სფეროში. მუშაობდა საქართველოს სამრეწველო-სავაჭრო პალატაში, დსთ-ს აღმასრულებელ სამდივნოში, 1999 წლიდან – “ეკონომიკური თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის” პრეზიდენტად. 2004 წელს დაბრუნდა საქართველოში. დააარსა საქართველოს გოლფის ეროვნული ასოციაცია. არის რამდენიმე ეკონომიკური პროექტის ავტორი. ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას. 2007 წლის 26 ოქტომბერს დააპატიმრეს, როგორც ოპოზიციური პოლიტიკური ძალების აქტიური მხარდამჭერი და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამჟამად იმყოფება ქ. რუსთავის No. 6 საპყრობილეში. პატიმრობის პერიოდში მეუღლის დახმარებით შექმნა პოლიტმაპიმრების საიტი http://www.politzek.ge. რომელზეც მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ მრავალი კრიტიკული წერილი და ინტერვიუ გამოაქვეყნა. საქართველოსა და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებმა აღიარეს პოლიტმატიმრად და მისი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ. სამი წელია, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს მიერ მისი სარჩელის განხილვას ელოდება.

მისი ინტერესების სფეროა უძველესი ისტორია, პოლიტიკა და ლიტერატურა. რომანი “ჯუღა” მისი პირველი ლიტერატურული ნაწარმოებია.”

Continue reading

საერთაშორისო ერკეობა და სიყვარულიანობა – 25 მაისი

thank_you_1600_clr

გამოგიტყდებით, რომ მინდოდა ჩემთვის ამ დღეს ისევე ჩაევლო, როგორც ნებისმიერ დღეს, მინდოდა არა, უფრო მეგონა, რომ ასე მოხდებოდა და არც მიხაროდა მომავალი 25 მაისი.

რა ხდება 25 მაისს?

ხო, ამ დღეს დავიბადე, მაგრამ მერე რა? ეს მხოლოდ ფორმალობაა, რიცხვები და მეტი არაფერი, ჩემთვის ყოველი დღე ახლიდან დაბადებაა და არავითარ მნიშვნელობას არ იძენს რიცხვი 25. მხოლოდ იმით ვამაყობ, რომ ცოტა იღბლიანადაც გამოიყურება ჩემი დაბადების თარიღი, ოღონდ ნაციონალობა არ დამაბრალოთ.

25.05.1995 – ბოლოში სულ ხუთიანები, ერთი ციფრი ემთხვევა და ამიტომაც მიმაჩნია ეს თარიღი ჩემთვის მნიშვნელოვნადაც, ჩემს დაბადებაშიც ხომ ერთგვარი წვლილი შეიტანა, მხოლოდ ერთგვარი?  Continue reading

ერკე წიგნის ფესტივალზე (Ercke Mydass)

20150522_175043[1]

დღეს გათენდა თუ არა დარწმუნებული არ ვიყავი, რომ რამე გამახარებდა. არც ის მახსოვდა, რომ ფესტივალი იხსნებოდა დღეს სწორედ ფილარმონაში, მაგრამ როცა ეს გავიგე მაშინვე დავირაზმე მისკენ.

ისეთი სიხარულით გავიქეცი, რომ მზად ვიყავი ცხრა მთაც გადამევლო. ჩემი წიგნების სიყვარული არც ისე დიდი ხანია, რაც სენივით შემეყარა, მაგრამ ეს სენი მაინც მეწვია და შემეყარა, მაინც უკურნებელი აღმოჩნდა და ახლა ყველა სხვა საჩუქარს, ან სათამაშოს, ყველა გასართობს მირჩევნია წიგნი ვიკითხო, ყველაზე დიდი გასართობი და სასიხარულო ამბავი ჩემთვის წიგნებზე “შოპინგია”. და მე მიყვარს წიგნის მაღაზიებში ბოდიალი, თვალიერება, დაკვირვება.  Continue reading

ჯონ ფაულზი – კოლექციონერი (ამოკრებილი ფრაზები)

კოლექციონერი

აქ არის, მხოლოდ ის ფრაზები, რაც ამ წიგნიდან ამოვკრიფე კითხვის დროს. იმდენად მომეწონა წიგნი, რომ ახლა დავასრულე, ერთი დღის წინ, მაგრამ კიდევ მინდა, რომ წავიკითხო, რადგან კიდევ მეტი ფრაზები ვიპოვო, მაგრამ ჯერ იყოს ესენი რაც არის.

ეს ფრაზები, ზოგს შეიძლება არ ეთანხმებოდეთ, ზოგს პირიქით ეთანხმებოდეთ და ზოგმაც ძალიან მოგაწონოთ თავი. კითხვის მომენტში, რომელმა სიტყვებმაც აღმაფრთოვანეს, შოკი მომგვარეს და თვალზე ცრემლი მაინც მომადგა ისინი ამოვწერე.

ასე რომ, ვისაც გსურთ წაიკითხეთ და დატოვეთ თქვენი აზრი, ვისაც არ გსურთ ნუ წაიკითხავთ. უკვე ახალი ტრადიცია მინდა დავამკვიდრო ჩემს ბლოგზე. ყოველი წიგნის წაკითხვის შემდეგ ფრაზებსაც ამოვწერ და ცალკე იმ წიგნზე ემოციურადაც ვისაუბრებ. ერთ წიგნზე ორი პოსტი გამომივა ხოლმე. მთავარია კითხვა არ დაგეზაროთ და ყველაფერს ისწავლით ამ ფრაზებით, რისი ამოწერითაც ახლა ძალიან ამაყი ვარ. თითოეული ფრაზა ზეპირად მახსოვს და მინდა ისე მოვიქცე, როგორც მათში წერია. უმეტესობაში მაინც… თქვენც მიხვდებით რომლებს ვგულისხმობ.  Continue reading

ჯონ ფაულზი – კოლექციონერი ანუ ცხოვრება გახვრეტილ ბოთლში

book_5113b5188f44e

ჯონ რობერტ ფაულზი დაიბადა 1926 წლის 31 მარტს, ინგლისში.

ფაულზმა დაიწყო სამხედრო სამსახური 1945 წელს დარტმუნდთან, სადაც გაატარა ორი წელი. მეორე მსოფლიო ომი უკვე დასრულებული იყო, როცა საზღვაო ქვეითად მსახურობდა, ასე რომ ის არასდროს არ მოხვედრილა ომში და არასდროს უბრძოლია. 1947 წელს კი გადაწყვიტა, რომ სამხედრო ცხოვრება არ იყო მისთვის განკუთვნილი და თავი მიანება.

ფაულზმა 4 წელი გაატარა ოქსფორდის უნივერსიტეტში, სადაც აღმოაჩინა ფრანგი ეგზისტენციალისტების ნაწერები. მისთვის ყველაზე ახლობლები ალბერტ კამუსი და ჯეინ-პოლ სარტრე აღმოჩნდნენ, რომლებზეც გიჟდებოდა და რომელთა ნაწერებიც მის იდეებს შეესაბამებოდა.

რამდენიმე წელი ფაულზმა საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე გაატარა, სადაც მასწავლებლად მუშაობდა. სწორედ ამ დროს დაიწყო წერაც.

მისი პირველი რომანი, რომელიც 1960 წელს დაიწერა ეს იყო კოლექციონერი. შემდეგ ავტორი აგრძელებდა მის გადასინჯვას 1962 წლის ზაფხულამდე, როცა უკვე გამომცემელს წარუდგინა. გამოიცა 1963 წლის გაზაფხულზე და იმთავითვე ბესტსელერად იქცა. ამ წარმატების საფუძველზე მან შეძლო მასწავლებლობისთვის თავი დაენებებინა და მთლიანად ლიტერატურაში ჩაფლულიყო.

2013 წელს ქართულადაც ითარგმნა ეს წიგნი და “დიოგენეს” ბიბლიოთეკას შეუერთდა, რისთვისაც უღრმესი მადლობა მათ. ასევე მთარგმნელ გია ბერაძეს და პერსონალს, ვინც ამ წიგნის გამოცემაში დიდი წვლილი შეიტანეს. ისინი, რომ არა ამ წიგნს ნამდვილად ვერ წავიკითხავდი. მე კი დიოგენეს ამ სერიის გაცნობა ახლახანს დავიწყე, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო, ხომ გაგიგიათ?  Continue reading

ლიბერთინსის კიდევ ერთი – მეხუთე აქცია – წიგნის ქურდი

11063895_255791607924570_4268767664608657668_n

ყოველ ჯერზე, როცა ამაზე წერას ვიწყებ, გულში თბილი სიო და ჟრუანტელი მივლის ხოლმე, მიუხედავად იმისა, თუ რა გადავიტანე კიდევ ერთხელ ამ აქციაზე, ისინი ჩემთვის უკვე ოჯახივით არიან, რა თქმა უნდა ვერ ვიცნობ ყველას კარგად, მაგრამ წინა ცხოვრებაში მათ ნამდვილად ვიცნობდი, თან ისე, რომ მათი ყველაფერი ვიცოდი და ძალიან ვენდობოდი, ისინი კი მე. (ახლა სანდო არ ვარ)…

Liberteens – ჩემთვის თავისუფლების, სიხარულის, ბედნიერების, წიგნის კითხვისას განცდილი სიამოვნების და რიგში დგომის, უამრავი ბავშვის სიხარულის სიმბოლოა. ის ადგილი, სადაც თავი თავისუფლად შეიძლება ვიგრძნო, ბედნიერად. ძალიან მიხარია, რომ ეს ჯგუფი შეიქმნა, რომ ჩამოყალიბდა და მათი არჩეული წიგნები კი ყველას გვიხარებს გულს. და როგორ მინდა ვთქვა, რომ პირველ რიგში მე, მაგრამ ვიცი ასე არ იქნება, რა თქმა უნდა ესეც ფარდობითია და ჩემზე მეტად თუ სხვას უხარია, ღმერთმა გაგიმარჯოთ, მეც მიხარიხართ, რომ არსებობთ. წიგნის სიყვარული ერთადერთი ბედნიერებაა, რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე გადავყრივარ და ეს ბედნიერება, სიცოცხლის ბოლომდე გაყვება თითოეულ ადამიანს. Continue reading