ლიბერთინსი, ლაბირინთში მორბენალი და ლაბირინთოლოგის ლექსი (Ercke Mydass)

141690027139444

ალბათ ყველას წაკითხული გექნებათ უკვე პირველი ნაწილი და აქ არამგონია რაიმე “სპოილერს” შეხვდეთ, ასე რომ თამამად შეგიძლიათ წაიკითხოთ და თქვენი აზრი გამიზიაროთ!

ვეცადე, რაღაც მინდოდა დამეწერა და ასეთი ინტერპრეტაცია მოვიფიქრე… პირველ რიგში მადლობა, რა თქმა უნდა მათ, ვინც სიტყვები მომწერეს პირადში. ჩანაფიქრი ასეთი იყო, რომ სიტყვების მიხედვით ამეგო და დამეწერა ლექსი, რაც ხალხს გაახსენდებოდა, რაც მკითხველს პირველი მოაფიქრდებოდა თავში და მომწერდა. რა თქმა უნდა, თავიდან ეს არ გავამხილე და ახლა მაინც ყველა გაიგებს, რომ ამ ლექსის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვით. ბევრი არ გამომეხმაურა, მაგრამ მათი მართლა მადლობელი ვარ, ვინც მომწერა… ყველას დიდი მადლობა!

მგონი ამდენ ლაპარაკს ჯობს ჩემებურ ლაბირინთში გამოგზაუროთ არა?

მაშინ დავიწყოთ:

ცხოვრება გახდა მათთვის სირბილი

რთულია, მაგრამ იცის მიჩვევა

შხამი რომ შეყავთ აქ ნემსით წვრილით

აღარ გაკვირვებს, როგორც იქცევა.

-დაკბინეს. – ამბობს ვიღაც ზემოდან,

შეშინებული და გაოფლილი

ალბათ თავზარიც დაეცემოდა

რომ არ სცოდნოდა მისი ადგილი.

ყველას ყრუ კედლების ხმა აღვიძებს

ისინი გამუდმებით მოძრაობენ

ბავშვებიდან არავინ ადიდებს,

რადგან ამაზე აღარ დაობენ.

ლაბირინთში მოხვდნენ თურმე ბიჭები

მინჰო, კარდალი, ალბი, ნიუტი

კიდევ სხვები, უმწეო ბავშვები,

ჩანერგულები, იყვნენ ჯიუტნი.

აგერ გამოჩნდა კიდევ ახალი,

ლიფტს მოჰყავს და მას ერთვის სიგნალიც

დაირღვა ყველა წესი აგურის,

ამოქმედდა კიდეც „დასასრული“.

კორდში მხოლოდ კედლები როდია

დაძრწიან დიადი ურჩხულები

ყველას გადარჩენა კი სწყურია

თან აშინებთ რკინის გრივერები.

ამ დღლუმპობაში თავები გაყვეს

შენქები მუდამ ერთად არიან

დავიწყნიათ რაც კი ხდება გარეთ,

სად მოხვდნენ ისიც კი არ იციან.

ეძახიან, თვითონ ამ ადგილს კორდს

ყველა არიფი ხომ, აქ ბინადრობს,

შექმნეს კორდელთა დიდი იმპერია,

ვინც იკბინება, ის მათი მტერია.

აშინებთ, კი, მაგრამ ცდილობენ ყველა

არ იყოს უსაქმოდ, დაკავდეს რამით

აქ მზე ანათებს, მაგრამ არა მწველად

რადგანაც ქრება ხან დღით, ხან ღამით.

მორბენლები ჩამწკრივდნენ კარებთან

და ელოდებიან მის გაღებას

მათ მეთაურს იცნობთ ალბათ მინჰოს,

სულ, რომ ხუმრობს, არ აჩერებს პირსო.

ალბი ყველასთვის წინამძღოლია

პირველი იყო ამ სადღლუმპეთში

კორდში ყველას, თავისი როლი აქვს

და ცდილობენ არ დარჩნენ წუმპეში.

მურტალსიფათიანი თომასი

გამოჩნდა, როცა იყო გვიანი

თითქოს ყველაფერი იყო ნორმაში

ტერეზას შემდეგ გახდა ღრუბლიანი,

მზეც კი არ ჩანდა უღრუბლო ცაზე

ვერ მიხვდნენ რა ხდებოდა მიღმა ფარდებს.

დასრულდა კორდელთა წვრთნა ლაბირინთში

მას შემდეგ, რაც გაიხსნა კედლები

იპოვეს როგორღაც მათაც ფინიში

თუმც ბოლოს არ დაურიგდათ მედლები,

არიფი თომასის დამსახურებით

მოხსნეს ლაბირინთს თავსახურები.

შიში არ აღმოჩნდა მეგობრობაზე

დიდი, საშინელი და ძლიერი,

ერთმანეთის თანადგომით სხვაზე

ერთმანეთის გახდნენ მადლიერნი.

ჩაკი დავკარგეთ, როგორც ზურმუხტი

ბევრისთვის ზურმუხტზედაც ძვირფასი

შევინარჩუნეთ ცრემლების მუხტი

გალის სირცხვილის ტალღა მივასვით.

ცხელა…

დაიწყო სხვა და მეორე ფაზა

კორდელებს დარჩათ მრავალი კითხვა

რატომ ბავშვების ამხელა მასა

რატომ აქციეს მათ საწვრთნელ ვირთხად.

უკეთურმა ქნა ეს ყველაფერი,

რომ დაემარცხებინათ ვირუსი

დაავადებულები ელვარებით

უყურადღებოთ იყვნენ ბურუსში.

ანუ იქ, სადაც მზე იყო მწველი

მზე, სიცხე, შიზები, სხვა არაფერი.

ელვარება გაკარგვინებს გონებას

და იქცევი ცხვირუკას მთხოვნელ შიზად

მთლიანად მასზე იწყებ დამონებას

იქცევი, არანორმალურ გიჟად.

ალბათ ჩემსავით იკითხავთ უხმოდ

მათ გამოცდაში აბა რა რგია?

იქნებ ეს ფიქრი თქვენი განვმუხტო

უკეთური ხომ იცით კარგია.

ლიბერთინსს დიდი მადლობა მისთვის

რადგან ვიგრძენი რაღაც არსებობს

ნანუკას მადლობა საჩუქრისთვის,

მოდით თან ერთმანეთიც ავაშენოთ!

Advertisements

One thought on “ლიბერთინსი, ლაბირინთში მორბენალი და ლაბირინთოლოგის ლექსი (Ercke Mydass)

  1. გამოხმაურება: ლევან ინასარიძესა და ელის სიბოლდის ხანა – ლიბერთინსი! « ერკე მიდასის ბლოგი

ვისაუბროთ

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s