ყველა ადამიანი “განსხვავებული” და ინდივიდუალურია

screenshot_492

„ერთი არჩევანიც საკმარისია, რომ სამუდამოდ გარდაიქმნა.“

ვფიქრობ, ზემოთხსენებული ფრაზაა ყველაფრის თავი და თავი ამ წიგნში. ის აქცევს ადამიანებს ისეთებად, რომლებიც არ არიან და წარმოუდგენლადაც კი გეჩვენება, ის ახდენს ზეგავლენას ყველა იმ პერსონაჟზე, რომლებსაც შევხვდებით იმ მოულოდნელ სიტუაციებში, რომ მოუწევთ თავიანთი თავის შეცნობა და გამკლავებაც.

სიუჟეტი ვითარდება მომავლის ჩიკაგოში, სადაც ადამიანები ფრაქციებად არიან დაყოფილნი. ხუთი შესაბამისი ფრაქცია და მათ კი ადამიანების უმეტესობა შეესაბამება. Continue reading

Advertisements

ერკეს ცხოვრების, ადამიანობისა და ერთგულების კოდექსი

5d6e92bdc542e

  1. სულ ცოტა რამ მჭირდება, რომ ვიყო ბედნიერი – კარგი გარემო (ბიბლიოთეკა), შესანიშნავი მეგობრები (ვინც კითხულობს) და სიყვარული. ჩემთვის კითხვა ყველაზე მნიშვნელოვანი რამეა და ამქვეყნად არ არსებობს (ჯერ-ჯერობით) სხვა რამ, რითიც შეიძლება ჩემი თავი გავართო. კითხვა და წერა თანაბრად მიყვარს. მიყვარს მეგობრები, რომლებთანაც შემიძლია დაუსრულებლად ვარჩიო წიგნები და ამა თუ იმ წიგნის შინაარსზე ან არსზე ვეკამათო, მიყვარს და მაბედნიერებს, როცა სხვას ჩემს აზრს ვუზიარებ და ვაჩვენებ გზას, რომელზეც შეუძლია იაროს თამამად. ასევე სიყვარული, ბოლო რაც მაბედნიერებს. სიყვარული ყველას აბედნიერებს არ მეთანხმებით? ვამპირი ვარ, და თქვენგან ხარბად ვიწოვ ამ გრძნობას, მე სიყვარული მჭირდება, ბევრი ძალიან ბევრი. მომეციიიიიიით. Continue reading

Kmc – ჩემი ქალაქი (By Ercke Mydass)

screenshot_455

Kmc – რიგით მეშვიდე შემსრულებელი. აქცია “ჩემი ქალაქი”

შემდეგი – Fula

წინა – Young Mic

ლირიკა:

Vers 1.

უკვე მერამდენე არყისფერ დილას

მშობლებისამებრ სადარბაზოსკენ რაღაცა მიმაქვს

აჰ, უცბად ვხვდები მხატვარს, ის ნახატს ხატავს

რომელიც არ გავს სხვებს, მაგრამ გავს, რაც მე დიდ ხანს არ მინახავს იმას. Continue reading

ლიბერთინსი, ლაბირინთში მორბენალი და ლაბირინთოლოგის ლექსი (Ercke Mydass)

141690027139444

ალბათ ყველას წაკითხული გექნებათ უკვე პირველი ნაწილი და აქ არამგონია რაიმე “სპოილერს” შეხვდეთ, ასე რომ თამამად შეგიძლიათ წაიკითხოთ და თქვენი აზრი გამიზიაროთ!

ვეცადე, რაღაც მინდოდა დამეწერა და ასეთი ინტერპრეტაცია მოვიფიქრე… პირველ რიგში მადლობა, რა თქმა უნდა მათ, ვინც სიტყვები მომწერეს პირადში. ჩანაფიქრი ასეთი იყო, რომ სიტყვების მიხედვით ამეგო და დამეწერა ლექსი, რაც ხალხს გაახსენდებოდა, რაც მკითხველს პირველი მოაფიქრდებოდა თავში და მომწერდა. რა თქმა უნდა, თავიდან ეს არ გავამხილე და ახლა მაინც ყველა გაიგებს, რომ ამ ლექსის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვით. ბევრი არ გამომეხმაურა, მაგრამ მათი მართლა მადლობელი ვარ, ვინც მომწერა… ყველას დიდი მადლობა!

მგონი ამდენ ლაპარაკს ჯობს ჩემებურ ლაბირინთში გამოგზაუროთ არა?

მაშინ დავიწყოთ:

Continue reading

Mc Friend’- ჩემი ქალაქი (By Ercke Mydass)

screenshot_397

Mc Friend’ – რიგით მეხუთე შემსრულებელი. აქცია “ჩემი ქალაქი”

შემდეგი – Young mic 

წინა – Letro

ლირიკა:

მისამღერი:

თუ ქალაქი არ დარდობს დარდად რატომ გადაგვექცა?!

თუ ქალაქი ქალაქობს გაუჩინარდა ზეცა,

თუ ქალაქი ანათებს მზე რატომ გადაგვეწვა?!

თუ ქალაქი ქალაქობს, ქალაქი ქალაქობს. (2-ჯერ)

Continue reading

Letro – ჩემი ქალაქი/ Chemi qalaqi (By Ercke Mydass)

screenshot_396

Letro – რიგით მეოთხე შემსრულებელი. აქცია “ჩემი ქალაქი”

შემდეგი – Mc Friend’

წინა – sf-x (ზაზა ნოზაძე)

ლირიკა:

ჩემს ქალაქში ისევ წვიმს

მაგრამ წვიმის წვეთები არ შეიცავენ მხოლოდ და მხოლოდ წყალს

თითქოს ფრთხილად აქ გაგიხვრიტავენ ტვინს

ეს ქალაქი შენგან გაცილებით მეტ ყურადღებას მოითხოვს მოდი გონს.

სიფხიზლე არ გაწყენდა ამ ქუჩებში

აკრიფე როცა დარწმუნებული იქნები მუხრუჭებში

და დამიჯერე ჩემ ქალაქში ბევრი ოსტატია ხმლის

როცა საჭირო იქნება მაშინ გამოგჭრის ყელს. Continue reading

Ol’Boy – ჩემი ქალაქი (ლირიკა by Ercke Mydass)

screenshot_376

Ol’boy – რიგით მეორე შემსრულებელი. აქცია “ჩემი ქალაქი”.

შემდეგი – sf-x

წინა – თერიკა

ლირიკა:

Vers 1.

ეს ქალაქია შენთვის მზის და ვარდების

თუ გარანტირებული გაქვს, რომ არასდროს დავარდები

თუ ტკბები მხოლოდ ნარიყალას ხედებით და არ გწყენს

და მეტეხიდან ვერ ხედავ მთვრალი ტიპი არწყევს. Continue reading

Young Mic – ჩემი ქალაქი ( BY Ercke Mydass)

screenshot_371

Young Mic – რიგით მეექვსე შემსრულებელი. აქცია “ჩემი ქალაქი”.

შემდეგი – Kmc 

წინა – Mc Friend’ 

ლირიკა:

Vers 1.

თბილისი!

ჩემი ქალაქი სადარბაზოდან იწყება ბევრმა ამაოდ სადარბაზო დამიწყევლა

ვერაფერმა ვერ შეცვალა თბილისის სადარბაზოთა სისტემა

ჩემთვის ის განწყობას ქმნის უშნო განწყობას ცვლის

ძველ სადარბაზოს ძველი ქალაქის წიაღში გავყავარ აწმყოსაც შლის. Continue reading

ლაბირინთში მორბენლებისა და მკითხველის ცეცხლით გამოცდა!

maze-runner-scorch-trials-james-dashner

კიდევ ერთი პოსტი Liberteens-ის ჟამთააღმწერლისგან, ისევ და ისევ Liberteens-ის და Palitra L-ის ერთობლივ წიგნზე “ცეცხლით გამოცდა”. ისინი, რომ არა დამიჯერეთ ეს წიგნები არ გამოიცემოდა, ასე, რომ დიდი მადლობა ლიბერთინსის წევრებს, უსაყვარლეს გოგოებს და ბიჭებსაც (უსაყვარლესის გარეშე). დიდი მადლობა პალიტრას ასეთი პროექტისთვის. ბევრი თინეიჯერი სიკვდილის ბოლომდე მათი მადლიერი იქნება, ეჭვიც არ შეგეპაროთ!

და დიდი მადლობა ისევ და ისევ მთარგმნელს, რომელიც, რომ არა ეს წიგნი ასეთი შედევრი არ გახდებოდა საქართველოშიც. ძალიან კარგი ადამიანი, შესანიშნავი პიროვნება, ინგლისურისა და თარგმნის ხელოვნების უნაკლო მცოდნე, და კიდევ ქართული ენის ცოდნაზე აღარ მაქვს ლაპარაკი. ეს ადამიანი უბრალოდ მართლა, ძალიან, ძალიან მაგრად თარგმნის და არა, მარტო თარგმანების გამო, ისე პიროვნულადაც ძალიან შემიყვარდა. “ნინო შეყილაძე” მისი სახელი და გვარი გამოკვეთილად უნდა იყოს დაწერილი დიდად, წიგნზეც ხოლმე და არა იმ ადგილას, სადაც წესით. ისე კარგად თარგმნის, რომ უკვე ნამდვილად ვიცი, რომ მის ყველა თარგმნილ წიგნს სიამოვნებით წავიკითხავ. “განსხვავებულსაც” და ალბათ “ეშმაკს აცვია პრადა”-საც, რომელიც არ მაქვს ნაყიდი, მაგრამ რადგანაც მან თარგმნა მინდა, რომ წავიკითხო, თუმცა მოგვიანებით.

ლიბერთინსელებო მიყვარხართ!

რამდენიმე დღის წინ, ჯერ კიდევ მის გამოსვლას მოუთმენლად, რომ ველოდებოდი მეც და ჩემი თანამომამულე, თანაქალაქელი თუ ბათუმელი მკითხველი, მაშინ ერთი შედარებაც გავაკეთე და ვთქვი, რომ მორბენლების ცეცხლით გამოცდას წიგნში გავიგებთ, მაგრამ ჩვენი ცეცხლით გამოცდა კი რიგში იწყება მეთქი. ხუმრობით ისიც ვთქვი ყველას გადაწვას აპირებენ ალბათ და იქიდან თავი უნდა გადავირჩინოთ-თქო. მოკლედ, ჩემი წარმოსახვის და ფანტაზიის შესახებ თუ ბევრმა არ იცით, გეტყვით რა უსაზღვროდ მდიდარია და რომ შეუძლია დამაჯეროს არარსებული რამ, მეც კი და როცა თვალებს ვხუჭავ მთლიანად ჩემს წარმოდგენილ რაღაც საოცრებათა ქვეყნის მსგავს უცნაურ ქალაქში ვხვდები, ან რამე ნაცნობ ადგილას, მაგრამ დაუჯერებელ ამბავში ვეხვები. ამჯერად წარმოსახვა არ გამინებივრებია ძალიან.  Continue reading