დავით დეფი – დასასრულისა და დასაწყისის საზოგადოება

davit-defi

ეს წიგნი შევიძინე ზუსტად გამოსვლის დღეს, 29 ნოემბერს და ამ დღეს გავიცანი კიდეც დავით დეფი, ხელიც მოვაწერინე და სახლში წამოვედი. ფესტივალზე, კიდევ უამრავი წიგნი შევიძინე ამის გარდა და რატომღაც დღემდე ისე მოვედი, რომ წიგნის დასრულება მხოლოდ გუშინ მოვახერხე. აქამდე ხელს არ ვკიდებდი, მოგეხსენებათ სტერეოტიპების ამბავიც და ისეც, ჯერ მერჩივნა უცხოელები წამეკითხა, მაგრამ…

ლადო კილასონიას წიგნის გაცნობის შემდეგ, ირაკლი ლომოურის, როგორც პიროვნების და მისი მოთხრობების, ასევე წერილების გაცნობის შემდეგ და მათი სხვა მწერლებისგან წინ დაყენების შემდეგ, მივხვდი, რომ ჩვენც არანაკლებ საინტერესო და ნიჭიერი მწერლები გვყვანან, არანაკლებ ჩამთრევი ამბის მოფიქრება ძალუძთ და მეც ამ წიგნების შემდეგ გადავწყვიტე ექვსი თვის წინ და ამდენი ხნის თავშეკავებულობის შემდეგ ეს წიგნი გადამეშალა. Continue reading

Advertisements

ჰოლი სმეილი – გიკი გოგო და ერკე მიდასი

20150316_233433

“ჰარიეტ მანერსი მქვია და გიკი ვარ.”

შეუძლებელია მკითხველმა რაიმე მისთვის დამახასიათებელი ნიშანი არ იპოვოს მასში, როგორც ყოველთვის ცხოვრება მედლის ორი მხარეა. სწორედ ამ მედლის ორ მხარეს წარმოადგენს ჰარიეტ მანერსი და ალექსა. ორივე ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული პიროვნება, რომლებიც სხვადასხვა წესებითა და კანონებით მოქმედებენ.

ალექსა – ყველაზე უცნაური პერსონაჟი, რადგან არ იცი თუ რატომ არის ისეთი, როგორიც არის და რატომ იქცევა ისე როგორც იქცევა.

ჰარიეტ მანერსი – ერთი ჩვეულებრივი, გოგო, რომელიც სკოლაში ერთი შეხედვით არავის უყვარს, და მარტო სკოლაში? ის სია, რომელთაც ჰარიეტი სძულს ნელ-ნელა იზრდება, გაცილებით იზრდება და შენც თანაუგრძნობ მას, მთელი ამ ამბის კითხვისას. მაგრამ ამავდროულად ხვდები, როგორი კეთილი, კარგი და სხვებისგან რადიკალურად განსხვავებული გოგოა ჰარიეტი, რომელიც უბრალოდ ცდილობს საკუთარ თავში იპოვოს ძალა სხვას დაემსგავსოს. ხანდახან კი ეს მსგავსება უარესია ხოლმე. Continue reading

ლადო კილასონია – ფანტომასის კვალდაკვალ

shop_product_image_1581

დარწმუნებული ვარ ყველას, აბსოლუტურად ყველას (თუმცა მხოლოდ ქართველებზე მაქვს საუბარი) გაგჩენიათ სურვილი და გდომებიათ, რომ საქართველო ყოფილიყო დიდი და ძლიერი ქვეყანა ან მომავალში გამხდარიყო. ისეთი ძლიერი, რომ არა მარტო ჩვენთვის წართმეული ტერიტორიები დაგვებრუნებინა – სამაჩაბლო, აფხაზეთი, ცხინვალი – არამედ ჩრდილოეთ ჰერეთი, ლაზეთი და კიდევ სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთიც კი. მოკლედ ვის არ უოცნებია საქართველოს ასეთ კარგ მომავალზე, როდესაც მტრები არ გვაწუხებენ და ნატოსა და ევროკავშირში შესვლას კი არ ვცდილობთ, სხვა ქვეყნები ცდილობენ ჩვენს სამხედრო გაერთიანებაში შემოსვლას.

ვინც გაიფიქრეთ ახლახანს, რომ ეს წიგნი მოგვითხრობს საქართველოზე, მის მმართველებზე და პატრიოტებზე ნაწილობრივ შეცდით, რადგან თქვენ ყველაფერი არ იცით. Continue reading

Liberteens -ის რიგით მესამე აქცია – 16/03/2015

11076240_232704576899940_1290981737725401849_n

რითი დავიწყო თუ არა ამ გოგო-ბიჭების, ლიბერთინსის წევრების ქებით… შეუდარებელი ბავშვები, რომლებიც ჩვენი სიამოვნებისთვის არჩევენ წიგნებს და შემდეგ კი პალიტრა ამას თარგმნის და გამოსცემს. საყვარელი გოგოები, რომლებიც საურთიერთობოდაც შესანიშნავი ბავშვები არიან – ნამდვილად.

წვიმდა.

საშინლად წვიმდა, როცა ამდენი ხალხი იდგა რიგში და ელოდებოდა, თავის საყვარელ და თავისთვის უკვე კარგად ნაცნობ “გიკი გოგო”-ს. მის შესახებ მე ჯერ კიდევ მაშინ გავიგე, როცა “თუ დავრჩები” ახალი შეძენილი მქონდა. შემდეგ კი უკვე მათი ფეისბუქის ოფიციალური გვერდიდან გავიგე მეტი, გამოსვლის დრო, შინაარსი ასე თუ ისე და ყდის დიზაინიც. ავტორიც სასიამოვნო ადამიანი აღმოჩნდა, რომელმაც ყველა გააოცა. მეც მივწერე თვითერზე და პასუხიც დამიბრუნა, მართალია ამას არ ველოდი, მაგრამ მაინც სასიამოვნოა ასეთი ადამიანი, მწერალი, რომლის წიგნიც უკვე ბესთსელერია და ამდენ ქვეყანაში წარმატებით იყიდება, პასუხს გწერს… Continue reading

სტივენ კინგი – ნისლი

8815

რამდენი ხანია უკვე რაც წავიკითხე ეს წიგნი, მაგრამ ვერცერთი დღე ვერ გამოვნახე, რომ მასზე ერთი-ორი სიტყვა მეთქვა. არა, დღეებს და მოუცლელობას ვერ დავაბრალებ, რადგან არ ვარ იმდენად დაკავებული მასზე არ ან ვერ დავწერო. საქმე ალბათ იმაშია, რომ საჭირო სიტყვებს ვეძებდი, როგორ დამეხასიათებინა ეს წიგნი, ან როგორ დამეწყო მასზე წერა.

მოგეხსენებათ, როგორ მიყვარს კინგისეული ძალიან დაუჯერებელი, მაგრამ მაინც ისე დაწერილი რომანები, რომ მის რეალურობაში ეჭვიც კი არ გეპარება. ზედმეტად აბსურდულ გარემოში დამაჯერებელ რამეს ქმნის. გჯერა თან როგორ. ერთი პერიოდი შეიძლება იმის შიშით ვერ დაიძინო, მისი გაცოცხლებული ადრინდელი უკვე გადაშენებული მფრინავი არსება არ შემოგახტეს თვალებს როგორც კი დახუჭავ და კანის გლეჯა არ დაგიწყოს. მაგრამ თუ დაძინებას მოასწრებთ, თქვენი სიტუაცია ნამდვილად შესაშური იქნება. ვერც იგრძნობთ, როგორ დაგაჯდებათ დიდი ტარაკანა, ან დიდი, ლამის სპილოსხელა ბუზი და გაგჭყლეტთ შემდეგ კი მადიანად შეგახრამუნებთ. ისეც შეიძლება ვერ იგრძნოთ, მაგრამ უფრო დამშვიდებული განუტევებთ სულს მძინარე.  Continue reading

ჯულიან ბარნსი – დასასრულის განცდა

book_5320666441c61

თქვენ გაგჩენიათ წიგნის კითხვისას ისეთი გრძნობა, თითქოს საკუთარ წიგნს ჩაჰკირკიტებთ? უფრო კარგად, რომ ვთქვა წაგიკითხავთ ისეთი წიგნი, რომელიც ზედმიწევნით, თითქოსდა შენს ამბავს ჰყვება?

მე კი.

ჯულიან ბარნსის დასასრულის განცდა, თითქოს ერთი პატარა, უწყინარი წიგნია, ჩვეულებრივი ადამიანური გრძნობებით: მეგობრობა, სიყვარული, ძმადნაფიცობა, ღალატი, სიკვდილის – დასასრულის განცდა, მაგრამ კითხვისას შენ მაინც ხვდები, რომ ერთ ჩვეულებრივ რომანთან არ გაქვს საქმე. შენში აღწევს სიღრმისეულად და არ განებებს მოდუნების საშუალებას. გრძნობ როგორ გიბიძგებს გადახვიდე მათ სამყაროში. Continue reading

სტივენ კინგი – ბნელი კოშკი (სამის გამორჩევა)

11021069_736434483141564_8221958037086764512_n

და ვფიქრობ, ალბათ კითხვაში მინდა რეკორდის დამყარება, თუმც დარწმუნებული არ ვარ.

სტივენ კინგზე როგორ შემიძლია არ ვთქვა, ის რასაც კითხვის დროს განვიცდიდი. სულ ორი დღეა რაც გამოსულია წიგნი, რაც უკვე მაღაზიებშია (ჯერ მხოლოდ დიოგენეში იყო) და მე მაშინვე გავვარდი მის საყიდლად. გვიან ავდექი, თორე დილითვე გახსნის მომენტში ვაპირებდი იქ წასვლას და ეგრევე ბნელი კოშკის ყიდვას. მინდოდა პირველი მე მეყიდა, თუმცა ვერ მოვახერხე და გული დამწყდა ცოტათი.

როცა მივედი უკვე და წიგნის საფასურიც უნდა გადამეხადა ვიკითხე ბევრი გაიყიდა თუ არა მეთქი. პირველი ვარ-თქო? მაგრამ ჩემამდე რამდენიმე გაყიდულა მაინც. ბევრი არა, მაგრამ…

მოკლედ რაც შეეხება თვითონ წიგნს. მოგეხსენებათ ლოდინი მწარე არის, მაგრამ ხელში რომ ჩაიგდებ მერე გატკბილდებაო. ასე დამემართა მეც. ივლისში დავწერე პოსტი, რომელიც ამ წიგნის პირველ ნაწილს შეეხებოდა და იქაც ვთქვი, რომ წიგნი რამდენიმე თვის წინ დაიბეჭდა. ბნელი კოშკი (მსროლელი)  ერთ დღეში წავიკითხე ისე ჩამითრია. ასევე არ მსურდა დამერღვია ტრადიცია, თუ ამას ტრადიციის გამო ვაკეთებდი და სამის გამორჩევის საინტერესო, დაძაბულ, შემაძრწუნებელმა და ორიგინალურმა სიუჟეტმა ერთ დღეში ბოლომდე მიმაყვანინა წიგნი, რომელიც 510 გვერდიანია, არც მეტი არც ნაკლები. Continue reading