ათასობით ადამიანის უშფოთველი და მშვიდი ცხოვრება მას შემდეგ დაირღვა, რაც “პალიტრა L“-ის ახლად შექმნილმა ბავშვების ჯგუფმა Liberteens-მა ახალი წიგნების თარგმნა, გამოცემა დაიწყეს (განსაკუთრებით კი ის აქცია, ყველას 2 ლარად, რომ შეუძლია მისი შეძენა გამოსვლის დღეს რამდენიმე საათით მხოლოდ). გუშინაც, 26 თებერვალს, 18:00 საათზე პრეზენტაცია იყო აწ, უკვე გამოსული ორი წიგნისა – “ლაბირინთში მორბენლისა” (მთარგმნელი ნინო შეყილაძე) და “თუ დავრჩების” (მთარგმნელი ნათია ჩუბინიძე). Continue reading
Monthly Archives: თებერვალი 2015
მაიკლ კანინგემი – საათები
არ მაქვს დრო, ჩამოვწერო ჩემი გეგმები. ბევრი მაქვს სათქმელი საათებზე და ჩემს აღმოჩენაზე; იმაზე, თუ როგორმე ამოვჩინჩქნე მშვენიერი გამოქვაბულები ჩემი ხასიათების მიღმა. ვფიქრობ, ეს მაძლევს იმას, რაც მინდა: ადამიანურობას, იუმორს, სიღრმეს. იდეა იმაშია, რომ გამოქვაბულები ერთმანეთს დაუკავშირდნენ. ამ მომენტში კი, თითოეული მათგანი დღის სინათლეზე გამოდის.
ვირჯინია ვულფის დღიური, 1923 წლის 30 აგვისტო.
ირაკლი ლომოური – ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს უფრო კი მის მდივან – რეფერენტს
ირაკლი ლომოური:
დაიბადა 1959 წლის 12 აპრილს თბილისში. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ), რომელიც 1981 წელს წარმატებით დაამთავრა. მისი პირველი მოთხრობა “შემთხვევა” გახლავთ, რომელიც გამოაქვეყნა ჟურნალ “ცისკრის” დამატება “ნობათში”.
ირაკლი ლომოურის შემოქმედება ერთი ფრაზით ასეც შეიძლება დახასიათდეს: აბსურდული მისტიფიკაციები ცხოვრებისეული აბსურდების მიხედვით… ჰყავს ცოლი და ორი შვილი.
და ეს მხოლოდ მშრალი ფაქტებისგან შემდგარი ნარკვევი ან ესე, რომ არ გამომივიდეს, რომელსაც ადრე წერდნენ ბიოგრაფიების სახით, ვისაუბრებ ჩემს შთაბეჭდილებებზე. აქაც ბატონ ირაკლის დავესესხები, როდესაც დორის ლესინგზე წერს თავის შთაბეჭდილებებს და მეც, რაც არ უნდა დაწვრილებით აღგიწეროთ ირაკლი ლომოურის ბიოგრაფია და გაგაცნოთ ფაქტები, ეს მისი ნამდვილი გაცნობა მაინც ვერ იქნება, რადგან ერთია მშრალი ფაქტები, და სულ სხვა – ადამიანი.
მე თვითონ როგორ გავიცანი ირაკლი ლომოური? Continue reading
ჩემი ოცნების მანქანა, რომელიც კი არ დადის – ბეჭდავს
ბავშვობაში, როცა პატარა ვიყავი მახსოვს მქონდა საბეჭდი მანქანა, შავი, ერთი ორგან გაფხაჭნილი, კარგად შეღებილი, მაგრამ დიდი ხნის დებისგან დამტვერილი. თუმცა ის საბჭოთა კავშირის დროინდელი საბეჭდი მანქანა იყო კაპიკებში ნაყიდი, რუსული კლავიატურით. მოკლედ მახსოვს კიდევ ის, რომ მე ვიპოვე ბავშვობაში და ჩემი დაჟინიებული თხოვნით (ყოველთვის მიჩვეული ვიყავი, რომ ყველაფერს მისრულებდნენ) და ბევრი ცრემლების ღვრით, მაინც ამოვატანინე შავი დამტვერილი, მაგრამ კარგად შენახული მანქანა, რითაც ყველაზე კარგად ვერთობოდი. ჩავდებდი ფურცელს, შემდეგ ზემოდან მოლურჯო ფურცლის ზომის ასლგადამყვან ქაღალდს (ადრე კაპიროვკას, რომ ვეძახდით და მეც ასე ვეძახდი. ჩემხელები და ჩემზე უფროსებიც მიხვდებიან) და ვიწყებდი დიდ და ერთმანეთისგან კარგად დაშორებულ კლავიშებზე თითების დარტყმას და ფურცელზე მხოლოდ ასოები გადამქონდა, რადგან მაშინ არ ვიცოდი რუსული ენა რომ წინადადებები და მოთხრობები მებეჭდა ეგრევე რუსულად. დედაჩემს ამ საბეჭდი მანქანის წკარაწკური სიმართლე გითხრათ ძალიან აღიზიანებდა, მაგრამ ჩემს ტირილს მაინც მისი მოთმენა ამჯობინა და არსდროს მიშლიდა ჩემთვის ქაღალდზე ჯღაბნას. Continue reading
გეილ ფორმანი – თუ დავრჩები “იქნებ ღირს ბრძოლა”
ვთქვი, რომ როცა წავიკითხავდი პირველ რიგში ამ ბლოგზე ჩემს კითხველს გავაცნობდი იმას ნამდვილად ღირდა თუ არა იქ ასე დასამტვრევად წასვლა, რიგში დგომა და ამ წიგნის გამოტანა. რა თქმა უნდა ზუსტად იმ რიგში ვიდექი, როცა ის აქცია იყო და ზუსტად იმ ტალღის შუაში მოვექეცი სადაც არც მე დამინდეს და გამჭყლიტეს გამანადგურეს, გამაცამტვერეს. რაც გინდათ დაარქვით ერთი სიტყვით ნამდვილად არ ვიყავი კარგ დღეში იმ რიგში, მაგრამ წიგნის გარეშე რომ არ წამოვსულვარ იცით ეს…
ვფიქრობდი თავიდან კითხვა დამეწყო თუ ჩემი გმირობის სიმბოლოდ გამოსაჩენ ადგილას შემომედო და ყველასთვის მეთქვა ამის გამო რაც გამოვიარე, მაგრამ საბოლოოდ ის მაინც ხელში ავიღე! Continue reading
ერკე მიდასი – სელემიტი (Ercke Mydass)
მეშინია.
ღამე სიბნელე სიცივე. სიშიშვლე სითბო
„დედამიწა მალე აფეთქდება“ – ამბობს ჩარლი.
ჩარლი ჩემი მეგობარია. ძალიან კარგი მეგობარია. ყოველთვის დახმარება როცა მჭირდება მას მივმართავ ხოლმე და ის აუცილებლად მეხმარება. ის ჩემთვის ძმასავითაა. მიყვარს ჩარლი.
„დედამიწა ქარცეცხლის ზოლში შევიდა, მალე აფეთქდება“ – ისევ ჩარლი ამბობს. მცივა. Continue reading
ბიბლუსის გალერეა და ლიბერთინსი ანუ დამტვრეულის იგავი
გუშინ კიდევ ერთი აქცია იყო Liberteens-ის მიერ ჩატარებული რამაც ისე გამახარა რომ ჭკუაზე არ ვიყავი. არა მარტო მე არამედ სხვებიც გაახარა ამ ამბავმა და ჩემი მხრიდან მარტო 20 კაცი მაინც მოდიოდა. იქ ლაბირინთში მორბენალიო, აქ თუ დავრჩებიო და მოკლედ ეს წიგნიც მე ძალიან მინდოდა და გუშინდელი დღე რომ არა არ ვიცი როდის ვიყიდიდი. ფიქრი იმაზე უნდა წავსულიყავი თუ არა ამ აქციაზე საერთოდ არ დამიწყია. უყოყმანოდ ჩავდე ჩანთაში წიგნები ჯერ გამოცდაზე შემდეგ კი ჭავჭავაძეზე გავემართე მეგობრებთან ერთად. ყველაზე გადარეულებთან ერთად რადგან ხალხში მხოლოდ ჩვენი ყვირილი ისმოდა.
რამდენიმე საათით ადრე მივედი. ვფიქრობდით წინ აღმოვჩნდებოდით და ბევრი წვალების გარეშე შევიდოდით, თუმცა ასე არ მოხდა რაც გასაკვირი იყო. ხალხი ცოტა იყო, მაგრამ ნელ-ნელა ემატებოდნენ. ბოლოს იმდენი იყო რომ მთელი ფეხით სავალი გზა გადაკეტეს, მე კი თავს ვიიმედებდი რომ კიდევ კარგი ბოლოში არ მოვხვდი მეთქი. (ნეტავ ბოლოში ვყოფილიყავი). ყოველი ამოსუნთქვა ჩემთვის საკვირველი იყო. Continue reading
აკა მორჩილაძე – მე გადავცურე “სხვა”
როგორც უკანა მხარეს არის ეს მართლაც გამორჩეული რომანია და რაღაცნაირად საინტერესოც.
ვერ შევადარებ მის შემოქმედებას ზოგადად, რადგან პირველად რაც წავიკითხე ეს წიგნი გახლდათ. გეტყვით როგორ მივაღწიე ამ წიგნამდე და რატომ ვიკავებდი თავს წაკითხვისგან.
აკა მორჩილაძე სულ მეგონა მორიგი ქართველი დამწყები მწერალი, რომლის წიგნებიც არაფერს მომცემდა და არც მომეწონებოდა. უფრო ერთი რამის გამო დავიჟინე ის რომ არ წამეკითხა მორჩილაძე საერთოდ, თუმცა ახლა ვხვდები რომ არასწორად მოვიქეცი და ბავშვური საქციელი უფრო იყო. Continue reading
ზაფხული
ეს გრძნობა რაც მთავარია ნამდვილია ❤
ალბერ კამიუ – უცხო
ალბერ კამიუ იყო 29 წლის, როცა ეს პატარა წიგნი გამოაქვეყნა. 1942 წელს გამოქვეყნდა და გამოსვლის დღიდანვე როგორც ყუმბარა ისე იფეთქა და გამოსვლის დღიდანვე დღემდე კრიტიკოსები, ლიტერატურის ისტორიკოსები ტვინს იჭყლიტავდნენ და ვერ აეხსნათ. ყველას თავისი ახსნა ჰქონდა ამ წიგნის შესახებ. ეს წიგნი კლასიკაა საფრანგეთში და მთელ მსოფლიოშიც.
დიდი ხანი მინდოდა ამ წიგნის წაკითხვა მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ მოვახერხე ეს და ერთ დღეში ისე ჩავიკითხე როგორც არაფერი. და ეს ერთი დღე კითხვის დროს მიმყვებოდა სევდა თანაგრძნობა პერსონაჟისა რომელიც უბრალოდ გაწირეს იმის გამო დედა რომ არ დაიტირა. მერსო – პერსონაჟი უბრალო ადგილას მუშაობს ყოველდღე და ერთი დღე ისვენებს მხოლოდ, საშინელი ბოსი რომელსაც არ უნდა რომ გაუშვას მერსო, მაგრამ მაინც უწევს. მერსოს ატყობინებენ რომ დედა დაეღუპა. დედამისი მოხუცთა თავშესაფარში მოათავსა, რაზეც თვითონვე აკეთებს კომენტარს რომ იქ უფრო მხიარულად იგრძნობდა თავს ვიდრე ჩემს სახლშიო. სახლში სულ ჩუმად იჯდა და არც მე ველაპარაკებოდი, თავშესაფარში კი მოხუცებთან ერთად ბევრს ილაპარაკებსო. ამ მიზნით მან თავშესაფარში მიიყვანა და ხშირადაც ვერ ნახულობდა სამუშაოს გამო. დედა ძალიან უყვარდა მაგრამ მის საქციელში ყოველთვის შეამჩნევთ რაღაც უცნაურობას, განსხვავებულობას რაც ჩვეულებრივ ადამიანს არ ახასიათებს. დედას არ დაიტირებს, არ გადაახდევინებს სასახლეს თავს რომ შეხედოს ბოლოჯერ და როცა უთენებს დუმილში ის სიგარეტს მოუკიდებს და გააბოლებს. Continue reading