რეი ბრედბერი – კაცი მარსიდან

erekle astakhishvili054

რეი ბრედბერს აქამდე არ ვიცნობდი და სულ ცოტა ხნის წინ გავეცანი ბატონი ირაკლი ლომოურის დახმარებით, რადგან წიგნი სწორედ მან მომიტანა და ეს იყო პირველი წიგნი რაც წავიკითხე მისი.

“451 ფარენჰეიტით”,  “მარსის ქრონიკები” და მოთხრობები:  “კალეიდოსკოპი”, “სანაპირო მზის ჩასვლისას”,  “სიკვდილი და ქალწული”,  “სარსაპარელის სუნი”,  “სახეცვალება”,  “მარწყვისფერი ფანჯარა”,  “კლდემაც შეჰყვირა”,  “წყნარ ამინდში” და “თანხმობის მომნიჭებელი” ეს იმ მოთხრობების ჩამონათვალია, რომელიც წავიკითხე და რომელიც ამ ერთ წიგნში შედიოდა… Continue reading

Advertisements

2014-დან 2015 წლამდე და ახალი წელი

1325230075_4

პირველ რიგში ყველას გილოცავთ ახალ 2015 წელს და ეს წელი თქვენთვის საუკეთესო წელი ყოფილიყოს. თქვენი სურვილები აგხდენოდეთ და მთავარი სულ წარმატება მოეტანოს თქვენთვის.

2014 წელი

გავაცილე ძველი წელი, მოგესალმები ახალო!

ჩემთვის საბოლოო ჯამში 2014 წელი ძალიან კარგი და წარმატების მომტანი გამოდგა. რადგან თითქმის ამ წელს დაიწყო ჩემი პატარ-პატარა წარმატებები, რამაც რწმენაში განმამტკიცა რომ ის ვაკეთო რაც მინდა.ახალ წელს დიდი ამბით არ ველოდი, ბავშვივით არ მიხაროდა და მეტიც ამ დღეს ვერ შევძლებ რამის დაწერას თქო და საერთოდ არ მინდოდა ეს დღე დამდგარიყო. თუმცა როცა დადგა ყველაფერს სხვაგვარად შევხედე, გადავხედე განვლილ წელს და მივხვდი რა ბედნიერი ვიყავი გასულ წელს, მიუხედავად პატარა უხასიათობებისა. მთელი ერთი წელი უნდა შევაჯამო და ჩემი წარმატებები, განცდები და ფიქრები უნდა მოგიყვეთ, კიდევ ის რასაც მომავალში ვაპირებ და ვფიქრობ.  Continue reading