კონკურსი “მწერალი ხარ თუ პოეტი?” – გაერკემიდასების პროცესი

10487476_631197273656149_2980260741781795610_n

გამარჯობათ. ეს მე ვარ, დიდ სქელ დუტის “კურტკაში” და დღეს გადავწყვიტე იმ მომეყოლა გუშინდელი დღის ემოციები. დავცლილიყავი ასე რომ ვთქვათ და ამ ბლოგისთვის მომეყოლა, რასაც ალბათ წაიკითხავთ თქვენც! ერთგულო მკითხველო. ყველას გაფასებთ, ვინც კი ჩემს ბლოგს სტუმრობთ გარკვეული დაინტერესების გამო და კითხულობთ. აქვე დავსძენ რომ 13 571 ნახვა აქვს საერთო ჯამში, რისთვისაც მადლობას გიხდით… ყველას! Continue reading

Advertisements

ჯეიმზ დაშნერი – ლაბირინთში მორბენალი (ერკე მიდასი)

book lm2

ჩემი ამ წიგნთან ურთიერთობა და მოკლე, მაგრამ ძალიან დამთრგუნველი, “საშინლად საინტერესო”, დაძაბული და ინტრიგებით სავსე რომანი ბარბარობა დღეს რვა საათზე, წიგნის აქციაზე რიგში დგომით დაიწყო. გულისფანცქალით ველოდებოდი ჩემს რიგს და საათნახევარიც ისე გავძელი, რომ ერთი არ დამიწუწუნია. მადლობა ამისთვის ჩემს მეგობრებს, ვინც წამომყვნენ და მათაც სიამოვნებით შეიძინეს წიგნი, კიდევ მათ ვინც რიგში გავიცანი და ვესაუბრე. სასიამოვნო ხალხი აღმოჩნდა გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით, რა თქმა უნდა. მაგრამ ჩემთვის ყველაზე მეტად წიგნის რიგში დგომა სასიამოვნო პროცესი იყო, თითქოს ციოდა მაგრამ მე კი არ მციოდა, რაღაც მათბობდა, , ადრენალინის მოზღვავებას ვგრძნობდი და 5 საათიც კი ვიდგებოდი რიგში საჭირო რომ გამხდარიყო.

თუ ამ ბლოგზე იმისთვის შემოიჭყიტეთ, რომ წიგნის პროფესიულ განხილვას, ან მის მოკლე შინაარსს წაიკითხავთ რამდენიმე აბზაცში, ჯობს აქედანვე დატოვოთ ეს ბლოგი, თან ისე რომ სინდისმაც არ შეგაწუხოთ. არ მეწყინება დამიჯერეთ. მე ვარ ამჟამად რიგითი  მკითხველი, მწერლის ამბიციით, თუმცა მაინც მკითხველი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის ჩემი პირადი ბლოგი და აქ ყოველთვის ვწერ წიგნზე, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ან რაიმე მოვლენაზე. იმაზე თუ რას ვგრძნობდი წიგნის კითხვის მომენტში, რამ მომხიბლა და რატომ მივიყვანე ბოლომდე. და ასევე რჩევაც, რომელიც ბოლოს აუცილებლად მოსდევს ხოლმე, ჩემს ნებისმიერ პოსტს. ასე, რომ თუ დაგეხმარებათ წიგნის არჩევაში ეს პოსტი და მის წაკითხვაში ნამდვილად შემისრულებია მისია, რის გამოც ახლა ეს იწერება. კიდევ იმიტომ ვწერ, რომ ჩემი შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ მკითხველნო, “სპოილერების” გარეშე, რა თქმა უნდა და შეგიძლიათ თამამად ჩახვიდეთ ბოლომდე, დარწმუნებული იმაში რომ არ გეტყვით შინაარსს და არ დაგიკარგავთ კითხვის სიამოვნებას. ნამდვილად ერთი დიდი სიამოვნებაა ამ წიგნის წაკითხვა და უკვე მშურს თქვენი, ვისაც ჯერ კიდევ წინ ელის ეს ბედნიერება. ყველა წიგნზე ამას ვერ ვიტყოდი, მაგრამ ეს არის წიგნი, რომელზეც თამამად შემიძლია ეს განვაცხადო.

მშურს!

Continue reading

დანიელ კიზი, რეი ბრედბერი, ფრედერიკ ბრაუნი, რობერტ ჰაინლაინი

ბლოგი

მოგესალმებით. პირველ რიგში კი ბოდიშს მოგიხდით დიდი ხანია რომ არ დამიპოსტავს, თუმცა არამგონია ვინმეს რამე დაკლებოდეს ან მომატებოდეს ამით. ბევრი მომხმარებელი მაინც არ მყავს, მაგრამ აქ წერას არ შევწყვეტ. ეს ბლოგი ჩემთვის დღიურივითაა, სადაც ვწერ ჩემს ლექსებს ან განხილვას წიგნების შესახებ, იმ წიგნების რასაც ვკითხულობ. ასე რომ ეს ბლოგი ჩემზე ბევრ რამეს ინახავს და ჩემთვის ძალიან ძვირფასია. რა თქმა უნდა მკითხველის რაოდენობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ვინც კითხულობთ და ერთი რომელიმე პოსტი მაინც წაგიკითხავთ ყველას მადლობას მოგახსენებთ. ამ დროში სანამ არ ვწერდი არაფერს ბევრს ვკითხულობდი და ვწერდი ამავდროულად. ახალ ფანტასტიკურ რომანზე ვმუშაობ და შემდეგ ამასაც გაცნობებთ ძალიან მალე. ბევრი მასალა დამიგროვდა და ნელ-ნელა ყველას იხილავთ რა თქმა უნდა და მიხვდებით რატომაც ვიკავებდი აქ დაწერისგან თავს და რატომ არ მქონდა დრო. Continue reading