უფლის და ბედის ამარა – გიორგი ლოგუა

maxresdefault

ყველამ ვისაც გულგრილად აგივლიათ მათთვის გვერდი, წამით მაინც წარმოიდგინეთ მათ ადგილზე თავი…
ეს უბრალო მიზნით არ დამიწერია, რომ მხოლოდ ვალი მომეხადა ან რამე ასეთი. არა, ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ლექსია და ძალიან მიყვარს. ჩემთვის ეს ლექსიც უპატრონო ობოლი ბავშვივითაა, რომელსაც სცივა და გათბობა უნდა. მე კი შევიფარე.
ლექსი მაშინ დავწერე, როცა თავისუფლებაზე თუ რუსთაველზე ერთი პატარა ბიჭი დავინახე, კანკალებდა და დახმარებას ითხოვდა. ადამიანები კი მას გულგრილად უვლიდნენ გარს. მეტს აღარ გავაგრძელებ და იმას არ ვიტყვი, რომ თქვენზე უკეთესი ვარ. მეც ადამიანი ვარ და თქვენზე უკეთესი ვერ ვიქნები. გამიჩნდა პროტესტი და ეს დავწერე…. ასეთ ბავშვებს ასეთი ბედი არ უნდა რგებოდათ. შეიძლება დახეული ტანსაცმელი აცვიათ, სცივათ, გარეთ არიან მაგრამ თქვენ ხომ არ იცით მისი გარეთ ყოფნის ნამდვილი მიზეზი და ისიც თუ რა ტრიალებს მის გულში…
წარმოვიდგინე, მის ადგილზე თავი და ისე დავწერე. რას ვიგრძნობდი ყველაფერი ავსახე, მე რეალურად ვიგრძენი სიცივე, სიმარტოვე და სევდა. ცრემლები ლამის წამომივიდა ლექსის წერის დროს. არ ვიცი ძალიან განვიცადე და ამიტომაც ეს ლექსი ჩემთვის არ არის უბრალოდ ლექსი, რომელსაც იმ მიზნით ვწერ რომ უსაქმურად არ მინდა ვიყო. ეს ლექსი ჩემთვის ყველაფერია და ძალიან მიხარია, რომ ჩემია.
ხანდახან ისევ შემომიტევს ის განცდა, რომ მე აქ თბილად ვზივარ, სხვაგან კი იქნება ისეთი ბავშვი, რომელიც გარეთ იყინება და ხალხისგან დახმარებას ითხოვს. ამ სცენას გულგრილად ვერ ვუყურებ ხოლმე და ვერც შევხედავ…
ყველას სტკივა, ყველას სცივა და ყველა განიცდის….. Continue reading

Advertisements