სტივენ კინგი – ნათება

10717901_650377511747262_1945329857_n

და მეც ტრადიციულად…

კინგი. სტივენ კინგი – ნათება.

ამ წიგნს დიდი ხანია ველოდებოდი და მასზე რომ არ ვისაუბრო, როგორც ყველა ჩემს წაკითხულ წიგნზე უბრალოდ არ შემიძლია. ჩემს მკითხველმა კარგად იცის, როგორ მიყვარს სტივენ კინგი და მინდა კიდევ ერთი წიგნით გავამდიდრო ჩემი ბლოგი, ჩემი ვთქვა და გესაუბროთ ჭეშმარიტ მეფეზე. ჰორრორის მეფეზე.  Continue reading

Advertisements

პირველი საშინელებათა ფილმი – წყაულა

10355496_624731624302725_8854216336054152067_o

ახალი ქართული საშინელებათა ფილმი. სამოყვარულოა თუმცა ხარისხი თქვენ შეაფასეთ რეჟისორი: ირაკლი დონაძე (ადამიანი, რომელსაც უბრალოდ ვერ გააჩერებ. თავის საქმეს მშვენივრად აკეთებს და ცდილობს, რომ იმაზე მეტი შეძლოს ვიდრე შეუძლია. ეს კარგი და მისასალმებელია. ბევრისთვის მისაბაძი მაგალითიც შეიძლება იყოს.)
მთავარ როლში: ნიკა ნადარეიშვილი (ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობია უკვე. ჩემი აზრით მას ეკუთვნის ოსკარი და თავის დროზე გამოამჟღავნებს იმ უნარს და ნიჭს, რითიც დააჯილდოებენ. შესანიშნავი მსახიობი და ჯიგარი ადამიანი)
სცენარისტი: გიორგი ლოგუა (ნიჭიერი მწერალი, რომელმაც მოახერხა და მცირე დროში დაწერა მოთხრობა, რომლის მიხედვითაც ეს ფილმი გადაიღეს. მწერალი, რომელიც გიჟდება სტივენ კინგზე და ისიც სულ საშინელებათა და მისტიურ ნაწარმოებებს ქმნის).

ფილმი

ფილმი “წყაულა”-ს პრემიერა – 16/10/2014 17:00PM

1077340_598603746915513_1961018833178440923_o

მე დიდად მოხარული ვარ, რომ მერგო პატივი და ისეთი, რამ უნდა გითხრათ, რაც ბევრს გულს გაუხარებს, ზოგი პირველად ნახავს და ისიც იმედია დაინტერესდება ამ ინფორმაციით და სათანადოდ მოემზადება ჩვენებისთვის.

მე, როგორც ამ ფილმის “სცენარისტი” (პრჭყალებში იმიტომ, რომ სცენარისტი არ ვარ, ეს ფილმი გადაიღეს ჩემი პატარა მოთხრობის მიხედვით, რაც არსად არ მიდევს და სავარაუდოდ არც დავდებ) მინდა გითხრათ, როგორც იქნა ფილმის პრემიერა შედგება. ამდენი ლოდინის შემდეგ ეს ამბავი ძალიან გამიხარდა, მართალია ფილმი ნანახი მაქვს, მაგრამ მინდოდა მალე გამოსულიყო მაყურებლის აზრი რომ მომესმინა, დამენახა როგორ იზრდება ნელ-ნელა ნახვები ფილმზე და ამით კიდევ უფრო მეტი სტიმული მომეცეს, რომ საქმეს სრული სერიოზულობით მოვეკიდო. (არც აქამდე ვეკიდებოდი არასერიოზულად, მაგრამ უფრო მეტი დრო და ენერგია, რომ ჩავდო ამისთვის მჭირდება სტიმული თქვენგან ხალხო, მაყურებლებო და მკითხველებო). Continue reading

სერიული მკვლელის სიტყვები სასამართლოზე (ეს ყველამ უნდა ნახოთ)

news_26759

საკმაოდ დამაფიქრებელი და შთამბეჭდავი გამოსვლა იყო თუ ეს მართალია. იმედია არ მიწყენთ არავინ, რომ ეს სხვა გვერდიდან ავიღე და აქ დავდე, უბრალოდ ძალიან მომეწონა მისი ნათქვამი და გადავწყვიტე ჩემს მკითხველსაც ენახა და მეც აქ დამედო კიდევ იმიტომ, რომ არ დამკარგვოდა და ხანდახან მაინც წამეკითხა, ან ვინმესთვის დამელინკა და მენახებინა. მოკლედ ამას არა მარტო ჩემთვის არ ვაკეთებ. ნამდვილად არ ვიცი ეს რეალურად წარმოთქმული სიტყვებია თუ ვინმე მწერლის შეთხზული ამბავი, მაგრამ ძალიან კარგი სიტყვებია, რომლებიც დაგაფიქრებს  სიცოცხლესა და სიკვდილზე, მკვლელის  მიზნებზე და ადამიანობაზე. ბევრს ვწერ მკვლელებზე, ერთი წიგნის დასრულება მინდა “მკვლელის ბუნაგი”, რომელიც ადრე მოთხრობად მქონდა, ამის დასაწერად მკვლელის გონებაში ჩახედვა მომიწია, მისი ფსიქოლოგიის შესწავლა, მაგრამ ეს სიტყვები ჩემთვისაც “შოკი” და საოცრება იყო. მომხიბლა. ეს ყველამ უნდა ნახოს…..  Continue reading

ფილმი – Land Mine Goes Click

1522003_479115025524077_246209361_n

დარწმუნებული ხარ, რომ ყველაფერი იცი რაც კინოსამყაროში ხდება?

შეიძლება იცი, შეიძლება არა. მე კი ამ ამბით ძალიან გახარებული და აღფრთოვანებული ვარ, რადგან მექნება შესაძლებლობა, რომ ვუყურო ერთ-ერთ ქართულ ფილმს, რომელიც არ არის შავ-თეთრი და არის ძალიან მაგარი გადაღება. მოხარული ვარ იმით, რომ ამ ფილმის შესახებ გავიგე და ველოდები მოუთმენლად მის გამოსვლას, რომ კინოთეატრში წავიდე, ბილეთი ვიყიდო, შესანიშნავად მოვკალათდე რბილ სავარძელზე პოპკორნით ხელში და კინოც ამ დროს დაიწყოს. Continue reading