Monthly Archives: აგვისტო 2014
თავისუფლება ყველაფერია?
რა არის თავისუფლება?
შეგიძლიათ ამაზე ორიოდე სიტყვით მიპასუხოთ? მე გისმენთ.
თქვენი ხმა არ ისმის. თავისუფლება ჩემი აზრით ის არ არის, რასაც დღესდღეობით ვხედავთ. თავისუფლება ყველას სხვაგვარად გვესმის ალბათ, რადგან ეს ხომ არჩევნის თავისუფლებაა. მოქმედების თავისუფლება, ყველას გონია რადგან დემოკრატიაა შეუძლია ყველაფერი აკეთოს რაც მოესურვება და რასაც მოითხოვს. ახლა ქუჩაში, რომ გავდივარ ვერ ვცნობ ქალაქს, ყველგან არის ჩამომჯდარი ბავში, ქალი თუ კაცი და დახმარებას ითხოვს. განსაკუთრებით ჩემი ყურადღება ერთმა მიიპყრო თავისუფლებაზე ოპერის პირდაპირ კაცი ზის და ხელი აქვს გაწვდილი, ხოლო გვერდზე ტრაფარეტი უდევს, სადაც უწერია „აფხაზეთის ომის მონაწილე“. ყოველთვის, როცა მას გავუვლი ხოლმე სიბრალული მიჩნდება, რატომ არ უნდა ეხმარებოდეს მთავრობა ასეთ ხალხს ვინც თავი გაწირა სამშობლოსთვის და ცოცხალი დაბრუნდა, მაგრამ ყველაფერი დაკარგა? არ მესმის ეს უბრალოდ. ომია თავისუფლება? ომით მოვიპოვებთ მას? Continue reading
სიმდიდრე ზოგჯერ არ არის დამღუპველი
პატარა პარკებს დიდები შთანთქავენ, ღარიბებს კი მდიდრები. რას მოგვიტანს ასეთი მიდგომა? დღეს ყველა იმაზე ფიქრობს რა სვას, რა ჭამოს და რა აჭამოს თავის შვილებს, მაგრამ ნუთუ მთავარი საფიქრელი ესაა? მე არ ვეთანხმები იმას, რაც ჩვენს სამყაროშია გამეფებული და ჭარბობს.
ვისაც ფული აქვს ძალაუფლების კვერთხიც მას უჭირავს. Continue reading
აიზეკ აზიმოვი – მე რობოტი
უილ სმიტი შესანიშნავი მსახიობია, მისი ფილმები ძალიან მომწონს. ისეთი ტიპია დრამატულ სიტუაციაშიც, რომ გაგეცინება. ჩარლი ჩაპლინს ან რომელიმე სხვა კომიკოსს არ შევადარებ, რადგან ეს ადამიანი სრულიად განსხვავებული ტიპაჟია და ჩემი აზრით ძალიან მაგრად ასრულებს თავის როლს ყველა ფილმში. განსაკუთრებით კი ის ფილმი მიყვარს, რომელზეც ახლა უნდა ვისაუბრო – მე, რობოტი. Continue reading
სულ მაგიჟებ
ვთხოვდი რომ ახლა შენ იყო ჩემთან
დავმთავრდებოდი მე წარსულ დროში
ან უშენობა მომკლავდა ქვეყნად.
Timens group & მე – ახალი საშინელებათა ფილმი
ჩემი და Timens group-ის ისტორია კვლავ გრძელდება, მაგრამ ოდნავ სხვაგვარად. მინდა ჩვენი სამომავლო გეგმები გაგიმხილოთ და ის, რაც გუშინ მოხდა. ახლა უკვე ახალ ამპლუაში წარვსდგები თქვენს წინაშე – სცენარისტის ამპლუაში.
ჯერ კიდევ სამი დღის წინ გავიგე, რომ ირაკლი დონაძე (რეჟისორი) აპირებდა საშინელებათა ფილმის გადაღებას და მე მინდოდა დავხმარებოდი, რომელიც სიამოვნებით მიიღო. ერთი იდეა შევთავაზე, რომელზეც ბევრი არც მიფიქრია მაშინვე მომივიდა თავში, უბრალოდ ცოტა არეულად მივწერე, რაც გასაკვირი არცაა კარგად ვერ გაიგო. მთავარი კი მოეწონა და მთხოვა, რომ სცენარი დამეწერა თუ შევძლებდი. დავჯექი და დავწერე, 1 საათი დამჭირდა მხოლოდ, მეტი არა და შემდეგ ირაკლის გავუგზავნე, დაველოდე რა განაჩენს გამოუტანდა სცენარს. მითხრა, რომ ეს ძალიან კარგი მოთხრობა იყო და შემეძლო აქ დამედო, ან სხვა მიზნით გამომეყენებინა, გამაფრთხილა, რომ ბევრი რამ ჩაემატება შეიცვლება მაგრამ აზრი მაინც იგივე დარჩებაო. ამის მიუხედავად მე დავთანხმდი, რადგან უკვე წარმოდგენილი მქონდა რა მაგარი ფილმი გამოვიდოდა თუ ამას ირაკლი დონაძე გადაიღებდა. შეიძლება ჯერ დამწყები რეჟისორია, მაგრამ საკმაოდ კარგად იღებს, პროფესიონალური კადრებია და ამაში გუშინ კიდევ უფრო დავრწმუნდი, როცა უფრო ახლოს გავიცანი თავად ის და ვაკვირდებოდი ფილმის გადაღებას. Continue reading
ერკე მიდასი – ძალაუფლების შვილები
-შეიკარით ღვედები და მოემზადეთ ასაფრენად. – სტიუარდესამ ხალხი გააფრთხილა და კაბინისკენ დაიძრა, თავი დაიმაგრა და უკვე შეეძლოთ აფრენილიყვნენ.
თვითმფრინავი ადგილიდან დაიძრა, ჯერ ძრავის ხმა ისმოდა და შემდეგ კი მცირე ბიძგი იგრძნეს მგზავრებმა. თვითმფრინავი მიწას მოსწყდა. ყველას შეკრული ჰქონდა ღვედი, სანამ ფრენისთვის დასაშვებ სიმაღლემდე ავიდოდა ირყეოდა თვითმფრინავის კორპუსი და მგზავრებსაც საშინლად არყევდა. ღვედების გარეშე, მართლაც შეუძლებელი იყო, რომ თავი შეგემაგრებინათ. სტიუარდესა, სანამ ღვედების შესახებ ეტყოდა მათ, ყველა წესი გააცნო და ის თუ რომელ სიტუაციაში, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. ჯორჯ გრინვილი ფანჯარაში იყურება და ხედავს, როგორ იქცევა მთელი დედამიწა ერთ პატარა საბნად შეკრული, ხედავს როგორ შორდება ნელ-ნელა მიწას, ყველა შენობა ერთდება და ერთ მთლიანობას წარმოადგენს. რამდენიმე წუთში ღრუბლებამდე ავიდა თვითმფრინავი და ღრუბლების მეტი არაფერი ჩანდა. ჯორჯი სპეციალურად მისთვის გამოყოფილ ადგილას იჯდა, სადაც ფანები ზედმეტი რამეებით არ შეაწუხებდნენ. „ავტოგრაფი შეიძლება?, თქვენთან სურათის გადაღება შეიძლება? უუუუუუ, რა მაგარია ჯორჯ გრინვილთან ვიღებ ფოტოს“ და ა.შ. ჯორჯ გრინვილი პოპის ვარსკვლავია, რომელსაც ერთმა სიმღერამ „დაიჭირე, პატარავ, დაიჭირე“ მოუტანა დიდი პოპულარობა მთელ მსოფლიოში. ის ალბომი კი სადაც ეს სიმღერა შედიოდა ძალიან მალე გაიყიდა. თავიდან 100 000 იანი ტირაჟით გამოსცა, მაგრამ მიხვდა რომ ეს საკმარისი არ იქნებოდა. რამდენიმე კვირაში 5 მილიონზე მეტი გაიყიდა და კიდევ იყიდებოდა, ამან დიდი წარმატება და რაც მთავარია ფული მოუტანა. ახლა თვითმფრინავით ტურნეში მიდის, კონცერტი უნდა ჩაატაროს ევროპაშიც, სადაც ასე მალე გავრცელდა მისი სახელი. უკვე წარმოდგენილი ჰქონდა, როგორ შეხვდებოდნენ. ხალხი მოაწყდებოდა თავის ლიმუზინს, უამრავი ჟურნალისტი, რომელთაც ყველას მხოლოდ ავტოგრაფი სურთ და თუ ძალიან მოინდომებენ შეიძლება ინტერვიუც ჩაწერონ, ხალხი კი წინ ნელი სვლით მიმავალ ლიმუზინს მისდევენ და ალბომს და კალამს უწვდიან, რომ ხელი მოაწეროს. ეს სიგიჟეა, რა თქმა უნდა, სიგიჟეა რომ ლიმუზინიდან გადმოვიდეს და ყველას მოუწეროს ხელი. ისინი ხომ ცოცხლად შეჭამენ ისე უყვართ. ფიქრებიდან გამოერკვა და გაიბღინძა. „ხო, მე ყველას ვუყვარვარ, ამაში გასაკვირი რა არის?“ თავისთვის ჩაილაპარაკა და შემდეგ მიმოიხედა ვინმემ ხომ არ გაიგოო, მაგრამ მის გარდა იქ არავინ იყო. ეს უბრალოდ აკვიატებული ჩვევა იყო, რომ შეემოწმებინა და დარწმუნებულიყო მარტო იყო. უამრავი ფული ჰქონდა, უკვე აღარ იცოდა რაში დაეხარჯა. ყველაფერს ყიდულობდა, მაგრამ ფული არადა არ ელეოდა, დაკარგა მის თვალში ფულმა ფასი და მისთვის სხვა რამ გახდა ძვირფასი. მეტი ძალაუფლება, მეტი პოპულარობა და მეტი სიყვარული ხალხისგან – აი რა სჭირდებოდა. Continue reading
ლექსით ნათქვამი ტკივილი
ცხოვრებისგან გავრბივარ, მაგრამ სად არ ვიცი
თითქოს დადიანივით მეც ტანზე თაფლი წავისვი,
მზე აჭერდა დედაქალაქს და დღე იდგა მწველი
როგორ გავექცე მიწას თუ მე ვარ მიწა სველი.
სისხლით მორწყული თაობა თავს იმართლებს ზევით
“ვერთობით და მეტი რა ვქნათ, ვრჩებით ღამის თევით,
ვერ ეგუებით და გიჭირთ, გრძნობების მოთოკვა
გადაშენდით წყეულები, ჩარჩენილთა მოდგმა.”
ოცდამეერთე საუკუნეს იყენებთ ფარად
ქართველნი ვართ, ნორმალურობისთვის ესეც კმარა
ნუთუ სურვილი დიდია აჰყვეთ გარყვნილებას,
რას ვაკეთებთ ვხვდებით ამას? არ ვართ ღვთის ქმნილება?
მაგრამ ამ დროს გარყვნილება მომესალმა ფრიად
თვალს არ ახელთ და სიბრმავემ თქვენ ხელი დაგრიათ,
ხელით ცოდვილებს გვიჭირავს, ღვინით სავსე ჭიქა
ვიცი ისე მოიქცევით თითქოს ეს არ მითქვამს.
გიორგი ლოგუა
მასტერი – ისე მჭირდები
რეპერი მასტერის, გიორგი პავლიაშვილის რიგით მეშვიდე კლიპი, რომელიც წელს გადაიღო. ეს საოცარი ადამიანი სულ მუშაობს და მუშაობს, ნამდვილად იმსახურებს იმ წარმატებას, რაც აქვს და უფრო მეტსაც ვუსურვებ. ადამიანი – ლეგენდა, ადამიანი – გმირი. მისი ყველა სიმღერა ზეპირად ვიცი და როცა ახალ კლიპის შესახებ დააანონსა და თქვა, რომ თურქეთში უნდა გადაეღო ეს კლიპი მაშინ ზუსტად მახსოვს, რომ მის სიმღერას Meubnebian-ს ვუსმენდი. საოცარი წინწყაროსა და მასტერის ხმა ატკბობდა ჩემს ყურს და მსიამოვნებდა. თან ტელეფონით ფეისბუქზე ვიყავი და სწორედ მაშინ ვნახე ინფორმაცია. თარიღი არ მახსოვს, მაგრამ ამას არც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ეს მოხდა, ერთი, ორი თუ სამი კვირის წინ და მიკვირს აქამდე, როგორ გავძელი, მაგრამ სხვა გზა არც მქონდა. Continue reading
სტივენ კინგი – მისტერ მერსედესი
როგორ შეგიძლია დაიჭირო დამნაშავე და საშიში მკვლელი, როცა პოლიციელი აღარ ხარ?
თურმე შესაძლებელია თუ ჯერ კიდევ შეგრჩა ძველი ჩვევები, სწრაფი რეაქცია და მეგობრები პოლიციაში. სავაჭრო ცენტრში მერსედესით შეიჭრება მკვლელი და რიგში მდგარ ხალხს ერთი-მეორის მიყოლებით უვლის მანქანით. 8 მსხვერპლი (თუმცა კარგი დეტექტივი მაშინ ხარ თუ ყველას სახელი გახსოვს) და 3 დაინვალიდებული, მკვლელს კი სახეზე ნიღაბი ეკეთა, თმის დამჭერი და შესაძლოა პრეზერვატივიც კი, რადგან მისი თქმით ხალხის გატანის დროს მასტურბირებდა კიდეც. Continue reading