პაოლო კოელიო – გამარჯვებული მარტოა

267430_161636317239341_112223335513973_335740_3526238_n-500x500

ცხოვრება ბედნიერი წუთებით არის აღსავსე, მთავარია ის დავინახოთ. ბევრი ვერ ხედავს და იქით მიისწრაფის, სადაც მხოლოდ ძალაუფლება და სისხლის სუნია. იქ სადაც ისე კარგავ ბედნიერებას ვერც იაზრებ რა ღრმად გაქვს შეტოპილი, საიდანაც ვეღარ გამოხვალ. ეს უკვე შეუძლებელია, შენ შეიგრძენი სიდიადე, ძალაუფლება, სიმდიდრე და ლოგიკურია არავის უნდა თავის დაღწევა, რომც მოინდომოთ ეს შეუძლებელია.

ეს არის წიგნი, სიმდიდრეზე და ძალაუფლებაზე, სიყვარულზე და ღალატზე, ადამიანურობაზე და სულით დაცემაზე. წიგნი საინტერესოა და არ გაძლევს მოდუნების საშუალებას, კარგად არის თითოეული პერსონაჟის წარმომავლობა აღწერილი მათი მიზნები და იმასაც კარგად წარმოაჩენს თუ როგორ სურთ გახდნენ დიდი პიროვნებები, მაგრამ ის კი არ იციან რა დიდი ტვირთია იყო  ხალხში და ყველა გიცნობდეს. შენ არ გაქვს ძალაუფლება, შენ მხოლოდ მარიონეტი ხარ მათ ხელში.

პაოლო კოელიოს რომანი “გამარჯვებული მარტოა” ცხოვრებისეულ ხაფანგზეა(როგორც ამას წინასიტყვაობაში გვეუბნება): ძალაუფლებისა და წარმატების ძიებით თავბრუდახვეული რომანის გმირები ვერც კი ამჩნევენ, როგორ ეცლებათ ხელიდან ბედნიერების აღქმის უნარი, საყვარელი ადამიანი და თავად სიცოცხლეც კი. ეს ის ცხოვრებისეული ხაფანგია, რომელიც ხელს ჩაგჭიდებს ძლიერად, უფრო ძლიერად და არ გაგიშვებს სანამ ტანჯვით არ ამოგხდება სული. შეიძლება არ იყო ბედნიერი, მაგრამ ხალხს უნდა მოაჩვენო თავი ბედნიერად და მათზე გავლენიან ადამიანად, თუმცა საუკეთესო დიზაინერის შექმნილი ჩანთა ქაღალდებით გექნებათ გატენილი, არც ისე გავლენიანი ადამიანი იქნებით სინამდვილეში და არც ბედნიერებაა თქვენთან. გარედან ყველაფერი ლამაზი ჩანს, მთავარია მის სულს ჩასწვდე, შეაღწიო უფრო ღრმად და სიცარიელე დაგხვდება. სიცარიელე და ცრემლით დასველებული სამოსი. ვიღაცას გართობა უნდა, მაგრამ ვერ ახერხებს, ვიღაცას კი გართობა ყელში აქვს ამოსული და სახლში ჯდომა ურჩევნია წიგნის წასაკითხად. ასეა მოწყობილი ეს ცხოვრება, ყველას რაღაც აკლია და ყველა ცდილობს ერთმანეთს დაემსგავსოს, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს შეუძლებელია. ეს იგივეა ყველაფერზე უარი თქვა და ახალი ცხოვრება დაიწყო, ნოლიდან. ამის შიშით კი ამ ნაბიჯის გადადგმას ვერ ახერხებენ, უფრო სწორად ვერ ბედავენ თავის თავს გადააბიჯონ.

ერთი შეხედვით პერსონაჟების მიმართ შეიძლება ზიზღიც კი გაგიჩნდეთ, რატომ სჩადიან იმას, რაც არ უნდათ და რაც იციან რომ არ გაახარებთ. ზოგს შეგნებულიც კი არ აქვს რა შედეგს მოუტანს მისი ნაბიჯები და არ იაზრებს თითოეულ გადადგმულ ნაბიჯს რა შეიძლება მოჰყვეს. ჰგონიათ, რომ ამისთვის არიან დაბადებულები, ან ეს არის მათი მისია. ღვთისგან ბოძებული მისია, რაც აუცილებლად უნდა შეასრულონ.

   ცნობილი მოდელიორი, ჰამიდ ჰუსეინი კარიერის დაწყებისას კეთილი განზრახვებით ხელმძღვანელობდა, სანამ ამ სისტემის ტყვეობაში არ მოექცა, რომლის გამოყენებაც თვითონ უნდოდა… მსახიობი გაბრიელა წარმატებასა და სახელგანთქმულობას აღმერთებს…რუსი მილიონერი იგორი დარწმუნებულია, რომ აქვს უფლება, მოკლას, თუკი საამისოდ საფუძვლიანი მიზეზი ექნება – მაგალითად, ვიღაც იხსნას ტანჯვისგან, ან ხელახლა მიიპყროს ყოფილი ცოლის ყურადღება.

პერსონაჟები ისე არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ ვერც კი ხვდებით როგორ მიჰყვება ავტორი თავის მიზანს “გეგმას”, რომელიც დაწერამდე შეადგინა. რა თქმა უნდა, ამ ქმედებას გარკვეული მიზეზი აქვს. კანი პატარა ქალაქია, სადაც კინო ინდუსტრიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იმართება. კანის ფესტივალზე ყველას მოუყრია თავი და აქ ყველა ყველას იცნობს.  ზოგი ცდილობს, რომ ყურადღება მიიქციოს და წითელ ხალიჩაზე მოხვდეს, ზოგი კი პარტნიორთან ხელშეკრულების დასადებად, ინვესტორის მოსაძიებლად არის, რომ ფილმი გადაიღოს. მაგრამ ამასთან ერთად არ უნდა დაგავიწყდეთ ის ფაქტი, რომ ქალაქის ქუჩებში ჭაღარა, 40 წლამდე ასაკის სერიული მკვლელი დაიარება, რომელიც ფლობს განსაკუთრებულ მკვლელობის იარაღს და ცოდნას პროფესიონალურად მოკლას ადამიანი. ის არ უშინდება არანაირ წინაღობას და თავის დანიშნულ მიზანს ყოველთვის აღწევს. მსხვერპლს, რა თქმა უნდა, ალალბედზე ირჩევს. მას მხოლოდ ცოლის დაბრუნება სურს. ცეცხლის ხაზზე დიდებას მოწყურებული დეტექტივიც გამოდის, ის პირველი ხვდება, რომ სერიულ მკვლელთან აქვს საქმე და ერთი სული აქვს როდის დაიჭერს მას დიდების და ძალაუფლების მოსაპოვებლად. მას სულ უნდოდა ასეთი საინტერესო მკვლელობის გამოძიება და მან ეს შანსი არ უნდა გაუშვას ხელიდან.

ნახავთ, რომ ყველას ერთი რამ ამოძრავებს: ვიღაცამ შენიშნოს, ძალაუფლება მოაპოვებინოს და ამისთვის უკან არაფერზე იხევენ. თუნდაც დასჭირდეთ ვიღაცას ჩაუწვნენ ლოგინში. უანგაროდ ხომ არაფერი გეძლევა ამ ქვეყანაზე. ყველა რაღაცას ითხოვს, ყველა რაღაცას მოელის სანაცვლოდ. დიდებაზე ფიქრი იმონებს ადამიანს და ავიწყებს, რომ ცოცხალია და დატკბეს მშვენიერებით. დატკბეს იმ სიამოვნებით, რასაც ადამიანის დახმარება, მისი დეპრესიული მდგომარეობიდან გამოყვანა იძლევა. შეხედეთ იმ ადამიანის სახეს ვისაც, სულ ახლახანს თუნდაც მცირედით დაეხმარეთ და მიხვდებით თუ რისთვის ღირს ცხოვრება. არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ არ აქვს მნიშვნელობა აქ რას წარმოადგენ, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ფული გაქვს, ან რამდენი მეგობრები, გყავს კარგი მანქანა და საუკეთესო სასტუმროებში ათევ ღამეს. ეს ყველაფერი მატერიალურია და სულიერზეც უნდა იზრუნო, რადგან ჩვენ ყველა “იქ” გავსწორდებით, გავთანაბრდებით და იმით განისაზღვრება ყველაფერი ვის რა გავუკეთეთ კარგი ან ცუდი.

ეძებეთ და იპოვით მშვენიერებას ყველაფერში რაც ცოცხალია.

Advertisements

ვისაუბროთ

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s