სტივ მარტინის სისხლიანი ისტორია (ცხოვრება არასოდეს ზრუნავს შენზე)

1348911983_13093397805791228411

გამარჯობათ მე სტივ მარტინივარ და ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ერთი მიყრუებული სახლი ვიყიდე ტენესის შტატში,სადაც არაფერი არ იყო.  ზუსტად ასეთი ადგილიმჭირდებოდა, რადგან მწერალს, წიგნის დასაწერად. ისეთი ადგილი, სადაც ვიქნებოდი მარტომე და საბეჭდი მანქანა. უახლოესი მაღაზია, ბენზინ გასამართი სადგური და საერთოდ მოსახლეობააქედან 20 კილომეტრის სავალზე იყო. ამ სახლს არავინ ყიდულობდა და მე ბევრი ფული არცგადამიხდია.

სახლში შესვლისთანავე პირველი რეაქცია ის იყო,რომ შვება ვიგრძენი, როგორც იქნა მივედი მთელი დღის მგზავრობის შემდეგ, მაგრამ შვებასადღაც გაქრა, როცა ამ სახლის მდგომარეობა დავინახე. ბნელოდა, ირგვლივ მტვერითა დაობობის ქსელებით იყო სავსე. ისიც არ გამიკვირდებოდა ჩემს წინ კატისხელა თაგვს, რომგადაერბინა. ხის უზამრაზარი სახლი, რომლის იატაკი ყოველი ფეხის დადგმაზე ჭრიალებდადა ისეთ ხმას გამოსცემდა, რომ სიარული არ მოგინდებოდა, ჩემს ყურს ცუდად ხვდებოდა, მითუმეტეს,რომ ასეთი რამეები ძალიან მაღიზიანებს. იმ ღამეს მანქანაში მომიხდა ძილი და მეორე დღესუკვე ყველაფრის დალაგებას ვაპირებდი.

ახალი დღეც გათენდა, გადავწყვიტე სახლი გამესუფთავებინაამდენი მტვრისგან, კომფორტულად მოვწყობილიყავი ჩემს სავარძელში, რომელიც სულ თან დამაქვსდა წერა დამეწყო. მიუხედავად ყველაფრისა, მიყვარდა ჩემი საქმე და ყველა გოგოს მერჩივნა.შემეძლო შეუსვენებლად მეწერა, მაგრამ იმის სურვილიც კი არ მქონდა ვინმე გოგო გამეცნოდა დავახლოებულიყავი. მე წიგნზე ვიყავი შეყვარებული და ეს ფაქტი სულ არ მაწუხებდა.ამ წმენდის შემდეგ რამდენიმე საინტერესო, რამ აღმოვაჩინე, რამაც ძალიან გამაოცა დათან თავზარი დამცა. იატაკზე ფრჩხილების ნაკვალევი ეტყობოდა, რომელიც საკუჭნაომდე ჩადიოდა,და ერთ კონკრეტულ ადგილას მთავრდებოდა. ამან ძალიან დამაეჭვა, ათას რამეზე დავიწყეფიქრი და ნელ-ნელა ჩემს გონებასაც მისწვდა ის, რაც მაშინ არაფრით არ უნდა მცოდნოდა.საკუჭნაოს ბნელი კუთხიდან უცნაური სუნი და საშინელი ხმაური გამოდიოდა, დროდადრო. მეპრაქტიკული ადამიანი ვარ და ისეთი რამეების არ მჯერა, რაც უბრალოდ დაუჯერებელია. ჩემიმსოფლმხედველობით ყველაფერს მოეძებნება ლოგიკური ახსნა, მაგრამ ახლა ამის აღარ მჯერა.თავიდან ჩავთვალე, რომ ეს უბრალოდ ქარი იყო და სუნი კი რომელიმე ცხოველის ლეშს მივაწერე,ამ სახლში ხომ წლებია არავინ შესულა.

1362750847_8988-6

იმ დღეს ძალიან დავიღალე, ყველაფერი ქალის სამუშაოებისჩატარება მომიხდა, მაგრამ მთავარი მაინც ის იყო, რომ მარტო ვიყავი და დანარჩენი რასაცვაკეთებდი მეორე ხარისხოვანი იყო. ერთადერთი მიზანი მქონდა, რაც ჩემი წიგნის ბოლომდედამთავრება იყო. ამოყირავებული სკამები და გადმოყრილი სურათები გავასწორე. თქვენ რომგენახათ სახლი იქამდე სანამ დავალაგებდი, იფიქრებდით, რომ აქ სასაკლაო გაიმართაო.  მეორე დღეს მყუდრო ოთახი მოვნახე მეორე სართულზე,სადაც ერთი სურათი, საწერი მაგიდა და დახეული ხალიჩა იყო.  აქ ჩემამდე დიდი ხნით ადრე მწერალი ცხოვრობდა, რომელიცგულის შეტევით მომკვდარა.  მე გამოუცდელი ვარმწერლობაში, მაგრამ რაც შემიქმნია ის ხალხს მოსწონებია და მეც ვაგრძელებ ჩემს საქმეს.მინდა საზოგადოებამ გამიცნოს, როგორც თავის დროზე ყველა ნიჭიერი მწერალი.  დავჯექი და წერა დავიწყე ერთ ბიჭზე, რომელიც სახლიდანიმის გამო გაიპარა, რომ ყველაფერი მობეზრდა და რამე ახალს ეძებდა მის ცხოვრებაში. რომანისაინტერესო უნდა გამოსულიყო, რომ არა ის მოვლენები, რაც ჩემს იქ ჩასვლას დაერთო თან.დიდი ხანი არ იყო გასული რაც წერა დავიწყე, რომ საძინებელში ფანჯარა ჩაიმსხვრა, გავედირათა შემემოწმებინა რა მოხდა, და როცა დავინახე ეს ყველაფერი ძალიან შევშინდი.  ფანჯრის ასე უცნაურად ჩამსხვრევა არასდროს მინახავს,შუშა მთელი იყო კიდეებში და მხოლოდ შუა ნაწილი ჩამოვარდნოდა შიგნითა მხარეს, ხოლო იმპატარა ნაწილს კი უცნაური ფორმა ჰქონდა, რაც სულაც არ იყო შემთხვევითი. ისეთი შეგრძნებადამეუფლა თითოს ვიღაც მითვალთვალებდა, ელვის სისწრაფით მოვტრიალდი, მაგრამ არავინ იყო.  ჩემს ზურგს უკან სუნთქვა ვიგრძენი, ისეთი საშინელებათაფილმებში რომ არის, უნებურად ფეხებმა კანკალი დამიწყო და ჩავიკეცე. მინდოდა გავქცეულიყავისახლიდან და თან რაც შეიძლება სწრაფად, როცა ფეხზე შეხება ვიგრძენი თმა ყალყზე დამიდგადა ქალივით კივილი დავიწყე, მინდოდა ხმა ვინმეს მაინც გაეგო და დამხმარებოდა, მაგრამეჭვმა ამიტანა. ახლა მივხვდი, თუ რატომ იყო ფრჩხილების ნაკვალევი, უხილავი ხელი ნელ-ნელადაბლა მიმათრევდა, კიბეებზე თავს ვურტყავდი და ვცდილობდი ხელით რაიმეს მაინც მოვჭიდებოდი.ინსტიქტურად ვიცოდი, რომ თუ ბოლომდე წამათრევდა, ვიღაცის საზარელი, უჩინარი და ყოვლისშემძლეხელი(ასეთი აზრი დამებადა მაშინ), იქიდან ცოცხალი ვეღარ ამოვიდოდი.  მე ვყვიროდი მაგრამ ამაოდ და უცებ ყვირილით ჩემსლოგინში გამომეღვიძა. თავი მტკიოდა, ტანზე რამდენიმე დალურჯებული მეტყობოდა, მაგრამყველაფერი რიგზე იყო, მე უბრალოდ ცუდი სიზმარი ვნახე. უბრალოდ ცუდი სიზმარი, თავს ამითვამშვიდებდი, მაგრამ სხეულზე დაბეჟილობებს ვერ ვხსნიდი, თუმცა ვაღიარებ, რომ სიზმარიმეგონა. იმას რაც იმ მომენტში ვგრძნობდი, ეჭვს დავარქმევდი, რადგან მე დანამდვილებითარ ვიცოდი ცხადი იყო თუ სიზმარი. თავი სიზმარში მეგონა, ერთ დიდ კოშმარში, რომელიცარასოდეს დამთავრდებოდა. მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგა ჩემში. იმას დავჯერდი,რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო და შიში გაქრა.

უცნაურია მაგრამ სიზმრებს ვხედავდი. სიზმრებს ძალიან იშვიათად ვხედავ. შეიძლება თვე ისე გასულიყო, რომ სიზმარი არ მენახა, მაგრამაქ ყოველ ღამე ვხედავდი ისეთ სიზმარს რაც მაშინებდა. ვნახე როგორ მოდიოდა ჩემთან ვიღაცშავებში ჩაცმული კაცი, მოდიოდა კი არა უფრო მოფრინავდა, ფეხებს არ იყენებდა მოახლოებისას.მე გავრბოდი, მაგრამ რაღაც მაკავებდა და მისკენ მექაჩებოდა, მინდოდა დამეყვირა, მაგრამხმა არ ამოდიოდა, თითქოს ხმა ჩემი არ არის და ვერ ვაკონტროლებ მას, მერე მეღვიძებადა რამდენიმე წუთი მჭირდება აზრზე მოსასვლელად. ეს რაღაც მისტიური სიზმრები ყოველ ღამემეორდებოდა და თან რამდენჯერმე. ეს უკვე ძალიან შემაწუხებელი იყო, მაგრამ დიდებისკენსწრაფვა მსხვერპლს მოითხოვს. ესჩემთვის უკვე ბუნებრივი მოთხოვნილებაა, რომ არ დავწერო ალბათ გავგიჟდები, ჩემი ემოციებიგადამაქვს ერთ ფარატინა ფურცელზე, რომელსაც უდიდეს ძალას ვანიჭებ მხოლოდ სიტყვებით.ჩემს განცდებს, გრძნობებს შიგ ვაქსოვ და თან ისე ღრმად, რომ მას დრო ვერაფერს დააკლებს.  მოგვიანებით სიზმრები დაიხვეწა და უფრო გამოკვეთილადჩანდა იმ შავებში ჩაცმული კაცის სახე. ეს ის მწერალი იყო, რომელიც ამ სახლში ორასიწლის წინ ცხოვრობდა და როგორც გავიგე კარლ მანიგენი თუ მანიკეტი ერქვა. სანამ ახალსახლში გადმოვიდოდი მის შესახებ ყველაფერი შევისწავლე. მწერალი იყო, რომელიც არ არისცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. მას მხოლოდ მკითხველთა გარკვეული წრე ყავდა, და მხოლოდმათ ანდობდა თავის ნაწერებს. ამბობენ, რომ ავტოკატასტროფაში მოყვა და ისიც კი გავიგე,რომ ეს ავარია გამიზნულად იყო მოწყობილი მისი საუკეთესო მეგობრის მიერ, რომლებიც წინადღეს იყვნენ ნაჩხუბრები. მე მიუხედავად ყველაფრისა წერას არ ვეშვებოდი, სიზმრები საშიშიიყო, მაგრამ მხოლოდ სიზმრები იყო და მეტი არაფერი, მაგრამ ამან სავალალო შედეგამდემიმიყვანა.

mkvdari

უკვე შუაღამე იყო, როცა წერისგან დაღლილი უღიმღამოდ ჩავეშვი ლოგინში და დაძინება დავაპირე, მაგრამ სახლმა მოძრაობა დაიწყო, მიწისძვრასჰგავდა, ვიგრძენი ფეხქვეშ რაღაც შემეხო, და რაღაცის გატეხვის ხმა გავიგე. ფეხი უნებურად მოვიქნიე და დაბლა უნდა ჩავსულიყავი, სწორი შესიტყვება რომ მივცეთ ამას ჩასვლას არდავარქმევდი, ისე ვიყავი შეშინებული გული ჩაფრენას ლამობდა, მაგრამ ძალიან შემაქანადა ადგილზე რწევა დავიწყე. ვეღარ ვმოძრაობდი, სადაცაა წავიქცეოდი და დავინახე ჩემსკენმომავალი ბზარი. ჭერიდან იყრებოდა პატარა ხის ნაჭრები და ბზარი კედელს ნელნელა უღრმავდებოდა.  შემდეგ იატაკზე გადმოვიდა და ნელ-ნელა მიახლოვდებოდა,მინდოდა გავქცეულიყავი მაგრამ ისე ყანყალებდა სახლი, რომ შეუძლებელი იყო.  ჩემს ფეხქვეშ სახლმა პირი გააღო და შიგ ჩამნთქა.რამდენიმე ხანს უგონოდ ვიწექი ან მცირე მონაკვეთი უბრალოდ ამოიშალა ჩემი გონებიდან.როცა გამოვფხიზლდი თვალებს ჯერ კარგად ვერ ვახელდი, მაგრამ ჩემს წინ კარგად ჩანდა შავიუფორმო სხეული, რომელიც ჰაერში დაფარფატებდა. თვალი კარგად გავახილე, არ დავიჯერე,თავი სიზმარში მეგონა, ნელ-ნელა მიახლოვდებოდა მე ვიწექი და უკან-უკან მივიწევდი ფეხებით,რაც შეიძლება სწრაფად. თვალი მოვკარი რაღაც რკინის საგანს, აღებისთვის გავწიე ხელი,მაგრამ არ მემორჩილებოდა. ჯერ ისევ შოკში ვიყავი და ვიცოდი, როგორც ყველა სიზმარი ესეცუბრალო გაღვიძებით დასრულდებოდა. თავი მარცხნივ მივატრიალე და რას ვხედავ, ჩემი ხელი.ის უბრალოდ აღარ იყო. საშინელი ტკივლი ვიგრძენი, ხელი არ მქონდა და ამას ვერ ვეგუებოდი.ეს ისეთი შეგრძნება იყო, როგორც თავს გრძნობს მონადირე იარაღის გარეშე, დათვის წინმდგომი, მაგრამ მაინც ეს ყრუ ტკივილი მკლავდა, მაგიჟებდა და უკვე იმედი მქონდა გადაწურული,რომ ამ სახლიდან გამოვაღწევდი. უკვე მჯეროდა, რომ ეს რეალობა იყო,  ეს სიზმარი რომ ყოფილიყო ტკივილი მთელ ტანს არ დაივლიდადა ისეთ შეგრძნებას არ დამიტოვებდა, რომ მე მსხვერპლი ვიყავი და ის რაღაც რაც ჩემსწინ იდგა ჩემზე ნადირობდა, ჩემი სისხლი სწყუროდა, როგორც ვამპირს, მაგრამ ეს არსებასხვა სამყაროდან იყო მოსული და ჩემს მოკვლას ლამობდა.  კიდევ უფრო მომიახლოვდა მე კი სულ უფრო და უფროუკან ვიხევდი, თან გონებას ვერ ვათავისუფლებდი და სულ იმაზე მეფიქრებოდა, რომ მას შეუძლიაუფრო სწრაფად მოახლოება, მაგრამ ისიც იცოდა, რომ ვერსად გავექცეოდი და ეს მაცოფებდა.  ხელში რაც მომხვდებოდა ყველაფერს ვესროდი, მაგრამისე გადიოდა მასში, როგორც კვამლში შეიძლება თავისუფლად გაიარო. ამ კუპრივით შავ მასასკი თეთრი ლაქები აჩნდებოდა. ხელში გაზის ბალონი მომხვდა, რომელიც მაშინ საიდან გაჩნდაიმ მიყრუებულ სახლში არ ვიცოდი, მაგრამ ამაზე ფიქრის დრო არ მქონდა. მზად ვიყავი ყველაფერი ამეფეთქებინა და მეც ავფეთქებულიყავი მასთან ერთად, ერთი ხელით ავიღე ბალონი და რაც ძალა მქონდა შერჩენილი, ამდენი ადრენალინის გამოყოფის შემდეგ, ვესროლე, ბალონი კედელსმოხვდა, გასკდა და მისმა ძალამ საკუჭნაოდან გამომტყორცნა, სახლი ინგრეოდა მე კი უკანასკნელიძალები მოვიკრიბე და წამოვჯექი, შემდეგ კარის სახელურს დავეყრდენი და ადგომა შევძელი.სახლიდან დიდი ძალისხმევის მერე, როგორც იქნა გამოვედი და იმედი მქონდა, რომ აქ დამთავრდაყველაფერი. კიდევ რამდენჯერმე იფეთქა და ვგრძნობდი, როგორ მიხურდა უკანა ნაწილი, სასწრაფოდძირს დავწექი და ბალახზე დავიწყე აქეთ იქით ტრიალი, რადგანაც ის ცეცხლი ჩამექრო, რამაცმთელი მარჯვენა ნაწილი დამიწვა. სახეზე და ტანზე ძლიერი დამწვრობა მქონდა, რამაც ორიდღე უგონო მდგომარეობაში საჭმლისა და ყველაფრის გარეშე ვიყავი. მაგრამ ახლა სახლშივარ, იმ საშინელებას გადარჩენილი ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ ცოცხალი გადავრჩი, მიუხედავადიმისა თუ რა დაემართა ჩემს სხეულს. მეტი წილი ვიცი, რომ ჩემი წინდაუხედაობისა და ურწმუნოებისგამო დამემართა. ახლაც ვერ ვიჯერებ და ჩემი ყველაზე დიდი დანაშაული სწორედ ეს არის.ამ ყველაფერს ვერ გაიგებდით, რომ არა ჩემი დამხმარე კრის სმიტი, რომელიც მთელი საათიაისმენს ამ ისტორიას და წერს, რომ თქვენამდე მოვიტანო. ჩემი ყველაზე დიდი ოცნება მხოლოდოცნებად დარჩა, დიდ მწერლად ქცევა…

ერკე მიდასი

Advertisements

ვისაუბროთ

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s