პაოლო კოელიო – გამარჯვებული მარტოა (ფრაზები)

coelho

ადრე არ ვიწერდი ხოლმე კითხვის დროს ფრაზებს წიგნიდან, მაგრამ რამდენიმე ფრაზამ მისი წიგნიდან ძალიან მომხიბლა და მინდა, რომ თქვენც ნახოთ ის. გამარჯვებული მარტოა – მისი საუკეთესო წიგნია, რაც კი წამიკითხავს ჯერ-ჯერობით. ძალიან მომეწონა. ❤

  1.  ეშმაკი პირველი ხარისხის პროფესიონალია, რომელსაც შეუძლია სუსტ სულში შიში, სასოწარკვეთა და უღონობა ჩანერგოს.
  2.  არა ყველაფერი ასე არაა: სიკეთის გამო ცოდვის ჩადენა ზნეობრიობაა, სიკეთის ქმნა ბოროტებისთვის – ცოდვა.
  3.  წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა, თეთრ სახლს შავი რომ ერქვას? ყველა იფიქრებდა, რომ სწორედ იქ ბინადრობს წყვდიადის მთავარი
  4.  საკმარისია ოცნება! გააკეთე შენი საქმე როგორც წესი და რიგია, დიდება კი თავისით მოგძებნის. დიდება, ყველაფერთან ერთად ჭირვეულია: წარმოიდგინე, რა მოხდება, თუკი დავალებულ საქმეს თავს ვერ გაართმევ; მარცხი და დამცირება გამანადგურებელი იქნება. მოემზადე!

735020_319507908154041_1328756072_n

მეტის ამოწერა ვერ მოვახერხე, რადგან კითხვამ ისე გამიტაცა, რომ არ შემეძლო სხვა რამეზე მეფიქრა და რამე ამომეწერა, ესენიც მაშინ ამოვიწერე, როცა გამცდარი ვიყავი ამ ადგილს და მერე მივხვდი მათ მნიშვნელობას, უკან დავბრუნდი სპეციალურად იმისთვის, რომ ამომეწერა ეს ფრაზები.  შემდეგში უფრო მეტს შემოგთავაზებთ სხვადასხვა მწერლებისას, ეს ჩემთვის პირველი იყო და მომიტევეთ ასე მწირი რომ გამომივიდა პოსტი. 🙂

პაოლო კოელიო მართლაც ძალიან მაოცებს,მისი წიგნები საოცარ განცდებს აღძრავს, შესანიშნავად აზროვნებს და ლამაზად წერს. ❤

Advertisements

2 thoughts on “პაოლო კოელიო – გამარჯვებული მარტოა (ფრაზები)

  1. მე ყოველთვის ვაჰაილაითებ ხოლმე, ქინდლში კითხვისას და ერთ ფაილში გროვდება… ერთხელაც, თავს მოვუყრი და მოგბაძავ.

    Like

ვისაუბროთ

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s