ერკე მიდასი – სიკვდილის თავისებურება

სიკვდილი

   საშინლად ცხელოდა და ბიზნესმენი გიორგი გიორგაძე ჯერ არ ჩქარობდა ოფისიდან გამოსვლას, თუმცა იცოდა წუთი წუთზე რომ არ გასულიყო თავის რეისზე დააგვიანებდა. ის საქართველოდან ნიუ-იორკში მიფრინავდა, რომ შეხვედროდა და მოლაპარაკებოდა მსხვილ ბიზნესმენს. იგი ახალ პარტნიორს ეძებდა საქმეში, რომელიც უნდა წამოეწყო და დიდი ფული მოეტანა. მან წინასწარ დაჯავშნა ტელეფონით ბილეთები ახალი კომპანიის მეშვეობით. Continue reading

Advertisements

მასტერი, იგივე გიორგი პავლიაშვილი

გიორგი პავლიაშვილი

გიორგი პავლიაშვილი

ამ ადამიანს ალბათ მთელი თბილისი და მთელი საქართველო იცნობს. შეიძლება არ უსმენდე მის სიმღერებს, მაგრამ მისი სახელი აუცილებლად გაგონილი გექნება. უფრო მეტიც, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მისი მიძღვნილი “Freestyle” მაკდონალდსს ყველამ ნახა და აიტაცა. ასე, რომ ვიცი ვისზეც ვსაუბრო ყველასთვის მეტად თუ ნაკლებად მაინც ნაცნობია.  Continue reading

ერთი არა, ჩვეულებრივი დღე – 26.07.2014

 

კოტე კირვალიძე და მე

კოტე კირვალიძე და მე

დილა ჩაის სმითა და ტოსტით დაიწყო!

დღეს რაზეც მინდა ვისაუბრო ბევრ რამეს შეეხება, იმაზე თუ როგორ გავატარე 26 ივლისი. წაკითხვისას ვინმე იკითხავთ ეს მე რაში მაინტერესებსო, მაგრამ ჯერ წაიკითხეთ და მერე რაც გინდათ ის თქვით. ეს დღე არც თუ ისე უმნიშვნელოდ გავატარე და მინდა მოვყვე თითოეული დეტალი. გავიხსენო და თქვენთვის მოვყვე ძვირფასო მკითხველო.

ამ ყველაფერს, ღიმილით და დიდი სიხარულით ვიხსენებ მეორე დღეს 27 ივლისს. ამავე დროს ზოგი ფაქტი ამ დღისა სევდის მომგვრელია, მაგრამ ამ ყველაფერს მაინც გავიხსენებ და გეტყვით ყველაფერს. არაფერი მაქვს დასამალი და მინდა გულახდილი ვიყო შენთან. ერთმანეთს თუ არ გავუხსენით გული ჩვენი ურთიერთობა არ შედგება, დამეთანხმებით ალბათ. არ ვიქნები ჩემს თავთან მართალი ამ დღის მოვლენები, რომ არ მოვყვე, ისე კი ჩემთვის გადასარევად განვითარდა მოვლენები, რამდენიმე მძიმე სურათს თუ არ ჩავთვლით. Continue reading

ერკე მიდასი – გველების ორმო (Ercke Mydass)

შავი მამბა, ყველაზე სწრაფი (16კმ/სთ) და აგრესიული გველი

გველები. ეს ის ერთ-ერთი არსებათაგანია, რომლისაც ძალიან მეშინია. ალბათ სიკვდილამდეც კი. ამიტომ გადავწყვიტე მათზე დამეწერა, მაგრამ არა ჩვეულებრივ გველებზე როგორებიც საერთოდ არსებობენ. ალბათ ადამიანს წერისკენ ისევ თავისი ფობია უბიძგებს ხოლმე… ეს მოთხრობა არის ჰორრორის სტილში, რომელიც რომ არ დამეწერა არ შემეძლო. წაიკითხეთ და გამოთქვით თქვენი აზრი ამის შესახებ. შთაბეჭდილებები გამიზიარეთ. ყველას აქვს შიშის ობიექტი. მარტო არ ვიქნები, ვისაც გველების ეშინია…

Continue reading

სტივენ კინგი – ჯონათანი და ქაჯები (მთარგმნელი Ercke Mydass)

სტივენ კინგი

                                                  ავტორი: სტივენ კინგი
ცხოვრობდა ბიჭი სახელად ჯონათანი. ის იყო ჭკვიანი, სიმპატიური და ძალიან მამაცი. მაგრამ ჯონათანი ქობლერების ვაჟი იყო.
ერთხელ მამამისმა უთხრა მას: „ჯონათან უნდა წახვიდე და ეძებო შენი იღბალი, შენ მეტისმეტად დიდი ხარ“
ჭკვიანმა ბიჭმა, ჯონათანმა იცოდა რომ უკეთესი იყო მეფისთვის ეთხოვა სამსახური.
ასე რომ ის გაემგზავრა. Continue reading

სტივენ კინგი – სასტუმრო გზის ბოლოს (მთარგმნელი Ercke Mydass)

1045039_485110301565209_646669985_n

ავტორი:სტივენ კინგი

უფრო სწრაფად! ტომი რივიერამ თქვა. „უფრო სწრაფად!“
„ 85-ით მივდივარ ახლა,“ კელსო ბლექმა უთხრა რივიერას.
„პოლიციელები პირდაპირ ჩვენს უკან არიან, “ თქვა რივიერამ. „90-მდე გაზარდე სიჩქარე.“ მან გაიხედა ფანჯრიდან. მათი მანქანის უკან პოლიციის მანქანა მიუყვებოდა, სირენასთანა და წითელ მოციმციმე ნათურასთან ერთად.
„მე ხომ პირდაპირ გზის მხარეს მივდივარ.“ დაიბუზღუნა ბლეკმა. მან მოატრიალა მანქანა და გზიდან გადავიდა. Continue reading

გიორგი ლოგუა – მიმართვა უფალს

post-25-1303587597

ღმერთო ადამიანი ვარ?

მაშინ რად მაქვს შური ძმისა,

რად ვატარებ უცხო სამოსს

არ მესმის ხმა მუსიკისა.

  Continue reading

სტივენ კინგი – წელიწადის დრონი

book_51d6c364ab2b5

ვინც ახლა შემომიერთდით და ეხლა მოაგენით ბლოგს მინდა მადლობა გადაგიხადოთ და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ ბლოგზე. მცირე რამ ჩემი ბლოგის შესახებ.

მოხარული ვარ, მეტიც ძალიან ბედნიერი ვარ კიდევ ერთი საღამო, რომ უნდა დავუთმო სტივენ კინგზე წერას. ასევე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ბოლო რამდენიმე დღე ამ წიგნის კითხვაში გავატარე. “წელიწადის დრონი”- ჰქვია ოთხი პატარა მოთხრობის კრებულს. თქვენ მკითხავთ უსათუოდ, ვისაც ერთხელ მაინც გჭერიათ ხელში ეს წიგნი, ან მაღაზიებში გინახავთ: -რა არის პატარა მთელი შვიდასი გვერდიაო, თუმცა მე გეტყვით, აქ მისი არცერთი მოთხრობა არ აღემატება სამას გვერდს და ეს სამასი გვერდი სტივენ კინგისთვის მართლაც ცოტაა. არც “მიზერი”, “მწვანე გზა”, “უიმედოთა ქალაქი”, “უძილობა”, “ნისლი”, არ არის მცირე ნაწარმოები, ბნელი კოშკი კი მხოლოდ მისი პირველი ნაწილით არ უნდა განვსაჯოთ, ის ოთხიათას ხუთას გვერდზე მეტია, მაგრამ კინგის რომანები ძალიან საინტერესოა და ჩამთრევი. სულმოუთქმელად იკითხება და სიამოვნებასაც განიჭებს მისი კითხვა, მერე რა რომ შემზარავია და იმის შიშით ქუჩაში ვერ გაივლი ღამე, ისე რომ უკან არ მიიხედო, ან მანქანებს შეხედავ სხვა თვალით, რადგან შესაძლოა რომელიმე მოჯადოებული იყოს, ან ბნელი კუნჭულებიდან ვიღაცამ ხელი გტაცოს და შეგათრიოს, დანით ოცდაჩვიდმეტი ჭრილობა მოგაყენოს, იქნებ დიდი ჩაქუჩით გაგიხეთოს თავი. შეიძლება საიდანღაც ვამპირი გამოგედევნოს, ან ნისლის შეგეშინდეს და ეს შიში სიკვდილამდე გაგყვეს. თუმცა მის ნაწარმოებებს თავისი ხიბლი აქვს. სტივენ კინგის რომანები მომწონს, როგორც გარეგნულად ისევე მისი შიგთავსიც. მისი ყდა და ყდაზე დაწერილი მისი სახელი თავიდანვე გეცემა თვალში. “Stephen king” – მისი გვარი ხომ მეფეს ნიშნავს და მართლაც მას ამ ჟანრში ბადალი არ ჰყავს. ის საშინელებათა ჟანრის მწერალია, როგორც ბლოჰი. Continue reading

იგავი, რომელიც ყველა ქრისტიანმა უნდა წაიკითხოს – გვაქვს კი დრო?

10408065_658188647598839_8860829171225817729_n

გვაქვს კი დრო?
იგავი,რომელიც ყველა ქრისტიანმა უნდა წაიკითხოს

სატანამ ეშმაკების საყოველთაო კრება მოიწვია. თავის შესავალ სიტყვაში მან თქვა: „ჩვენ ვერ დავუშლით ქრისტიანებს იარონ ეკლესიაში, იკითხონ ბიბლია და ღმერთან კავშირი დაამყარონ. როგორც კი ისინი უფალთან მივლენ, ჩვენ მათზე გავლენას ვკარგავთ. დაე, იარონ თავის ტაძრებში, მაგრამ ჩვენ მათ დრო მოვპაროთ-მათი დრო! ასე რომ ისინი სულ დაკავებულები იქნებიან, ვერ გამონახავენ დროს ლოცვისა და სინანულისათვის და შესაბამისად ვერც ქრისტეს მიეახლებიან”. Continue reading

დათო ტურაშვილი – იყო, და არა იყო რა

product_image_661

უმეტესობა ჩვენი ქვეყნისა მოესწრო იმ მოვლენებს, რასაც ამ წიგნში შეხვდებით. წლების მიხედვით უკვე მიხვდებოდით რომელ პერიოდზეა ლაპარაკი, მაგრამ ერთი შეხედვით მარტივად ვერ მივუდგებით. ამ წიგნში არა მარტო 1987-1991 წლის ამბებია გადმოცემული, ავტორი მთელ საბჭოთა კავშირს იხსენებს, იმ დროსაც სადაც არ უცხოვრია და უბრალოდ გადმოცემით იცის, ან წიგნებში წაკითხულიდან. მამა ნამდვილად არ დაისვამდა და ამ ამბავს პატარაობისას არ მოუყვებოდა, მაგრამ რთული პერიოდის გამოვლა მასაც მოუწია. დათო ტურაშვილი 1966 წელს დაიბადა და გამოიარა ურთულესი პერიოდი მართლაც. ამ წიგნში მისი ავტობიოგრაფიაც არის და ვინც ამას წაიკითხავს უთუოდ უკეთ გაიგებს რა ხდებოდა საბჭოთა საქართველოში.  Continue reading