ერკე მიდასი – გამოსამშვიდობებელი წერილი

                           bd44d92283a55                            

                                                         ეძღვნება თაკო ნასარიძეს

                                                             ულამაზეს გოგოს

                                         თუ რისთვის თავად იცის, ნამდვილად იცის

ჩემს მიერ დაწერილი ჩანახატი. ეძღვნება თაკო ნასარიძეს, რადგან ის რომ არა არ დაიწერებოდა ეს … საფუძვლად უდევს რეალური გრძნობები, არ ვასახელებ შეგნებულად.

Continue reading

Advertisements

ერკე მიდასი – აღსარება

 f0d07-e183aae1839de18393e18395e18398e1839ae18398e183a1e183a3e1839ae18398e183a1e18390e183a6e183a1e18390e183a0e18394e18391e18390
    შეიძლება შენ ღმერთის გწამს, ცოდვებს არ სჩადიხარ და მისდევ მის ყოველ სიტყვას, როგორც საჭიროა და არ უხვევ სწორ ბილიკებს. მიდიხარ სულ პირდაპირ, ან შეიძლება მთელი შენი სიცოცხლე სცოდავდე, არ დადიოდე ეკლესიაში და ყველაფერს აკეთებდე, რომ კარიერა კარგად წაგივიდეს, თუმცა ბოლოს აანალიზებ ამას და ინანიებ. ყველანი ღვთის შვილები ვართ და ღმერთს ყველანი ვუყვარვართ… ყველას შეგვიფარებს… ის ელის იმ წუთს, როდის დავბრუნდებით ცხვრების ფარაში და უხარია ჩვენი დაბრუნება…
დაწერილია ჩემს მიერ: ავტორი

სტივენ კინგი – უძილობა

book_51d6c49f1e9de

მინდა ჩემი აზრი გამოვხატო ამ წიგნთან დაკავშირებით. ამ არაჩვეულებრივ წიგნსა და ავტორზე გესაუბრებით, რადგან ეს ავტორი ჩემს სიაში პირველ ადგილზე დგას იმის შემდეგ რაც მის ნამუშევარს გავეცანი. ეს კი სულ ახლახანს მოხდა. მის შესახებ პალიტრას გამომცემლობისგან შევიტყვე და ამისთვის მას დიდ მადლობას ვუხდი. ჩემი პირველი წიგნი ამ ავტორის გასაცნობად წაკითხული უიმედოთა ქალაქი გახლდათ, მასზე სხვა დროს ვისაუბრებ, როცა კი ამის შესაძლებლობა მომეცემა.

უძილობა, როცა დავინახე მივხვდი, რომ ეს საჩემო წიგნი იყო. ზუსტად ეს წიგნი მჭირდებოდა მაშინ, როცა უიმედოთა ქალაქი დავამთავრე. მისი ზომით თუ ვიმსჯელებთ დაწყებისა ცოტათი შემეშინდა, მაგრამ ჩემს თავს ჩავძახე სირთულეს გაუმკლავდი, დაძლიე შენში ის სიზარმაცე რაც კითხვის შესაძლებლობას არ გაძლევს-თქო და რამდენიმე დღის ყურების შემდეგ კითხვაც დავიწყე. ჩემი პირველი შთაბეჭდილება  შემოძახილი “ვა რა მაგარია”-თი არ შემოიფარგლა, რადგან დასაწყისი არც ისე საინტერესოდ მომეჩვენა. მთავარ გმირს 70 წლის რალფ რობერტსს მის თავში წიკ-წიკი ესმის და ეს მისი ცოლის აღსასრულის მოახლოებას აუწყებდა. თქვენ იფიქრებთ, რატომ მაინცდამაინც ასეთ მოხუცებულებაში, მაინც დიდი დრო არ უწერია ამ კაცს და რატომ გადაწყვიტა, რომ მისი “ბებრული” ცხოვრება აეღწერა, აი ჩემი პირველი რეაქცია, მაგრამ თურმე შევცდი. სტივენ კინგმა დამანახა, რომ მოხუცებსაც აქვთ ისეთივე გრძნობები, ისეთივე სიცოცხლის სურვილი, როგორც ჩვენ ახალგაზრდებს ანდაც იმ ბავშვებს, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ სწვდებიან ბოლომდე მათ დანიშნულებას, არ იციან რა უნდათ ცხოვრებაში და მხოლოდ გართობით შემოიფარგლებიან.

Continue reading

სტივენ კინგი – მწვანე გზა

book_519b51e33edad

უფალი ჩვენი შეუცნობელია და ყოველთვის გვანებივრებდა ისეთი ამოუცნობიფაქტებისა და მოვლენებისგან, რომელსაც ადამიანის გონება ბოლომდე ვერ სწვდება და მიუხედავად მეცნიერების განვითარებისა მაინც ვერ ჩასწვდება. სწორედ ასეთი მოვლენა იყო ადამიანებში  ჯონ კოფი  (John Coffey) , მისი გვარი გამოითქმის, როგორც ყავა, მაგრამ სხვანაირად იწერება.

ჯონ კოფი ის “არსება” იყო, რომელიც ასე ძალიან სჭირდებოდა ხალხს, როდესაც მათ ღვთის რწმენა დაკარგეს. მათ მხოლოდ ღვთისგან დაშვებული სასწაული თუ გადაარჩენდათ, მათ სულს იხსნიდა. ჯონ კოფი ის ადამიანი იყო, რომელმაც მხოლოდ თავისი სახელის წერა-კითხვა იცოდა,რომელსაც ღამე სიბნელის ეშინოდა, არაფერი ახსოვდა მისი ბავშვობის შესახებ და არ იცოდა თუ ვინ იყო ის, საიდან მოვიდა. იგი ყველასგან განსხვავებული, შავი გოლიათი იყო, რომელიც სულ მარტოდმარტო დაეხეტებოდა შეუმჩნევლად. თქვენ ალბათ გაგიკვირდებათ გოლიათი და შეუმჩნეველი ერთმანეთთან შეუსაბამობასია და ამის წარმოდგენა გაგიჭირდებათ, მაგრამ ასეა. ის მართლაც იმხელა იყო, რომ მისთვის ნებისმიერ კარში შესასვლელად მოხრა იყო საჭირო. უწყინარი, მშვიდი და წმინდა სულის პატრონი ორი პატარა გოგონას გაუპატიურებისა და შემდეგ მოკვლის ბრალდებით დააპატიმრეს და მას არც მეტი არც ნაკლები სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს ელექტროსკამზე, რომელიც იმ დროს “ქოულდ-მაუნთინში” იდგა. Continue reading