ერკეს შესახებ!

გამარჯობათ. მე ერკე მიდასი ვარ, რამდენადაც ჩემი ბლოგის სახელიდან არის ცნობილი.

პოეტი და მწერალი ერკე მიდასი.

ვიტყოდი, რომ ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, ჩვეულებრივი ცხოვრებით მეთქი, მაგრამ ეს ასე არ არის. არავის ცხოვრება არ არის ჩვეულებრივი, ამ პლანეტაზე მცხოვრები ყველა კაცის, ქალის, ბავშვის თუ მოხუცი ბებია-ბაბუის ცხოვრება არ არის ჩვეულებრივი და ყველა მათგანში შეიძლება იპოვო ის, რაც შენ გჭირდება. იპოვო ღირებული რამ, რის გამოც მისი ისტორიის მოსმენა ღირს.

ბევრი ფიქრის შემდეგ, თუ რა დამეწერა აქ (და თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩემს თავზე საჯაროდ ლაპარაკი არ მიყვარს, მხოლოდ ის რაც მიზნად მაქვს საკმარისია ხოლმე) მაინც გადავწყვიტე ბოლოს, რომ დავწერო ჩემი არაჩვეულებრივი ცხოვრების დეტალები,  ოღონდ საინტერესოდ თავი რომ არ მოგაბეზროთ.

პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ მე დედამიწაზე არ დავბადებულვარ. ხომ ასეა? კი, აქედან უნდა დავიწყო. ეჭვი მაქვს და არა მარტო ეჭვი, რომ სხვა პლანეტაზე გავჩნდი და ამას ბევრი რამეც ადასტურებს, ჯერ მხოლოდ ისიც კმარა, რომ თავი ადამიანად არ მიმაჩნია, და საერთოდაც ბავშვობაში მფრინავი თეფშიც ვნახე, ალბათ მითვალთვალებენ კიდეც და მაკვირდებიან როგორ ვიზრდები უცხო პლანეტაზე.

აქ ჩამოსვლის თარიღი რა საკვირველია არ მახსოვს და ჩემი მშობლებიც ნამდვილები არიან, მაგრამ სხვა რაღაცაშია საქმე. 3 წლის რომ ვიყავი ჩემზე თქვეს ძალიან მოუსვენარი ბავშვია, რომ გაიზრდება ძალიან ბევრს მიაღწევს და საკმაოდ წარმატებული იქნებაო. ეს მოხდა მეტროში, დედაჩემს უთხრეს და ბებიაც და სხვა მგზავრებიც ამის მოწმენი იქნებოდნენ, მას შემდეგ ვეძებ იმ ქალს, რომელიც მე არ მახსოვს, რომ ვნახე და ხანდახან მგონია, რომ არც ის იყო აქაური. სხვა პლანეტის მცხოვრებლებიც კი ჩვენ შორის არიან, ერთ-ერთი მათგანი მეც ვარ და თუმცა მაინც არ მახსოვს რომელი პლანეტიდან მოვედი, ან მომიყვანეს, შეიძლება ვინმეს დავავიწყდი ან ჩემი მშობლებიც იქიდან არიან და არაფერს მეუბნებიან, მაგრამ ვცდილობ აღვიდგინო ან გავიგო ყველაფერი, რაც ჩემს ბავშვობას და ჩემს ცხოვრებას შეეხებოდა მე რომ აქ არ გავზრდილიყავი, არამედ სხვაგან.

ერთი სიტყვით რაღაცაშია საქმე!

მაგრამ მეც უკვე იმდენი ხანი დავაბიჯებ თქვენსავით დედამიწაზე, რომ ადამიანი ვარ, თქვენიანი და მეც შემტკივა ამ პლანეტაზე გული.

სკოლის დამთვრებამდე ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, მაგრამ მაინც ვგრძნობდი რაღაცით ყველასგან განვსხვავდებოდი, როგორც ეს უკვე გითხარით. მეგონა არ ვეკუთვნოდი ამ პლანეტას და აქ ზედმეტი ვიყავი, რადგან ჩემი სიტყვების, არავის ესმოდა, ვერავის ვაგებინებდი თუ რა მინდოდა და ჩემს აზრებს მხოლოდ აგდებულად თუ უყურებდნენ.

რაც წერა დავიწყე კი დამოკიდებულება ხალხისა ჩემ მიმართ ნამდვილად შეიცვალა. წერა კი მაშინ დავიწყე, როცა უნივერსიტეტში მოვხვდი. მაშინ გავიცანი გოგოც, მაშინ დავწერე პირველი ლექსი და გამიჩნდა სურვილი ყველას გაეგო ჩემი აზრები, დამოკიდებულება სიყვარულის მიმართ და საერთოდ ჩემი არსებობა.

ვფიქრობდი მნიშვნელოვანი ვარ მეთქი, შემდეგ გავიზარდე და ახლა ვფიქრობ, რომ ყველა თქვენგანი მნიშვნელოვანია, ვინც არ უნდა იყოთ და ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ რაღაც მნიშვნელოვანი, რის გამოც ერთმანეთით ვიამაყებთ.

ჩემი მოთხრობებთან შეხება და პირველი მოთხრობის დაწერის მიზეზი იყო ერთი იდეა, მომავლის იდეა, რითიც კმაყოფილი ვიყავი. მინდოდა დამეწერა რომანი, რომელიც იქნებოდა იმდენად მაგარი, რომ დარწმუნებულიც ვიყავი ყველას გააოცებდა. წინასწარ ამის თქმა რთულია, მაგრამ სწორედ ამიტომაც არ ვწერ ახლა, რადგან შევემზადო, კარგად გავითავისო ის, რისი დაწერაც მინდა და შემდეგ კი დავიწყო. ჩემი ზედმეტი ამბიციურობაც ნუ შეგაშფოთებთ. ვიცი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი იქნება და ერთ-ერთი სერიოზული ნაწარმოები ჩემს შემოქმედებაში, ბევრსაც დააფიქრებს, ბევრსაც აბსურდულ აზრამდე მიიყვანს და ბევრიც შეიძლება დაიბნეს ამის წაკითხვისას, მაგრამ ვიცი რომ უმეტესობა გაიგებს რისი თქმაც მენდომება იმ რომანით, რასაც რამდენიმე წელიწადში იხილავთ, მალე არა, მაგრამ მაინც იხილავთ.

მანამდე კი ერთ, ჩემს პირველ რომანზე ვმუშაობ. რომელსაც უფრო ადრე იხილავთ ვფიქრობ, მაგრამ სათანადო მომზადება და რედაქტირება მაინც დაჭირდება დასრულებისთანავე. ბევრს არ ვლაპარაკობ ამ რომანზე მაინც, მხოლოდ ერთს ვუგზავნიდი წერისას და ის მაძლევდა სტიმულს მეწერა, მაგრამ წინასწარ რა მოხდება, რას ვაპირებ და როგორ დასრულდება ამაზე ლაპარაკისგან თავს ვიკავებ. ბევრს ჰქონია შემთხვევა, როცა საკუთარ ნაწარმოებზე ლაპარაკობ და ყველას უყვები შემდეგ შესაძლოა ის ვეღარასდროს დაასრულო და დაგრჩეს გვერდზე, მე კი ეს არ მინდა.

და მაინც, ყველას აქვს მიზეზი რის გამოც წერას იწყებს.

მე რის გამო დავიწყე?

სამყაროს შეცვლა მინდოდა. მოკლედ და კონკრეტულად. მჯერა, რომ ამის გაკეთება შეიძლება და მიზანს აუცილებლად მივაღწევ. მჯერა, რომ შესაძლებელია ადამიანში ყოველთვის აღმოაჩინო და წინ წამოსწიო სიყვარულის გრძნობა და ამით აუვსო გული, დაავიწყო შური სხვის მიმართ, სიძულვილიც და დაავიწყო სევდაც. პრეტენზია მაქვს იმის, რომ გავხდე წარმატებული, მაგრამ ასევე იმისაც, რომ წარმატებასთან ერთად მსოფლიოც საგრძნობლად შეიცვალოს, კითხვით არა, წიგნები მხოლოდ ნაწილია იმისა, რის გაკეთებაც მინდა მომავალში… მომავალში იმიტომ, რომ ჯერ აუცილებელია საზოგადოებამ კარგად გამიცნოს, შემდეგ კი ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ შეიცვალოს სამყარო.

სამყაროს შეცვლა მარტივი არაა, ხალხის შეცვლით უნდა დავიწყოთ.

სულ ვიმეორებ ხოლმე, ყველას ვეუბნები რომ რაც არ უნდა ვეცადო, მარტო ჩემი ძალებით ამას ვერ ვიზამ, ეს ხალხის სურვილიც უნდა იყოს და იმის იმედიც მაქვს, რომ თქვენც მოგინდებათ უკეთეს მსოფლიოში ცხოვრება.

მე ერკე მიდასი ვარ, პლანეტა ერკემიდასიდან, სადაც ყველაფერი ისეა, როგორც მინდა დედამიწა რომ გახდეს. ერკემიდასი ასე ვთქვათ ჩემი საოცნებო პლანეტაა, სადაც ცხოვრებაზე არაფრით ვიტყოდი უარს, მაგრამ მანამდე დედამიწას შევცვლი.

მსოფლიოს შევცვლი… თქვენი დახმარებით!

დანარჩენ ინფორმაციას კი გაიგებთ ჩემზე, თუ გამომყვებით, გამოიწერთ ბლოგს და ვიმეგობრებთ. რასაც ვწერ ყველაფერი ჩემს პიროვნებაზეც მიანიშნებს, უფრო მეტს კი ჩემი პოსტების წაკითხვით გაიგებთ.

ჩემი შეხედულებები “ერკეოლოგზე”.

11262248_997837530227853_1369862614_n

ერკე მიდასი

17 thoughts on “ერკეს შესახებ!

  1. მეც ვწერ წიგნს მეთქი დავგუგლავ რამეს ვინმე რამეწ თუ წერს თან ვიხილავთქო, კაკრას შენც გამოჩნდი და იმდენად თავდაჯერებულად ვიგრძენი თავი რომ აუცილებლად სექტემბერში გამოვცემ ჩემს ნაშრომს :)))

    Like

    • ძალიან კარგია! როცა გამოსცემ შემატყობინე და მეც გიხილავ, ავტოგრაფისთვის :დ ))
      წარმატებები! მიხარია, რომ თავდაჯერებულად იგრძენი თავი და ეს ამ ბლოგის დამსახურებაც ნაწილობრივ მაინც იყო ^^

      Like

  2. გამარჯობა ერკე! დღეს აღმოვაჩინე შენი ბლოგი ^_^ ვიცოდი ერთადერთი არ ვიყავი ვისაც თავი სხვა პლანეტიდან ეგონა. ჩემს პლანეტას ”მისტერიოზა” ჰქვია, შენის მახლობათაა.
    სხვათა შორის მეც იგივე მიზანი მამოძრავებს და თურმე არც აქ არ ვყოფილვარ მარტო.
    ჰოდა, ამიტომ, იმედია ვიმეგობრებთ 🙂

    Like

  3. გამოხმაურება: 21 სექტემბერი – სტივენ კინგი და ერკე მიდასი | ერკე მიდასი

  4. დიდი მადლობა ❤ ჩემი ბლოგის კარი შენთვის მუდამ ღიაა ^_^ როცა მოვალ ჩემ თავზე საუბრის ხასიათზე აუცილებლად დავწერ. ავტობიოგრაფიასავით მინდა დავწერო ოღონდ არც ძაან მომაბეზრებლად და დაწვრილებით :)) შემოიარე ხოლმე :* მსუყე ტკბილეულით გაგიმასპინძლდები ❤

    Like

  5. ჯერ ეს ერთი, “ჩემ შესახებ” უნდა გეწეროს, “ს” ზედმეტია.
    მეორეც, სანამ შენ ამას შეავსებ, გეტყვი იმას, რომ ეს ბლოგი არ ვიცოდი და ფრიად მომეწონა.
    დავამატებ რიდერში და შემოგივლი ხოლმე.

    Liked by 1 person

ვისაუბროთ

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s