ე.ც.ა.დ.ე. კოდექსი!

5d6e92bdc542e

ერკეს ცხოვრების, ადამიანობისა და ერთგულების კოდექსი – ე.ც.ა.დ.ე. კოდექსი!

  1. სულ ცოტა რამ მჭირდება, რომ ვიყო ბედნიერი – კარგი გარემო (ბიბლიოთეკა), შესანიშნავი მეგობრები (ვინც კითხულობს) და სიყვარული. ჩემთვის კითხვა ყველაზე მნიშვნელოვანი რამეა და ამქვეყნად არ არსებობს (ჯერ-ჯერობით) სხვა რამ, რითიც შეიძლება ჩემი თავი გავართო. კითხვა და წერა თანაბრად მიყვარს. მიყვარს მეგობრები, რომლებთანაც შემიძლია დაუსრულებლად ვარჩიო წიგნები და ამა თუ იმ წიგნის შინაარსზე ან არსზე ვეკამათო, მიყვარს და მაბედნიერებს, როცა სხვას ჩემს აზრს ვუზიარებ და ვაჩვენებ გზას, რომელზეც შეუძლია იაროს თამამად. ასევე სიყვარული, ბოლო რაც მაბედნიერებს. სიყვარული ყველას აბედნიერებს არ მეთანხმებით? ვამპირი ვარ, და თქვენგან ხარბად ვიწოვ ამ გრძნობას, მე სიყვარული მჭირდება, ბევრი ძალიან ბევრი. მომეციიიიიიით.
  2. ვცდილობ ყოველთვის გავხდე იმაზე უკეთესი ხვალ, ვიდრე ვიყავი გუშინ და გუშინწინ. რაიმეს შეცნობის შემდეგ ვფიქრობ იმაზე, რაც გავიგე, ან ვცდილობ შევიგრძნო, შევიცნო და შევიმეცნო, რაც ცოტა ხნის წინ წავიკითხე ან გავიგე. ვფიქრობ ხოლმე ჩემს ცხოვრებაზე, იმ ადამიანებზე ვისაც გული ეტკინათ ჩემგან ან მე მატკინეს გული. ვფიქრობ ყველაფერზე. პატიება, აი რა არის ერთადერთი კარგი და სასიამოვნო რამ. აპატიეთ. გახდით უკეთესები ვიდრე იყავით. გიყვარდეთ.

  3. მიყვარს ხალხი და მათთან ურთიერთობა, მაგრამ ხალხსაც გააჩნია. რა ჯობს სიწყნარეში ჩიტების ჭიკჭიკის ფონზე ჰამაკში ქანაობა და ჩრდილში წიგნის კითხვა. ყველასგან მარტო, ყველასგან განცალკევებით. მაგრამ მარტოობას კი ყველაზე მეტად ის ჯობს, რომ იცი ვიღაცა შენთან არის, ვიღაცას უყვარხარ, გაფასებს, მეგობრად გთვლის და პატივს გცემს. აი რა არის ნამდვილი ბედნიერება.

  4. ყველა, ვინც ჩემთვის რამეს ნიშნავს ჩემგან ყველანაირად იგრძნობს ამას. როცა ვგრძნობ ხოლმე ვინ როგორი დამოკიდებულებით მეპყრობა, როგორ მიყურებს თბილი თვალებით თუ კაციჭამიასავით მეც ამით ვსაზღვრავ ვის მივმართო გასაჭირის ჟამს, ან მე ვის ვაგრძნობინო, რომ ძალიან მიყვარს. ემოციებს ვერ ვმალავ, ამას ვერასდროს ვახერხებდი და ვერც ახლა ვახერხებ. გოგო მიყვარდა მაშინ, როცა სკოლაში ვსწავლობდი და როცა გავაცნობიერე მივედი და ეგრევე ვაჯახე მიყვარხარ-მეთქი. რეაქცია არ ჰქონდა, ისიც კი არ ვიცი რას ფიქრობდა, მაგრამ რასაც ვგრძნობდი დაუფარავად მივახალე მაშინვე. ყველა, არ აქვს მნიშვნელობა რა გაუკეთებია ჩემთვის ან რას გააკეთებს, მიყვარს მაშინ, როცა მის სილამაზეს გარეგნულს თუ შინაგანს სიღრმისეულად ვწვდები, კარგად ვცნობ მის ნაკლს და დადებით თვისებებს და ამის მიუხედავად მე ყოველთვის მის გვერდში ვარ, სადაც არ უნდა იყოს. მინდა, რომ სულ ჩემთან იყოს, ვაგრძნობინო როგორ მიყვარს იმ ადამიანს და სულ თბილად ვესაუბრო. ასევე მიყვარს ჩახუტებაც. ყველა თავისას იღებს, ვინც როგორ მექცევა ზუსტად ისე.

  5. ყოველთვის ვეხმარები ადამიანს, ვინც გვერდში მიდგას და ვისთანაც შესანიშნავად ვგრძნობ თავს. ყველაფერში რაც არ უნდა იყოს. საყვარელი ადამიანისთვის სიცოცხლესაც კი დავთმობ უყოყმანოდ. მსიამოვნებს, როცა მეგობრის სახეზე ღიმილს ვხედავ და მიხარია მისი ბედნიერება. ერთადერთი რაც უნდა ვთქვა ღიმილი ყველას ძალიან უხდება, მოწყენა და ტირილი კი – არა.

  6. წესით უნდა მიყვარდეს ის თვისება, რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ არ მიყვარს. გულწრფელი ვარ ყველას მიმართ და მიმნდობი. ადვილად ვენდობი ხოლმე ადამიანებს და ადვილად მიყვარდებიან ისინი მათი თუნდაც ფარული ჩანაფიქრებით, ამას კი მერე ვამჩნევ. ტყუილის თქმა არ გამომდის, ვამბობ მხოლოდ სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა (ნუ ახლა პატარა ტყუილები არ ითვლება, ისეთი – მეგობარს, რომ გააღიმებ და გულს არ დასწყვეტ, ანუ სასიკეთოდ გამოსაყენებელი.) და ეს ფრაზა ჩემზეა ზუსტად რა… (მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ ცუდად დამთავრებულა და იმედი ხშირად გამცრუებია ადამიანში ჭკუას მაინც ვერ ვსწავლობ).

  7. ჩემთვის ყველაზე მთავარია, რომ პოზიტიურად მივუდგე ყველა საკითხს. მთავარია ღიმილი, ბევრი ღიმილი, რომელსაც შეუძლია ადამიანზე სასიამოვნოდ იმოქმედოს და სხვა ადამიანიც გააღიმოს. ღიმილი ხომ გადამდებია?!

  8. სიცოცხლეში ერთი მთავარი რამ არსებობს – კვლავ სიცოცხლე. და ვერ გამიგია იმ ადამიანების, ვინც ნაადრევად ისწრაფებენ მას, ვითომდა იმის მიზნით, რომ აქედან გაიქცნენ, დეპრესიაში არიან, არავისთან ლაპარაკი არ სურთ და ვერავინ უგებს. ეს ყველაფერი არის ტყუილი. დეპრესია სინამდვილეში, როგორც საშუალება ადამიანი განმარტოვდეს ისევ ადამიანის მიერ არის გამოგონილი, ის არ არსებობს. ყოველთვის შეგიძლია იყო კარგ ხასიათზე თუ ამის მიზეზი არ გაქვს.

  9. ძალიან მინდა არ არსებობდეს ტკივილი, სევდა, წუხილი, ბოროტება და ეს სამყარო იდეალურს მაქსიმალურად მიუახლოვდეს. არ მინდა არსებობდეს თვით სიკვდილი და ყველა უზომოდ ბედნიერი იყოს პლანეტაზე. არ აწუხებდეს არაფერი, არც სიხარბე, რომ ის პატარა მიწაზე ცხოვრობს და გაფართოება სწყურია, არც შური მეზობლის მიმართ, რომ მას მეტი აქვს და თვითონ რატომ არ აქვს (გაანძრიოს ხელი და ექნება) ან სიძულვილი უაზროდ ერთმანეთის შეძულება. მინდა პლანეტაზე სიყვარულის ადგილი მეტი იყოს ვიდრე ბოროტების და სიძულვილის, ერთმანეთისადმი ზიზღის და საერთოდ ყველა იმ მანკიერი თვისებების რაც კარგის საპირისპიროდ წარმოიშვა შემდგომ. სიკვდილის არარსებობა მაინც თუ ძალიან ფუჭი ოცნებაა (ვამპირებს თუ არ ჩავთვლით და მხედველობაში ადამიანებს მივიღებთ) მაშინ მინდა, რომ ყველა იღუპებოდეს, როცა ამის დრო მოუვა – “ბუნებრივად”.

  10. ჩემი აზრით არც არსებობს სიძულვილი. ვფიქრობ, რომ ისიც სიყვარულია, მისი ნაწილია ოღონდ მცირე. სიძულვილი სიყვარულის ნაკლებობაა.

  11. ვგრძნობ, რომ დედამიწაზე არსებობს მხოლოდ სიყვარული, დიდი სიყვარული და უსაზღვრო სიყვარული და სხვა არაფერი ამქვეყნად გარდა სიყვარულისა.

  12. ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის ბევრს ნიშნავს ჩემ გარშემო მყოფი ხალხი, რომელთა გარეშეც წინ ვერ წავიდოდი. მათი ყოველთვის მადლიერი ვარ, რადგან მაშინ მეხმარებიან სწორედ, როცა საჭიროა და მაშინ მაძლევენ იმედს, როცა იმედი სულ მცირეა. იმედიც არ იკარგება ამქვეყნად, იმედი არასდროს კვდება და არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ იმედი ბოლოს კვდება. თუ კვდება სად ქრება ის? უბრალოდ ვერ გაუჩინარდება, ის არსებობს, იარსებებს ყოველთვის და ადრეც არსებობდა. ის ჩვენშია და მას ვგრძნობთ, როგორც ვგრძნობთ სიყვარულს ისევე იმედს. იმედი არასდროს კვდება!

  13. ვფიქრობ ხოლმე ყოველთვის რა შეიძლება გავაკეთო ადამიანებისთვის, როგორ ვიმოქმედო, რომ მათზე შთაბეჭდილება დავტოვო და გავაოცო, მაგრამ ყოველთვის ვანებებ ფიქრს თავს. ვხვდები ერთ რამეს, რომ ადამიანი ყველას ვერ გააოცებს. რაც არ უნდა მოინდომოს, ყველაზე ერთნაირ შთაბეჭდილებას ვერ მოახდენს. ზოგს მოეწონები ზოგს არა, მაგრამ ეს სიძულვილამდე არ უნდა გადავიდეს, ხომ ვთქვი წინ, რომ სიძულვილი არ მინდა საერთოდ არსებობდეს-მეთქი, ხოდა არ არსებობს, დაივიწყეთ ის, ამოიგდეთ თავიდან, რომ იცით მის შესახებ. თავები დაარწმუნეთ, რომ სიყვარულის გარდა სხვა არაფერი არსებობს ამქვეყნად, ღმერთი თავად სიყვარულია და უნდა ვირწმუნოთ მისი. არ უნდა შეიცვალო სხვის გამო, უნდა იყო ის რაც ხარ და სწორედ ასე მოახდინო სხვებზე შთაბეჭდილება. დაიმახსოვრე, არ ეცადო ვინმეზე რამით მეტი იყო, ეცადე იყო საკუთარი თავი, ასე უფრო დაგაფასებენ.

  14. ყველანი ადამიანები ვართ, ხომ? ვინმე არის ჩვენს შორის უცხოპლანეტელი? თუ ხართ ჯობს ან ახლა თქვათ ან სამუდამოდ გაჩუმდეთ და დედამიწელად დარჩეთ. არ აქვს მნიშვნელობა სად ცხოვრობ, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ცნობილი ხარ, ან რამდენად მდიდარი, არ უნდა დაგავიწყდეს, რომ ხარ ადამიანი და ადრე შენც იყავი ისეთი, როგორიც სხვები, ერთი უბრალო ჩვეულებრივი ადამიანი, ახლაც რაც არ უნდა ცნობილი იყო მაინც ჩვეულებრივი ხარ და არ უნდა ჩასძახო შენს თავს არასდროს, რომ სხვებზე განსაკუთრებული ხარ და დაივიწყო შენი მოდგმა, შენი მსგავსნი. დანარჩენებმა კი, არ ჩათვალოთ, რომ ხართ უბრალო ადამიანები, მათთან შედარებით, ვინც რამეს მიაღწია და ახლა მილიონერია ან მთელი მსოფლიო იცნობს. თქვენც არაჩვეულებრივნი ხართ, ადამიანები თანაბარნი ვართ ამიტომ მიმაჩნია, რომ არავინ არავის კერპი არ უნდა გახდეს. ადრე მეც იმას ვფიქრობდი, რომ მწერლები, რომელთაც ათობით და ასობით წარმატებას მიაღწიეს არ იყვნენ ჩვეულებრივი ხალხი, ისინი განსაკუთრებულები იყვნენ და მათამდე ვერასდროს მივაღწევდი, ვერასდროს გავუგებდი ან დაველაპარაკებოდი, როგორც ჩემს მეგობარს, მაგრამ ვცდებოდი. დიდი ადამიანები თავიდანვე არ იბადებიან, ისინი ხდებიან დიდები, მაგრამ გულის სიღრმეში ისევ ისეთები, ბავშვურები, ხალისიანები და ჩვეულებრივები არიან… ნუ ჩათვლით თავს მათზე ნაკლებათ, თქვენ განსაკუთრებულები ხართ, თანაბარნი!

  15. ყველა იმსახურებს ერთ შანსს მაინც, ყველა იმსახურებს რომ უყვარდეთ. გაეცით სიყვარული რამდენიც შეგიძლიათ და სანაცვლოდ არაფერს ელოდოთ (ეს ახალი არ არის გეცოდინებათ, მაგრამ მაინც). ერთ-ერთი რასაც ჩემს თავს ყოველთვის ჩავძახი.

  16. უბრალოდ ყველანი მიყვარხართ. ისევე როგორც მიყვარს ჩემი და, ძმა ან დედ-მამა, როგორც მიყვარს ჩემი უახლოესი მეგობრები. მიყვარხართ ყველანი, არ აქვს მნიშვნელობა გიცნობთ თუ არა. ადამიანში ყოველთვის ვეძებ კარგს და არა ცუდს და საშინელს. ვეჭიდები კლდის ქიმზე, სწორედ კარგზე. აღმოვაჩენ ხოლმე ყველას გულში, რაღაც ადამიანურს, სიკეთეს, კარგს, ბუნებრიობას, სიყვარულს და მათ ვეჭიდები, მერე ის ადამიანი მიყვარდება. არ გჭირდებათ იმის დამტკიცება, რომ უნიკალურები ხართ, თქვენ ისედაც ხართ უნიკალურები. მიყვარს ყველაფერი რაც იმსახურებს ზრუნვას და სიყვარულს.

  17. შეძულება არ შემიძლია. ადამიანს ვერ ვიძულებ იმის გამო, რომ რაღაც დამიშავა. რაც არ უნდა დამიშავოს ის მალე მავიწყდება (მაქსიმუმ რამდენიმე დღით გავიბუტო :დ ) და მეორე დღეს ყველაფერი ისევ ჩვეულებრივად არის, სანამ კვლავ არ განმეორდება იგივე.

  18. მჯერა, ადამიანების გულწრფელად მჯერა და იმისიც, რომ ყველას შეუძლია იყოს კეთილი და კარგი. ყველა ადამიანშია სიკეთის მარცვალი, რომელსაც აღმოჩენა და გაღვივება სჭირდება. მე კი მაძიებელი ვარ, ვინც ეძებს ყოველთვის პოულობს კიდეც.

  19. ეს ცხოვრება მესმის, რომ მარტივი არ არის. ბევრი დაბრკოლება მხვდება ხოლმე წინ და ვცდილობ ყველაფერს გავუძლო, გადავახტე. მეც მაქვს რთული დღეები ისევე, როგორც თქვენ. მეც მაქვს პერიოდი, როცა არ მსურს ვიყო ასეთი და მირჩევნია სხვანაირი ვიყო, მაგრამ ეს მხოლოდ დროებით. მთავარი ჭეშმარიტების გასაღები სწორედ ბედნიერებაში და სიყვარულშია. ნუ დამალავთ გასაღებს შორს, დამალეთ იქ, სადაც შეიძლება ყველამ იპოვოს და თქვენი გულის კარი გახსნას.

  20. ვფიქრობ ბევრს იმის შესახებ თუ, რაც ხდება აქ, რაც ხდება ამ სამყაროში და ვცდილობ, რომ ეს ყველაფერი ოდნავ მაინც შევცვალო, ყველაფერში სიყვარულის დანახვას ვერ ვახერხებ და მინდა, რომ სიყვარულით ჩავანაცვლო ყველა სხვა გრძნობა ჩემშიც და სხვებშიც. მინდა, რომ სამყარო ისეთი გახდეს, როგორიც ჩემს წარმოსახვაში მაქვს, გახდეს უკეთესი და შეიცვალოს. ადამიანების შეცვლა და სამყაროც შეიცვლება.

დავით დეფს დავესესხები “სამყარო ჩვენივე სურვილების მდგომარეობის ანარეკლია.” ამიტომ მჯერა, რომ თუ შეიცვლება ჩვენი სურვილები შეგვიძლია შევცვალოთ სამყარო.

ხოდა რაღას უზიხარ ახლა მაგ კომპიუტერს, მოდი ერთად შევცვალოთ ის! ❤

ახლა ნამდვილად, ყოველგვარი ტყუილების გარეშე, გულწრფელად გესაუბრეთ, ჩვენ შეგვიძლია ყველაფრის გამოსწორება, რაც ჩავიდინეთ. მთავარია მოვინდომოთ გამოსწორება.

ვისაუბროთ

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s